თუ საგანგებოდ ვერ გამჩნევენ, გამოდის მათი ინტერესის ობიექტი ყოფილხართ – ვლადიმერ ლევის 25 ფრაზა

0
1577

1) ძალიან მარტივია მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და ძალიან რთულია შეასრულო იგი. ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის სრული თანხმობა ისეთივე იშვიათობაა, როგორც ბედნიერი ქორწინება. ქვეცნობიერის მოქმედების ხერხია საქმე ისე წაიყვანოს, რომ თვითონ არ ჩანდეს, თითქოს მხოლოდ ცნობიერი წარმართავს ყველაფერს და როცა ცნობიერი მიხვდება რა ოინი უყო ქვეცნობიერმა, იწყება კონფლიქტი საკუთარ თავთან.

2) ყველა ადამიანისათვის დამახასიათებელია შინაგანი წინააღმდეგობა აუცილებლობის მიმართ.

3) თუ საგანგებოდ ვერ გამჩნევენ, გამოდის მათი ინტერესის ობიექტი ყოფილხართ.

4) ვინც გხიბლავს მარტივად შეუძლია შენი ზიზღის დამსახურება.

5) დარწმუნებული იყავით, რომ მლიქვნელი და პირფერი ადამიანი ყოველთვის სადისტია.

6) თუ მავანი ამჟღავნებს თავშეკავებული დაცინვისაკენ მიდრეკილებას, იცოდეთ, რომ იგი მარტივად ღიზიანდება.

7) გრძნობათა გამოვლენასა და იმავე გრძნობების შინაგან სიმძაფრეს შორის ხშირად შებრუნებული თანაფარდობა უფროა, ვიდრე პირდაპირი და ეს მაკრატელი მით უფრო ბასრია, რაც უფრო განვითარებულია ინტელექტი.

8) ბევრს საკუთარი თავის მართვა მხოლოდ იმიტომ არ შეუძლია, რომ არ აქვს მკაფიოდ გააზრებული რა ემართება, მათ დინება მიაქანებს და არც ცდილობენ იაზროვნონ. არადა თვითანგარიში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. თუ თქვენს მდგომარეობას უშიშრად და დაჟინებით გაუსწორებთ თვალს, იგი უმეტესწილად ვერ გაუძლებს ამ მზერას. ეს გავს პოზიციის შეფასებას ჭადრაკში, რასაც მოჰყვება ახალი სვლა.

9) ფასეულობა გაცნობიერებული მნიშვნელობაა, მნიშვნელობა კი ქვეცნობიერი ფასეულობა, თუ ფასეულობა და მნიშვნელობა ერთმანეთს ემთხვევა ადამიანი მთლიანი, ჰარმონიული და გულწრფელია.

10) ურთიერთობის პროცესში თანამოსაუბრესაგან გადმოგვედება ან იგივე დონის მსგავსი მდგომარეობა – გულახდილობა — გულახდილობა, ძალდაუტანებლობა — ძალდაუტანებლობა, ანტიპათია –ანტიპათია, პანიკა — პანიკა … ან საწინააღმდეგო — თაყვანისცემა — ზიზღი.

11) ძნელია ისეთი წუთის პოვნა, როდესაც ჰიპნოზის გავლენას არ განვიცდით, ძილშიც კი ინტენსიურად განმტკიცდებიან ხოლმე დღის მთავარი შთაგონებანი.

12) უდიდესი ჰიპნოზიორი რეალობაა და მისი მთავარი აგენტი — ადამიანები. გარემოცვა განუწყვეტელ ჰიპნოზში გვამყოფებს. ყოველივე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება თავის თავს შთაგვაგონებს.

13) მიამბე როგორ თვითშთაგონებას მიმართავ და გეტყვი ვინ ხარ შენ.

14) საკმაოდ ბევრი არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ თვითშთაგონებით ავად გახდნენ და კიდეც ავადმყოფობენ პატიოსნად.

15) გაურკვეველია მხნეობაა თვითშთაგონების ავტორი თუ შთაგონება მხნეობის, მაგრამ განა სულერთი არ არის?

16) ცივილიზაციის ყოველდღიურ უკუღმართობაში მხოლოდ ცალკეული ადამიანები ახერხებენ მშვიდად და ადვილად მისდიონ ბუნებრივს, ისინი თვითშენახვის ტალანტები არიან.

17) აღსარების განდობა სხვისთვის არის აღსარება საკუთარი თავის წინაშე.

18) ჩვენი ცხოვრება სავსეა ექსპერიმენტებით, უამრავი შესაძლებლობიდან ჩვენ ვირჩევთ ერთ-ერთს, მაგრამ გაუცნობიერებლად მივიჩნევთ ამას თავისთავად ნაგულისხმევად.

19) საკუთარი თავის მართვა მაშინ არის უფრო რთული, როცა ეს ყველაზე მეტადაა საჭირო, ადამიანთა დიდი უმრავლესობა ამას სპეციალურად არასოდეს სწავლობს, რა გასაკვირია, რომ გამოცდებს მოუმზადებლად ხვდებიან.

20)  ადამიანი სხვადასხვა დროს შეიძლება უფრო განსხვავდებოდეს საკუთარი თავისაგან, ვიდრე სხვისგან.

21) საკუთარი თავის სასურველი მიმართულებით შეცვლა შეუძლებელია, თუ იგი მუდმივად არ არის ჩვენი შესწავლის ობიექტი. საკუთარი თავის შესწავლა შეუძლებელია თუ არ ცდილობთ მის შეცვლას, ასევე შეუძლებელია შეისწავლოთ იგი, თუ მასთან ერთად ისეთივე მონდომებით და ყურადღებით არ შეისწავლით სხვას.

22) თვითშესწავლა და სხვისი შესწავლა პრინციპულად დაუსრულებელია, რადგან ადამიანი ღია სისტემაა და ბევრ რამეში გაუთვალისწინებლად იცვლება. იგი ყველა სხვა არსებაზე მეტად კი არ ,,არის”, არამედ ,,ყალიბდება”.

23) საკუთარი თავის ინსტიქტური შეგრძნება — ასეთი არსება წინათ არასოდეს ყოფილა, აღარც იქნება და იგი თქვენ ხართ.

24) საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს მოთხოვნილებას მისდამი.

25) ყველაფერს იოლად გადაიტან, როცა იცი, რომ წინ სინათლეა, სინათლე კი მუდამ წინ არის.