ერთხელ მოხუცმა ბრძენმა თავის მეგობარს უთხრა:
– დააკვირდი ამ ოთახს ყურადღებით და დაიმახსოვრე ყავისფერი ნივთები.
ოთახში ბევრი ყავისფერი საგანი იყო და მეგობარმა ამ დავალებას თავი მარტივად გაართვა.
მაშინ ბრძენმა მას სთხოვა:
– დახუჭე თვალები და ჩამოთვალე ლურჯი საგნები.
მეგობარი დაიბნა და აღშფოთდა:
– მე ლურჯი ვერაფერი დავინახე, მხოლოდ ყავისფერი ნივთები დავიმახოვრე.
რაზეც ბრძენმა მიუგო:
– ოთახში ხომ ამდენი ლურჯი ნივთია, გაახილე თვალები და დააკვირდი.
ის მართალი აღმოჩნდა.
მაშინ მოხუცმა განაგრძო:
– თუ ოთახში ყავისფერ ნივთებს ეძებ და ცხოვრებაში — ცუდს, მხოლოდ მათ შემჩნევას შეძლებ, შენთვის მხოლოდ ისინი იარსებებენ. დაიმახსოვრე, თუ ცუდს ეძებ, აუცილებლად მიაგნებ მას და მხედველობიდან ყველაფერი კარგი გამოგრჩება.