თვითმოტივაციის 17 საუკეთესო გზა

0
1549

 

1) დააიგნორეთ ის, რაც თქვენთვის უმნიშვნელოა.
დაიგნორება ფანტასტიური რამეა. მას გაცილებით დიდი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია. ბევრ საგანზე ყურადღების გადანაწილება გვასუსტებს. უმნიშვნელო რამეების იგნორირებით ჩვენი ენერგიის გამოთავისუფლება ხდება, რაც გვეხმარება კონცენტრაციაში. შესაბამისად იზრდება პროდუქტიულობის ხარისხი.

2) ეცადეთ მიხვდეთ კონკრეტულად რა გაღიზიანებთ.
გარკვეულ საგნებს და ქმედებებს აქვთ გამაღიზიანებელი თვისება. გაექეცით მათ. როგოც სხვა ყველაფრისაგან, მისგან გათავისუფლებაც მარტივად შეიძლება. ამისათვის ჯერ იდენტიფიცირება უნდა მოახდინოთ, მერე კი მისგან გათავისუფლების გზები მოიძიოთ. აქ მთავარი სამუშაო გაცნობიერებაა. ამ პრობლემის გადაწყვეტამ შესაძლოა მხოლოდ თქვენი დრო მოითხოვოს, რაც ამად ღირს.

3) ხშირად იცინეთ.
უყურეთ კომედიებს, იკითხეთ კომიქსები. მოისროლეთ ეს ზედმეტი სერიოზულობა. სიცილი პრევენციული მექანიზმია, რომელიც სტრესს ამსუბუქებს.

4) აწარმოეთ თქვენი წარმატებების ჟურნალი.
ძველი წარმატებები, საუკეთესო შემთხვევაში, ფაქტის დონეზე გვახსოვს. ვერ ვიხსენებთ რა გრძნობები გვეუფლებოდა მაშინ. ამიტომ ჩაიწერეთ ეს შეგრძნებები. ისინი ახალი წარმატებისათვის მოგცემენ ძალას და შთაგონებას.

5) ივარჯიშეთ.
თვითმოტივირების ყველაზე მარტივი გზაა. გამოდით ოფისიდან, სახლიდან და თუნდაც სულ უბრალო ვარჯიში შეასრულეთ. ეს მაშინვე მოიყვანს თქვენს სხეულს წესრიგში. ყოველ ჯერზე, როცა ამას ვაკეთებთ გამოვიმუშავებთ ჩვენთვის აუცილებელ ენდორფინებს — ე.წ. ბედნიერების ჰორმონს. ეს კი საჭირო და აუცილებელია.

6) შეიქმენით თქვენთვის სასურველი გარემო.
თვითმოტივირება რთულია, თუ ისეთ გარემოში ვმუშაობთ, რომელიც არ შეგვეფერება. შეცვალეთ იგი, მიამატეთ რაც გსურთ, გააუმჯობესეთ. არა აქვს მნიშვნელო სახლში მუშაობთ თუ ოფისში. როგორი სივრცეც არ უნდა გქონდეთ ირგვლივ, ნებისმიერი ხერხით უნდა მოირგოთ იგი საკუთარ თავზე . ეს ადაპტირების დროს ამცირებს და გვაძლევს საშუალებას აუცილებელი საქმეებით დავკავდეთ.

7) წაიკითხეთ წარმატებული ადამიანების შესახებ.
ისინი თქვენი შთაგონების წყარო გახდებიან, მოგგვრიან აღფრთოვანების სიხარულს. კონკრეტული ადამიანების წარმატება, თქვენს პოტენციურ წარმატებას გაცილებით რეალურს და ხელშესახებს გახდის.

8) გადაერთეთ ერთი ამოცანიდან მეორეზე.
ერთი სახის სამუშაო დამღლელია, დაღლილობა კი მოტივაციის პირველი მტერია. ეცადეთ რამდენიმე პატარა, ახალი პროექტი გქონდეთ მარაგში, იმ მომეტისათვის, როცა იგრძნობთ რომ ზღვარზე ხართ. ეს პრობლემების სწარფ გადაწყვეტას გასწავლით.

9) სწორად შეაფასეთ და დააფასეთ პროგრესი.
თუ დაუღალავად ვშრომობთ, როგორც წესი, ვაღწევთ გარკვეულ პროგრესს. ზოგჯერ შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ შრომის მიუხედავად ვერ განვითარდით, რადგან მხედველობიდან გრჩებათ პატარა, ყოველდღიური ეტაპები. გაიხედეთ უკან და გამოკვებეთ თქვენი კმაყოფლების შეგრძნება იმის გააზრებით, რაც უკვე შექმენით — ეს უპირობოდ გაზრდის თქვენს ენერგიას.

10) ისაუბრეთ თქვენს პროექტებზე.
ისაუბრეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. გააგებინეთ ადამიანებს, რომ რაღაც ღირებულს აკეთებთ, ეს მოგცემთ საშუალებას გაიაზროთ და დატკბეთ ამ ფაქტით თავად. გაიზრდება თქვენი პასუხისმგებლობის ხარისხიც, რაც თავის მხრივ, წინსვლაში შეგეშველებათ.

11) თავი აარიდეთ ენერგეტიკულ ვამპირებს.
სკეპტიკოსები, პესიმისტები, აგრესორები — ყველა მათგანი იპარავს თქვენს ენერგიას, ასეთი თამაშების მახეში ნუ გაებმებით. ნებისმიერ ფასად გაიქეცით ამ ენერგიის მწოველებისაგან, თუნდაც ამისათვის თვითიზოლაცია დაგჭირდეთ. სჯობს სამუშაო მარტომ შეასრულოთ, ვიდრე ვამპირების გამოცვაში დარჩეთ.

12) დასახეთ მიზნები ზუსტად, ყველა წვრილმანით.
ჩაიწერეთ ისინი, რომ მკვეთრად განისაზღვრონ ცნობიერში. მოათავსეთ ჩანაწერი იქ, სადაც ყოველთვის მოგხვდებათ თვალში. გონებას საქმე უადვილდება, როცა იცის კონკრეტული დავალება და მიმართულება. იგი ზუსტად იმ სამუშაოს ასრულებს, რაც ამ მიმდინარე მიზნისათვის არის საჭირო და არ კარგავს დროს ამის გაცნობიერებაში.

13) როდესაც კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამთ წინ, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი რაიმე ფორმით.

14) აღიარეთ მარცხი.
წარუმატებლობა, ისევე როგორც წარმატება, წარმოადგენს ჩვენი შრომის შედეგს. მოტივაციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მტერი წარუმატებლობის შიშია. შეურიგდით  წარუმატებლობას ისე, რომ იგი დამანგრეველ ტრაგედიად არ აღიქვათ. მართალია უსიამოვნოა, მაგრამ არ უნდა შევეშვათ იმას, რასაც ვაკეთებთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე და და გქონდეთ უკეთესის იმედი.

15) გამოიყენეთ reminder-ი
იგი საკუთარი მიმდინარე მისწრაფებების ჩასანიშნად მძლავრი იარაღია, რომელსაც საკადრისად ვერ აფასებენ. ადამიანები უხერხულობას გრძნობენ, როცა საკუთარ თავს მიმართავენ. ამას ისედაც ყოველთვის ვაკეთებთ, უბრალოდ გაუცნობიერებლად. რატომაც არ უნდა გავაკეთოთ ეს გაცნობიერებულად? კარგი იქნება თუ დილას საკუთარი თავის მისამართით წარმოთქმული ფრაზით დაიწყებთ.

16) თქვით ,,არა”.
ნუ გასცემთ ბევრ დაპირებას. შეინახეთ თქვენი ენერგია იმისათვის, რისი შესრულებაც მთელი გულით გსურთ და რაც თქვენთვის ყველაზე მთავარია. უთხრათ ,,არა” უსარგებლო გასართობებს, ყურადღების გადამტანებს და დეპრესიას. სიტყვა ,,არა” გათავისუფლებთ. მუდმივად წარმოქმნადი ვალდებულებების დიდი მოცულობა გადაგიქცევთ ცხოვრებას მოსაწყენი ქმედებების უწყვეტ რიგად.

17) მოძებნეთ პოზიტიური ადამიანები.
სევდა, წუწუნი და პრეტენზიები ვერ ეწყობა მოტივაციას. პოზიტიური, ენერგიული და ოპტიმისტი ხალხი მუდმივად წინ წაგწევთ.