ჰენრი ნოუენი
სულის რაღაც ნაწილი ადრევე მიატოვეთ. იგი თქვენი ,,მეს” ის ნაწილია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უარყოფილად გრძნობდა თავს. იგი სავსეა შფოთვით და შიშებით. გაიზარდეთ და გაითავისეთ თვიდგადარჩენის რამდენიმე სტრატეგია, მაგრამ ბოლოს მაინც ყველა მიილტვის გამთლიანებისაკენ, ამიტომ სახლში უნდა დააბრუნოთ თქვენს მიერვე ოდესღაც მიტოვებული ნაწილი. ეს რთული ამოცანაა, საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ რაც თქვენი მნიშვნელობა გაიზარდა, მან არ იცის რამდენად უსაფრთხოდ იგრძნობს თავს თქვენში. ზრდასრული ნაწილი მას ბავშვივით უნდა მოეპყროს, გამოავლინოს მის მიმართ სიხარული, ალერსი და სითბო და თავი სახლში აგრძნობინოს.
წუწუნებთ, რომ ვერ გრძნობთ ღვთის სიყვარულს და თქვენთვის ლოცვა რთულია, მაგრამ იესო თქვენი სულის სწორედ იმ ნაწილში იმალება, რომელიც შეშინებული და განდევნილია. როდესაც მასთან დამეგობრდებით, მიხვდებით რამდენად კარგი და ლამაზია იგი, მასში იპოვნით იესოს. ის სწორედ იქ არის, სადაც ყველაზე სუსტი და ადამიანური ხართ, სადაც ყველაზე მეტად ხართ საკუთარი თავი . დააბრუნოთ სახლში თქვენი შეშინებული ნაწილი, ნიშნავს შემოიყვანოთ თქვენში ქრისტე.
ვიდრე არ მიიღებთ სულის დაზიანებულ ნაწილს, ის დარჩება იმდენად შორს, რომ მისი ნამდვილი სილამაზის და სიბრძნის შემჩნევას ვერ მოახერხებთ. მის გარეშე მხოლოდ იარსებებთ და ვერ იცხოვრებთ.
იზრუნეთ, რომ ეს შეშინებული არსება მუდმივად გვერდით გყავდეთ. ეს მარტივი სულაც არ იქნება, რადგან თავიდან იმის გაცნობიერებით მოგიწევთ ცხოვრება, რომ ყველაზე ხალასი, ყველაზე ღრმა ნაწილის გარეშე ხართ. ვიდრე იგი თავს საიმედოდ და თავისუფლად ვერ იგრძნობს, განაგრძობს სხვა ადამიანების ძებნას, რომლებიც მზად იქნებიან თუნდაც დროებითი კომფორტით უზრუნველყონ. თუ დაემსგავსებით ბავშვს, იგი შეწყვეტს თავშესაფრის გარეთ ძიებას. ეს დაზიანებული არსება იგრძნობს, რომ მისი ნამდვილი სახლი თქვენშია.
მოიკრიბეთ მოთმინება, დარჩით საკუთარ თავთან მარტო, არ მისცეთ თქვენი არსების შეშინებულ ნაწილს გაქცევის საშუალება. მას შეუძლია სიბრძნეს გაზიაროთ — რომ შეიძლება იცხოვრო სისავსის შეგრძნებით და არა გადარჩენისათვის. მოვა დრო და თქვენ მასთან გამთლიანდებით. როცა აღმოაჩენთ, რომ ქრისტე თქვენს გულში ცხოვრობს და პასუხობს მის ყველა საჭიროებას.