რატომ დავფრინავთ სიზმარში ან ვბრუნდებით “შინ” – ფსიქოლოგიური ახსნა

0
19009

ხშირად დაგსიზმრებიათ, რომ დაფრინავთ ან იმ ადგილზე ბრუნდებით, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ? არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ სიზმრებს გამუდმებით ხედავენ… მაინც რას უნდა ნიშნავდეს სიზმარში ფრენა ან “შინ” დაბრუნება?

სიზმრებში ფაქტობრივ ობიექტებსა და მოვლენებს მეტაფორულად ვხედავთ. მაგალითად, ცუდ სიზმარს ნახულობთ, სადაც 100 ფუტის სიმაღლის ბორბალი თქვნი მიმართულებით მოგორავს. ბორბალი შესაძლოა დღის განმავლობაში მიღებულ სტრესს განასახიერებდეს, ხოლო მისი ზომა სტრესის გამომწვევ დაუძლეველ ფაქტორებსა და გამოწვევებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
არსებობს უამრავი საიტი, სადაც სიზმრებში ნანახი სიმბოლოების ამომწურავი ახსნაა მოცემული.

ფრენა

სიზმარში ჩიტივთ გიფრენიათ? ეს შედარებით იშვიათი სიზმარია, რომელიც ადამიანთა უმრავლესობას უნახავს. თუმცა საკმაოდ ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ამ სიზმარს ხშირად ხედავს.

frena (2)_miniDreamMoods-ის მიხედვით (საიტი, სადაც სიზმრების სიმბოლური ახსნებია მოცემული), თუ მსუბუქად დაფრინავთ და დაბლა პეიზაჟით ტკბებით, ეს იმის ნიშანია, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებთ, რაღაც დაძლიეთ. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოვლენების ახლებურად ან განსახვავებულად წარმართვის პერსპექტივა მოიპოვეთ. სიზმარში ფრენა და ფრენის მართვის უნარი პერსონალური ძალაუფლების შეგრძნებას განასახიერებს.

თუ ფრენის მდგომარეობაში დარჩენა გიჭირთ, ეს პირადი გარემოებების მართვის ძალის დეფიციტზე მიუთითებს. სიზმარში შეიძლება სიმაღლის ან კურსის შენარჩუნებისთვის ბრძოლა გიწევდეთ, ან ხშირად გხვდებოდეთ გზად დენის მავთულები, ხეები, ან მთები. ეს დაბრკოლებები სიმბოლურად იმ მოვლენებს ან ადამიანებს განასახიერებენ, რომლებიც ცხოვრებაში გზად გეღობებიან. იდენტიფიცირება უნდა შეძლოთ იმისა, თუ რა ან ვინ გიშლით ხელს წინსვლაში.

სირთულეები ფრენაში შესაძლებელია ასევე განასახიერებდეს თავდაჯერებულობის დეფიციტსა და ხასიათის მერყეობას. უნდა ირწმუნოთ საკუთარი თავის და არ უნდა გეშინოდეთ.

თუ შიშს განიცდით, როდესაც დაფრინავთ ან მაშინ გიპყრობთ შიში, როდესაც მეტისმეტად მაღლა ადიხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილებებისა და წარმატების მიღწევის შიში გაქვთ. იქნებ, მზად არ ხართ მომდევნო ნაბიჯი გადადგათ?!

რა თქმა უნდა, რეალურად ადამიანს ფრენა არ შეუძლია (თუმცა ვინ იცის ^_^). მიუხედავად ამისა, სიზმრები ფიზიკური დასაზღვრულობის მიღმა არსებულ მოვლენებს წარმოაჩენს. გონებაში ნებისმიერი ვინმე შეგიძლიათ იყოთ და რაც მოგესურვებათ, ის აკეთოთ. სიზმარში ფრენის კიდევ ერთი გავრცელებული ინტერპრეტაციაა, რომ ის გონებისა და ნების სიმტკიცეს განასახიერებს. თქვენ თავს დაუმარცხებლად გრძნობთ და ვერავინ გაგიბედავთ გითხრათ, რაიმეს ვერ შეძლებთ ან ვერ მიაღწევთ. ასეთი სიზმრები თავისუფლების მძაფრ შერგძნებას გიტოვებთ.

frena (4)_miniსიზმრების კიდევ ერთი კატალოგი საიტის Glamour Dream Analysis მიხედვით:
ფრენა სიზმრის მნახველის ძირითად ამბიციას განასახიერებს, მაგრამ ინტერპრეტაცია ფრენის დეტალებზეა დამოკიდებული, ასევე გარემოებებზე, ამინდზე და ა.შ. ზოგადად: თუ წარმატებით ახერხებთ ფრენას დაბალ ან საშუალო სიმაღლეზე, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მიზანს დიდი სირთულეების გარეშე მიაღწევთ. თუ ცდილობთ უფრო მეტ სიმაღლეს მიაღწიოთ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი მპყრობელობის უნარი გაცილებით მეტია და კურსი უნდა შეცვლაოთ.

