პრობლემები შეგიძლია მიიღო როგორც სასჯელი, ან როგორც გამოწვევა – კარლოს კასტანედას 15 ცხოვრებისეული რჩევა

0
1658

 

1. ისე მოიქეცი, თითქოს ეს ცხოვრება სიზმარია. იმოქმედე თამამად და ნუ ეძებ თავის გასამართლებელ საბუთებს.

2. ნურავის ნურაფერს უხსნი. როცა ვინმეს უხსნი, რატომ არ შეგიძლია რაღაცის გაკეთება, სინამდვილეში ბოდიშს იხდი შენი ნაკლოვანებებს გამო და იმედი გაქვს ისინი გამოიჩენენ გულმოწყალებას და მოგიტევებენ.

3. ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება თუ გსურთ, უნდა შეგეძლოთ შეიცვალოთ. ყველაზე რთული სურვილების შეცვლაა.

4. არასოდეს გაბრაზდეთ ვინმეზე. არავის შეუძლია ისეთი რამის გაკეთება თქვენთვის, რომ ასეთი რეაქცია დაიმსახუროს თქვენგან. ადამიანებზე მაშინ ბრაზდები, როცა მათ საქციელს მნიშვნელოვნად მიიჩნევთ. ასე არ უნდა მიიჩნიოთ.

5. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გზა, ეს უბრალოდ გზაა და თუ გრძნობთ რომ ამ გზაზე არ უნდა მიდიოდეთ, გადადით ამ გზიდან.

6. თუ არ მოგწონს რასაც იღებ, შეცვალე ის, რასაც გასცემ

7. შენ ვერ მიგებ იმიტომ, რომ მიჩვეული ხარ ისე ფიქრს, როგორც იყურები.

8. ყველაზე დიდი დაბრკოლება შინაგანი დიალოგია, როცა მის შეჩერებას შეძლებ, ყველაფერი შესაძლებელი გახდება.

9. გაითვალისწინე, რომ ნებისმიერ დროს, მყისიერად შეგიძლია მოისროლო საკუთარი ცხოვრებიდან ნებისმიერი რამ.

10. ერთადერთი, ყველაზე ბრძენი მრჩეველი სიკვდილია. ყოველთვის, როცა ფიქრობთ რომ ყველაფერი ცუდადაა და  სრული კრახის წინაშე დგახართ, მიტრიალდით მისკენ და ჰკითხეთ მას ასეა თუ არა.

11. ყველას თავისი გზა აქვს. თუკი ბედნიერი ხართ ამ გზაზე, მაშინ ეს თქვენი გზაა, თუ არა – როგორ შორსაც არ უნდა გქონდეთ შეტოპილი, შეიცვალეთ მიმართულება და ეს სწორი იქნება.

12. მთელი ჩვენი ენერგია და მთელი დრო საკუთარ თავში იდიოტიზმის დასამარცხებლად იხარჯება.

13. მთავარი შენი დამოკიდებულებებია.. პრობლემები შეგიძლია მიიღო, როგორც სასჯელი და როგორც გამოწვევა… ყველა ჩვენგანი თავად ირჩევს ვინ იქნება – უიღბლო, თუ ძლიერი.

14. ცოდნის ადამიანი რომ გახდე, მეომარი უნდა იყო და არა მოწყვლადი ბავშვი. უნდა იბრძოლო, არ დანებდე, არ ინანო, არ დაიხიო უკან, იქამდე უნდა იბრძოლო, სანამ არ დაინახავ. და ეს ყველაფერი იქამდე, სანამ არ მიხვდები, რომ ამ სამყაროში, არაფერს აქვს მნიშვნელობა.

15. ის, რასაც ახლა აკეთებ, შესაძლოა, შენი უკანასკნელი ქმედება იყოს დედამიწაზე. ამ სამყაროში, არ არსებობს არავითარი ძალა, რომელსაც შეუძლია გარანტია მოგცეს, რომ თუნდაც კიდევ ერთ წუთს იცოცხლებ.