ზოდიაქოს ნიშნები ცისფერ მთებში

0
3760

ცისფერი მთებში ინდივიდები ნაკლებად არიან, ცისფერ მთებში ყველა ერთმანეთს ჰგავს, სისტემა ინდივიდუალობას კლავს, სისტემას ინდივიდები არ აინტერესებს. ყველა გაუგებრობაშია მოყოლილი, ყველას ერთი სახე აქვს, რთულია მათი პიროვნულად გახსნა და რომელიმე ზოდიაქოსთვის მორგება.. ერთეულების გარდა. თუმცა წამოსროლილ ფრაზებში მაინც შეიძლება რაღაც შტრიხების გარჩევა..

ვერძი – ბუზღუნა, ჯუჯღუნა თავზე შპილკას რომ ვეღარ იკეთებს წნევისგან.. ,,სიგარეტი გაქვთ?” ,,ეს კაცი არ მომაკაროთ, თორემ შევიშლები”, ,,გემი რა შუაშია, დედამიწა არ ირყევა? ” ,,არ მომეკარო, გადიიი!” – ჭეშმარიტი ვერძის ფრაზები!

კურო – ბატონი იროდიონი, აი ის, კვერცხებს რომ ხარშავს სამსახურში და ჭამს, თან რომ გადის და თან ვერც გადის ამ შვებულებაში.. ,,გამაგებინეთ, კაცო, მე აქ ვარ თუ იქ?” კურო, რომელმაც საყრდენი დაკარგა და დასვენებას ვერ ახერხებს….

ტყუპები – ვაჟა ზაზაევიჩი – ტიპური ტყუპი, ტყუპური ჰიპერაქტიურობით, კითხვებით, პასუხებით და დამოკიდებულებებით..  ,,იცით, რა ვქნათ, სოსო? ალაგ ალაგ წავიკითხოთ ძირითადი მომენტები”…

კირჩხიბი – იბოღმება, იბოღმება… წყნარად ჩუმად და ბოლოს ამოხეთქავს – ,,დაანებეთ ჩემს ცოლს თავი!”

ლომი – არ იცის რა დაწესებულებაა, ვინ მოიწვია… მთავარია, მიიწვიეს და მთავარია საზეიმო განწყობაა…

ქალწული – ერთადერთი მშრომელი და დაკვირვებული ადამიანი, რომელსაც სულ არ ევალება, მაგრამ ჩუმ-ჩუმად კითხულობს რაღაცეებს… თუმცა მაინც არავინ არაფერს ეკითხება, ყველა მის ჭკუაზე დაათრევს..

სასწორი – სუპერ დიპლომატიური პასუხით

მორიელი ალბათ გივია.. არ ვიცით როგორია…უბრალოდ არ სჩანს… ,,ჩარჩა და ჩარჩა ეს კაცი”

მშვილდოსანი – შუქრი – სწავლობს უცხო ენას, რომ ამ უცხო ენაზე ელაპარაკოს თავისივე ენაზე მოსაუბრე ადამიანებს…

თხის რქა – ბატონი ვასო. ლიფტში გაჭედილი თხის რქა, ვერც ზემოთ მიდის ვერც ქვემოთ… 27 წელია შრომობს…არაფრის არ ეშინია, ტანკისტი იყო… ომამდე .. თავისი დამსახურების დაფასებას ამაოდ ითხოვს…პრინციპის ამბავია, თორემ…
მერწყული – მარკშეიდერი, იგივე სამთო ქიმიკოსი მორიდებული და საკმაოდ ექსტრავაგანტული პიროვნება, რომელიც არავინ იცის რატომაა აქ, ვინაა და რას აკეთებს… მას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, თუმცა ჯერ დაკვირვებებს აწარმოებს – ,,უკაცრავად, ეს ბზარი აქამდე იყო?” ,,საიდან შეგაქანათ, მარჯვნიდან, თუ მარცხნიდან?”

თევზები – სოსო – ჯერ კიდევ რომ სჯერა ადამიანების, ჯერ კიდევ რომ აქვს მათი იმედი… სიცარიელეში კი არა ილუზიებშია, ილუზიებში…

დოჩი გოგო