“როცა სიზმარში დავფრინავ, იმ სიმაღლეზე შემიძლია ლივლივი, სადამდეც მომესურვება და შემდეგ დედამიწისკენ მივექანები, შემდეგ ისევ ვხრი მხრებს და მაღლა ცაში ავდივარ… – შესაძლოა ეს სიზმარი სულის თავისუფლებაზეა, ჩიტივით თავისუფალ სულზე?! სინამდვილეში სიმაღლის მეშინია, მაგრამ სიზმარში ის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა, შიშის გარეშე”.

frena_mini

მეტაფიზიკური ახსნა

ის, რაც სიზმრების ანალიტიკურ ლექსიკონებში არაა მოცემული, ჩვენი სიზმრების მეტაფიზიკური მხარეა. მაგალითად, მესიზმრა, რომ მშენებარე სახლის საძირკველში ვარ. იქ სამი კიბე იყო და მე მათ წვერებზე ვიდექი ისე, რომ ერთი ტერფი მარცხენა მხარეს მდებარე კიბის ბოლო საფეხურზე მქონდა, მეორე კი მარჯვენა მხარეს მდებარე კიბის ბოლო საფეხურზე, მესამე კიბე კი ჩემს ფეხებს შუაში იყო. სიზმრებში სახლი ან ეტლი (ან რაიმე სატრანსპორტო საშუალება) თავად თქვენ განგასახიერებთ, მაშინაც კი, როცა თქვენ შიგნით ხართ. აღწერილ სიზმარში სახლი მშენებარეა, რაც “თავიდან დაბადებას” ნიშნავს. კიბე თქვენი გეზის, მიმართულების სიმბოლოა. თუ კიბეზე მაღლა ადიხართ, შესაძლოა ეს თქვენს ახლო დაწინაურებაზე მიანიშნებს, თუმცა მეტაფიზიკურად ეს დეენემურ დონეზე მოსალოდნელ ცვლილებებზეც შეიძლება მეტყველებდეს.

თუ სიზმრების ასახსნელად შესაბამის ლექსიკონებს იყენებთ, შეეცადეთ სიმბოლოებს მეტაფიზიკური თვალსაზრისითაც შეხედოთ, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ თქვენეული ინტერპრეტაციებია.

frena (3)_mini

შინ დაბრუნება

კიდევ ერთი მეტაფიზიკური სიზმარი “შინ”, იმ ადგილზე დაბრუნებას ასახავს, სადაც გაიზარდეთ.

DreamMoods-ის მიხედვით:
ბავშვობის სახლის, მშობლიური ქალაქის ან იმ სახლის ნახვა, სადაც ადრე ცხოვრობდით საკუთარი ოჯახისა შექმნისა და ოჯახის თქვენეულ იდეოლოგიას განასახიერებს.
ის ასევე ასახავს თქვენი ხასიათის იმ მხარეებს, რომლებიც ამ სახლში ცხოვრების პერიოდში ჩამოგიყალიბდათ. ასეთ სიზმარში შესაძლოა ზოგიერთი “დაუმთავრებელი” გრძნობა დაგეუფლოთ. ამ გრძნობებს მეტაფიზიკურად გაცილებით ღრმა საფუძვლები აქვს.

ჰიპნოთერაპევტი დოლორეს ქენონი რეინკარნირებულ სულებზე საუბრობს… “ამ სულების უმრავლესობა დედამიწას საკუთარ სახლად არ მიიჩნევს. ამიტომ მათ გამუდმებით “შინ” დაბრუნების მოთხოვნილება აქვთ, არ იციან სად არის კონკრეტულად ეს სახლი, მაგრამ იციან, რომ ის აქ არ არის.
როდესაც მათ სიზმრებში “შინ” დაბრუნების შესახებ ვკითხე, მითხრეს, რომ მათაც უგრძვნიათ იგივე – დედამიწა მათი წარმოშობის ადგილი არაა.

შესაძლებელია, სიზმრებში შინ დაბრუნება მშობლიურ პლანეტაზე ან შემოქმედთან დაბრუნების ოცნების გამოძახილია.

თუ გამუდმებით კოშმარები გესიზმრებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი დახმარება გჭირდებათ. ამის მიზეზი სხვადასხვა სტრესული ფაქტორი შეიძლება იყოს – ვალები, სამსახური, ან პრობლემური ურთიერთობები. როგორც კი ყოველდღიურ სტრესულ ფაქტორებს ჩამოიცილებთ და თქვენი ვიბრაციის ამაღლებაზე დაიწყებთ ზრუნვას, სიზმრებიც უფრო ფუტურისტული გახდება.