თუ თქვენი საუბარი გაუგებარი რჩება, თქვენი სიყვარული კი შეუმჩნეველი

0
2413

ჰენრი ნოუენი

არ განიკითხოთ არც სხვები, არც საკუთარი თავი. როგორც წესი, ჩვენ გვტანჯავს დანაშაულის შეგრძნება. ბრალს ვდებთ საკუთარ თავს ურთიერთობებში არსებული სირთულეებისათვის. თვითგვემას არაფერი აქვს საერთო თავმდაბლობასთან. იგი მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა საკუთარი თავის უარყოფის — უარყოფ და მნიშვნელობას არ ანიჭებ იმ ყველაფერს, რაც შენში კეთილი და მშვენიერია.

თუ მეგობრობა არ ეწყობა — თქვენი საუბარი გაუგებარი რჩება, თქვენი სიყვარული კი შეუმჩნეველი, არ ღირს მთელი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება. ეს სიმართლე ვერ იქნება და თანაც ის გაზიანებთ. ყოველ ჯერზე, როდესაც თავს უარყოფთ, უნებურად სხვების იდეალიზებას ახდენთ. გიჩნდებათ სურვილი მოძებნოთ და მიეკედლოთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენზე ძლიერებად, ჭკვიანებად და უკეთესებად მიიჩნევთ. სწორეს ასე ხდებით ემოციურად გარშემომყოფებზე დამოკიდებული, ამგვარი დამოკიდებულებით მათაც აიძულებთ გაუცხოებას, რადგან თქვენს მიერ შექმნილ იდეალურ მოლოდინებს ვერ ერგებიან. ამის გამო კიდევ მეტად ადანაშაულებთ საკუთარ თავს და მიდიხართ მხვერპლშეწირვის მოჯადოებულ წრეზე. გეზრდებათ სხვებისაგან ნებართვის აღების მოთხოვნილება.
შეწყვიტეთ საკუთარი თავის უარყოფა ნებისმიერი ფორმით. აღიარეთ საკუთარი ნაკლოვანებები, მაგრამ არ უარყოთ ღირსებები. იცხოვრეთ სხვებთან თანასწორობის შეგრძნებით. მაშინ გათავისუფლდებით ეჭვებისა და გადაჭარბებული მოთხოვნებისაგან. საბოლოოდ კი გაიგებთ რა არის ნამდვილი, ორმხრივი სიყვარული და მეგობრობა.