როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი — ლუიზა ჰეი

0
2469

1) შეწყვიტეთ საკუთარი თავის კრიტიკა. კრიტიკა არასოდეს არაფერს ცვლის, უარი თქვით მასზე. ზუსტად ისეთი მიიღეთ თქვენი თავი, როგორიც ხართ. კრიტიკისას ნეგატიური გარდაქმნები ხდება, ხოლო როდესაც მოგწონთ ის, ვინც ხართ, გარდაქმნები პოზიტიურ სახეს იღებს.

2) შეწყვიტეთ უარყოფითი ფიქრებით თავის დაშინება და ტერორიზება. ეს ცხოვრების საშინელი ფორმაა. იპოვეთ ის, რაზე ფიქრიც სიამოვნებას გგვრით და ნელა გადაერთეთ სახიფათო აზრებიდან მასზე.

3) იყავით დიდსულოვანი, კეთილი და მომთმენი თქვენი პერსონისადმი. მოთმინება გამოიჩინეთ მის მიმართ აზროვნების ახალ, პოზიტიურ ფორმაზე გადართვის პროცესში. მოექეცით თავს ისე, როგორც ადამიანს, რომელიც მთელი გულით გიყვართ.

4) იყავით კეთილი თქვენი გონების მიმართ. თავის სიძულვილი საკუთარი აზრების სიძულვილია. არ ღირს ასე მოქცევა, უბრალოდ ჩაანაცვლეთ პოზიტიური ფიქრებით.

5) შეაქეთ თავი. კრიტიკა მთელ შინაგან სულს ანადგურებს. შეაქეთ ის ხშირად. მადლობა უთხარით მას ყველა წვრილმანზე, რომელსაც წარმატებით გაუმკლავდით.

6) მხარში დაუდექით საკუთარ თავს, მოძებნეთ მისი მხარდაჭერის ფორმა. მიმართეთ მეგობრებს და მიეცით მათ უფლება დაგეხმარონ. ძალიან ბუნებრივია ითხოვო დახმარება, როცა ეს გჭირდება.

7) მოეპყარით სიყვარულით საკუთარი ხასიათის ნაკლოვანებებს. გააცნობიერეთ, რომ ისინი თქვენი შემოქმედებაა, რათა დაგეკმაყოფილებინათ საკუთარი მოთხოვნები. ახლა კი თქვენ ეძებთ გაცილებით პოზიტიურ გზას ამ საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის. ასე რომ ფაქიზად გათავისუფლდით ძველი უარყოფითი ქცევების სტერეოტიპებისაგან.

8) იზრუნეთ საკუთარ სხეულზე, ისწავლეთ სწორად კვება. შეარჩიეთ ისეთი საკვები, რომელიც მას სჭირდება ენერგიისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.
დაკავდით იმ ტიპის ფიზიკური ვარჯიშით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ნაზად გიყვარდეთ და პატივი ეცით ტაძარს რომელში ცხოვრებთ.

9) იმუშავეთ სარკესთან. ხშირად შეხედეთ საკუთარ თავს თვალებში. გამოხატეთ გაზრდილი გრძნობები მის მიმართ. სარკეში ცქერისას აპატიეთ მას, დაელაპარაკეთ თქვენს მშობლებზე და მათაც აპატიეთ ბავშვობის ტრამვები. თუნდაც ერთხელ დღეში უთხარით თავს: ,,მიყვარხარ, მე მართლა მთელი გულით მიყვარხარ.”

10 ) ნუ დაელოდებით როდის მოგვარდება თქვენი საქმეები, როდის დასუსტდებით, იშოვით ახალ სამსახურს ან შეიძენთ ახალ კავშირებს. დაიწყეთ ახლავე და გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული.