7 ტიპის მეგობარი, რომლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ღირს

0
1660

ადამიანები მოდიან და მიდიან. ოდესღაც ძალიან ახლობლები, ერთ დღეს შესაძლოა სრულიად უცხონი გახდნენ და ამაზე დარდი არ ღირს. ყველაფერი იცვლება და ჩვენც გზა უნდა განვაგრძოთ. ეს გზა ჩვენი ცხოვრების გზაა და მასზე ჩვენ გვერდით სიარულს ვერავის ვაიძულებთ. ჩვენ ცხოვრებაში ყველა გარკვეული მისიით ჩნდება, თავის ფუნქციას ასრულებს და მერე გზას განაგრძობს, თუმცა გვხვდებიან ისეთი ადამიანებიც, ვისთან ერთადაც მოგზაურობა დაუვიწყარი ხდება. ჩვენ მათ ვუმეგობრდებით, ,,ვიშინაურებთ“, როგორც ეკზიუპერი იტყოდა, ჩვენ მათთან ერთად ვიზრდებით, მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და მათთან ერთად ვვითარდებით. საინტერესო ის არის, რომ ხშირად ჩვენივე არქეტიპიდან გამომდინარე დაახლოებით ერთი ტიპის მეგობრებს ვირჩევთ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც, თითქოს სამყაროშია ჩაქსოვილი რომ თითოეულმა სულმა გარკვეული სახის გამოცდილება მიიღოს.

რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო მეტად ხვდებით, რა ძვირფასია მეგობრობა. თუკი ძალიან ჩავუღრმავდებით ცხოვრებას, აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი ურთიერთობებია. ,,ბედნიერება მაშინაა ნამდვილი, როცა მისი ვიღაცისთვის გაზიარება შეგიძლია.” ურთიერთობების გარეშე, მეგობრობის გარეშე ყველაფერი ცარიელია და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვცნობდეთ ხალხს, ვისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს. მოკლედ, მეგობრის 7 ტიპი, რომელიც არ უნდა დაკარგო:

  1. კეთილი

tumblr_inline_nj3lghw37D1rn4u1r

ის ვინც უფრო მეტად მოტივირებულია გაცემაზე, ვიდრე მიღებაზე. ასეთი ტიპის ადამიანები გამუდმებით ცდილობენ უკეთესი გახადონ თავისი და თავისი ახლობლების ცხოვრება. გამუდმებით, დიდი საქმეებით დაწყებული პატარა წვრილმანებით დამთავრებული, ცდილობენ ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყოს მის ირგვლივ. როგორ იცნოთ? ისინი უმიზეზოდ ყიდულობენ ხოლმე საჩუქრებს, თანაც ისეთ საჩუქრებს, როგორიც ძალიან გინდოდათ, ისინი გრთავენ ნებას აირჩიოთ მუსიკა მის ავტომობილში, ისინი გთავაზობენ დახმარებას და თქვენთან მოსვლამდე გირეკავენ ხოლმე და გეკითხებიან, რამე ხომ არ გსურთ აუყოლოთ, თანაც სანაცვლოდ ყველაზე დიდი ჯილდო თქვენი ბედნიერი სახეა.

  1. მსმენელი

 

 

ის, ვინც მხარში გიდგათ ცხოვრების რთულ მომენტებში, ძალიან კარგად ესმით თქვენი და როცა გიჭირთ, ზუსტად იმიტომ რომ აბსოლუტურად შეუძლიათ თქვენს ადგილას წარმოიდგინოს თავი, რაღაც მეთოდებით ყოველთვის ახერხებს სულიერად გაგამხნევოთ და ფეხზე წამოდგომაში დაგეხმაროთ. ისინი სენსიტიური ადამიანები არიან, საუკეთესოდ რომ ახერხებენ გითანაგრძნონ. მათ იციან რას ნიშნავს მარტოობა, შიში, ტკივილი. როგორ იცნოთ? მათთან თამაში არ გჭირდებათ, მათთან ის ხართ, რაც ხართ.

  1. გამამხნევებელი

200 (15)

ის, ვინც მოვლენების დადებითი მხარეების დანახვაში გეხმარებათ. მისი საყვარელი გამოთქმაა: ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება. სამსახურში არ აგიყვანეს? სამყარო უკეთესი პოზიციისთვის გამზადებთ.  შეყვარებულს დაშორდით? თქვენ არ იცით როგორ გაგიმართლათ, ეგ ადამიანი საერთოდ არ იყო თქვენი შესაფერისი, მადლობა თქვით, რომ ასე მოხდა. თქვენი ნამდვილი მეორე ნახევარი გეძებთ და მალე აუცილებლად შეხვდებით. როცა ერთი კარი იხურება მეორე იღება. ასე იყო საჭირო. გეცნობათ? ყველას გვჭირდება გვერდით ძლიერი ენერგეტიკის ადამიანი, რომელიც ოპტიმისტურად განგაწყობთ.

