რატომ აფრენენ ჭკვიანი ადამიანები – გენიო-სიგიჟის გენი

0
3168

გენიოსები აფრენენ. ნორმალურს ვერ შეხვდები ინტელექტუალებს შორის. მართალია, ყველა საგიჟეთში არ ხვდება, მაგრამ უკლებლივ ყველას აქვს გადახრები. ყოველ მათგანს აქვს რაღაც უცნაურობა. ბანალური მაგალითია, მაგრამ გაიხსენეთ აინშტაინი, კაცი რომელმაც გადატრიალება მოახდინა თანამედროვე მეცნიერებაში და უარს აცხადებდა წინდების ჩაცმაზე. რატომ შეიძლება იქცეოდეს ჭკვიანი ადამიანი ასე?

ამ საკითხზე კვლევაც კი ჩატარდა შვედეთში, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულ ადამიანებს შორის უმეტესობას სხვადასხვა სახის ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები ჰქონდა. კვლევა ჩაუტარდათ თინეიჯერებს, 16 წლის ახალგაზრდებს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნიჭიერებს საშუალო ნიჭის ადამიანებთან შედარებით  4-ჯერ მეტი შანსი ჰქონდათ ისეთი დაავადებების ჩამოყალიბებისა, როგორებიცაა შიზოფრენია და მწვავე მანიაკალური დეპრესია.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ არსებობს რაღაც კავშირი გენიოსობასა და სიგიჟეს შორის და ამ კავშირზე პასუხისმგებელია გარკვეული სახის  გენი – DARPP-32

DARPP-32 – იშვიათი გენია, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აზროვნების უნარს, თუმცა ამავე დროს ნაწილია ცენტრალური ნერვული სისტემისა, რომელიც ტვინის ქერქის შუბლისწინა ნაწილს თავის ტვინის სხვა რეგიონთან – სტრიატუმთან აკავშირებს და პასუხს აგებს აგრეთვე შიზოფრენიაზეც.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ გენიოსობა იწვევს შიზოფრენიას, ან პირიქით, ყველა შიზოფრენიკი გენიოსია, მაგრამ შანსები იმისა რომ შემოქმედებითი ადამიანები ფსიქიური აშლილობით იტანჯებოდნენ, უფრო მაღალია. ასე რომ მომავალში შეკითხვა: შენ ხომ არ აფრენ? შეგიძლიათ კომპლიმენტად მიიღოთ!