ტერფის რეფლექსოლოგია – 7 აქტიური წერტილი, რომელთა მასაჟიც რამდენიმე წუთში გამოგაცოცხლებთ

0
4041

მედიტაცია ფიქრების დასალაგებლად ძალიან კარგი საშუალებაა. ღრმად სუნთქვა და საკუთარ თავთან მოსაბეზრებელი საუბრებისგან გათავისუფლება – სწორედ ისაა, რაც თქვენს გადატვირთულ გონებას სჭირდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული შინაგან სულიერ სამყაროსთან. რა მოდუნებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც გტკივათ ზურგი, მთელი ძვლები, ხოლო გადაღლილობის დონე ყველა დასაშვებ ზღვარს სცდება? იმისთვის, რომ ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდეს, ორგანიზმს შენჯღევა სჭირდება. რეფლესქოლოგია – არა მხოლოდ ყველაზე სწრაფი საშუალებაა მხნეობისა და სიცოცხლის ხალისის დასაბრუნებლად, არამედ ძალიან სასიამოვნო პროცედურაცაა.

ტერფებზე ადამიანს ათასობით ნერვული დაბოლოება აქვს. როდესაც არაკომფორტულ ფეხსაცმელს ატარებთ, მათ ტრავმა ადგებათ – უამრავი დაავადება სწორედ ამ მუდმივ მიკროტრავმებთანაა დაკავშირებული. ტერფებზე განლაგებული განსაზღვრული წერტილების სპეციალური მასაჟი არამარტო მოდუნებაში დაგეხმარებათ, არამედ ორგანიზმს სწორად მუშაობის ხალისს დაუბრუნებს. ამ სასწაულმოქმედი მოძრაობების მეშვეობით სხვადასხვა ორგანოებსა და სხეულის სისტემის სხვადასხვა ნაწილებზე ზემოქმედება შეგიძლიათ.

fexis gulebi_miniფეხის დიდი თითის დაზელით ჰიპოთალამუსზე ზემოქმედებთ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარბწონიანი ადამიანებისთვის – ამ წერტილში დაჭერა მადის კონტროლში გეხმარებათ და ბუნებრივ გახდომას უწყობს ხელს. დიდი თითის ცენტრში მდებარეობს წერტილი, რომელიც ჰიპოფიზის მუშაობაზეა პასუხისმგებელი – მთავარი ჰორმონალური ჯირკვლის. თუ ამ წერტილს საკმარის ყურადღებას უთმობთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რომ არავითარი ჰორმონალური დისბალანსი არ გემუქრებათ. დიდ თითზე განლაგებულია წერტილები, რომელთა მასაჟიც ფარისებრი ჯირკვლის მასაჟს უტოლდება. გამუდმებული სტრესის ქვეშ ყოფნისას, ფარისებრი ჯირკვალი თვით ყველაზე ჯანმრთელ ადამიანებსაც კი უქმნის პრობლემებს, ამგვარად, მისი “განაღმვა” ყველასთვის სასარგებლოა.

განსაკუთრებით სასიამოვნოა ტერფის ცენტრის მასაჟი – აქ განლაგებული ნერვული დაბოლოებები დიაფრაგმასთანაა დაკავშირებული. აი, ისიც – ნამდვილი განტვირთვა! ტერფების შუა გულებზე ზემოქმედება სტრესთან გამკლავებაში გეხმარებათ და ხსნის დაძაბულობას.

შუაგულის ოდნავ დაბლა, ტერფის განაპირა მხარეს განლაგებულია ნერვული დაბოლოებები, რომლებიც თირკმელების მუშაობას უკავშირდება. თუ დაუძლეველ დაღლილობას გრძნობთ, ამ ადგილის მასაჟი ენერგიულობას სწრაფად დაგიბრუნებთ.

ქუსლის ნაწილის დამუშავებით ორგანიზმის გამომყოფი სისტემების აქტივაციას უწყობთ ხელს – ტოქსინები თქვენს ორგანიზმს აღარ მოწამლავს.

ახლავე შეუდექით მასაჟს! ნუ გადადებთ! დაძაბული დღის ბოლოს ამ საჩუქარზე საკუთარ თავს უარს ნუ ეტყვით! შედეგი ამ პროცედურის ყოველდღიურად გამეორებას შთაგაგონებთ!