  1. კომიკოსი

giphy (2)

 

ის, ვინც ყველა სიტუაციას იუმორით უდგება, პრობლემებს გაცილებით მარტივად უყურებს და ყველაფერზე, საკუთარ თავზე სიცილიც კი შეუძლია. ეს ის ტიპია, ფეხს რომ წაიკრავთ, ჯერ სიცილით რომ იჯერებს გულს და მერე მოგეშველებათ. იუმორი საუკეთესო წამალია, სიცილი თერაპიაა. ხანდახან შეიძლება ცოტა სარკასტულიც მოგეჩვენოთ, ცინიკოსიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა მტკივნეულ თემებს ეხება, მაგრამ ამას კარგი განზრახვით აკეთებს. ჩვენ ხანდახან ზედმეტად სერიოზულად აღვიქვამთ საკუთარ თავს და ცხოვრებას ვირთულებთ. ასეთი ტიპის მეგობრები გვაიძულებენ იუმორით შევხედოთ საკუთარ თავს და აქედან გამომდინარე რაღაცეების უფრო ადვილად გადატანაში გვეხმარებიან. არასოდეს დაკარგოთ იგი.

  1. გულწრფელი

 

 

ის, ვინც ყოველთვის სიმართლეს გეუბნებათ, მაშინაც კი, როცა ამის მოსმენა დიდად არ გსიამოვნებთ, მაგრამ ძალიან გჭირდებათ. იგი, ვინც გარედან შეგახედებთ მოვლენებს და თქვენს პოზიციებს არ დაიჭერს მხოლოდ იმის გამო, რომ დაგამშვიდოთ. ასეთი ტიპები სხვებთან ყოველთვის დაგიცავენ და გაგამართლებენ, მათ თქვენი პოზიციაც მშვენივრად ესმით, უბრალოდ იმიტომ იქცევიან ასე, რომ რეალურად თქვენი დახმარება სურთ. თუკი მოახერხებთ, ეგოს საზღვრებს გასცდებით და თავდაცვით ინსტიქტებს გადააბიჯებთ, მიხვდებით რომ ასეთი მეგობრის ყოლა ძალიან დიდი ბედნიერებაა. იგი პიროვნულ ზრდაში და განვითარებაში გეხმარებათ.

  1. დიდი მეოცნებე

აი, ის სამყაროს შეცვლაზე რომ ოცნებობს და დიადი გეგმები აქვს. იდეინი, ძლიერი წარმოსახვის მქონე პიროვნება, ვინც თქვენ ინსპირირებას ახერხებს. ასეთი მეგობრები თავდაჯერებას გვმატებენ, საკუთარი თავის რწმენას გვინერგავენ და გვაიძულებენ ჩვენი ოცნებების ასრულებისკენ ვისწრაფვოთ. არასოდეს დაკარგოთ მეგობრები, რომლებიც გამხნევებენ, წარმატების მიღწევისკენ გიბიძგებენ და ბრძოლის მოტივაციას გაძლევენ უბრალოდ იმით, რომ არსებობენ, რომ ასეთი არიან და რომ თქვენთან არიან.

  1. მონათესავე სული

აი, როცა მასზე ფიქრობთ და ამ დროს რეკავს, თქვენს წინადადებებს რომ ასრულებს, პრობლემები რომ გაქვთ და გირეკავთ, ხომ კარგად ხარ, დამესიზმრე წუხელო. მონათესავე სული სულაც არ არის სავალდებულო სასიყვარულო პარტნიორი იყოს, ასეთი კავშირი მეგობრებს შორისაც არსებობს. ეს ის სულია, ვისთანაც კავშირს ტრანსცედენტულ წიაღში ახერხებთ. ისინი, რომლებიც სხვა ცხოვრებიდან თუ სხვა განზომილებიდან გვიცნობენ და ზუსტად ისე გვგრძნობენ, როგორებიც ვართ. ასეთ მეგობარს შეიძლება ვეღარასოდეს შეხვდეთ, გაუფრთხილდით მათ და ნურასოდეს დაკარგავთ.

ჩვენ საუკეთესო მეგობრებს გისურვებთ!