სხვების ნეგატიური ენერგიის არიდების 9 გზა

2
6387

ენერგეტიკულ დონეზე ნეგატიური ემოციების წარმოშობის რამდენიმე წყარო არსებობს, ეს შეიძლება იყოს თქვენი ემოციები, სხვებისაგან გადმოდებული ემოციები, ან ორივე ერთად.
როგორ გგონიათ, რამდენად დაცული ხართ სხვების ნეგატივისაგან? ეს დამოკიდებულია თქვენი მგრძნობელობის ხარისხზე და იმაზე, საკუთარ თავში რამდენად მოერიეთ ნეგატივს. სტრესი, შიში, მოუსვენრობა ან დეპრესია თუ გაწუხებთ, სხვების უარყოფითი შეგრძნებებიც მარტივად დაგეპატრონებათ.
მგრძნობიარე ინდივიდები ღრუბელივით იწოვენ მათ ირგვლივ არსებულ ნეგატივს, იტანჯებიან გარშემომყოფების ტკივილით და ეს თანაგრძნობის სახელით ხდება. თანაგრძნობაც სწორედ მაშინ ღვივდება განსაკუთრებული ძალით, როდესაც ადამიანი სხვის ცხოვრებაში სწორედ ისეთ პრობლემას ხედავს, რომელიც საკუთარ თავში არ აქვს მოგვარებული.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეს მავნე ენერგია, რომ არ გავხდეთ ენერგეტიკული ვამპირიზმის მსხვერპლი და სულ მცირე, ვისწავლოთ ამ ნეგატივში უსაფრთხოდ გაცურვა.

და აი იმ უარყოფითი ენერგიის არიდების სტრატეგია, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის.

შეწყვიტე სხვების ემოციების შთანთქმა !

1) მოახდინეთ საკუთარი ემოციურობის ხარისხის იდენტიფიცირება.
ყველაზე მარტივად ვამპირიზმის მსხვერპლი მძაფრი მგრძნობელობით გამორჩეული ადამიანები ხდებიან. მათ განსაკუთრებული თანაგრძნობის უნარი აქვთ და ღიები არიან ნეგატივის მისაღებად.

აი ის თვისებები, რომლებიც ახასიათებს ემპათიურ ნატურას:

  • თქვენ მუდმივად გეუბნებიან, რომ ჰიპერმგრძნობიარე ხართ და ეს სულაც არაა კომპლიმენტი.
  • მაშინვე, სენსორულად გრძნობთ სხვების შინაგან შფოთვას და სტრესს და ილექავთ მას საკუთარ სხეულში. სხვა სიტყვებით, აძლევთ საშუალებას გავლენა მოახდინონ თქვენს განწყობაზე.
  • ხდებით გარშემომყოფთა ტკივილის თანაზიარი — ეს ეხება უცხო ადამიანებსაც, მეგობრებსაც და ოჯახის წევრებსაც.
  • მალე იღლებით, გამოფიტული ხართ და სულაც არ გრძნობთ თავს ბედნიერად ხალხმრავლობაში.
  • ხმაური, სუნი და ზედმეტი საუბარი მოქმედებს თქვენს ნერვებზე.
  • განმარტოება გჭირდებათ საკუთარი ენერგიის აღსადგენად.
  • ხშირად ვერც კი აცნობიერებთ, ზუსტად რას გრძნობთ, უბრალოდ ეს შეგრძნებები გტკენთ.
  • როგორც წესი, ხართ გამცემი, გულუხვი და კარგი მსმენელი.
  • გიჩნდებათ სურვილი გქონდეთ ნებისიერი სიტუაციიდან გაქცევის გეგმა, რომ სწრაფად შესძლოთ გაცლა დამთრგუნველი გარემოდან.
  • ზედმეტად ახლო და ინტიმური ურთიერთობა თქვენთვის სულის შეგუბებასავით არის და საკუთარი თავის დაკარგვის შეგრძნება გეუფლებათ.

2) იპოვეთ ემოციების წყარო.
დააკვირდით, საკუთარ ემოციები დაგებადათ თუ სხვების ემოციების გადმოგედოთ. შეიძლება ამ ორის კომბინაციაც იყოს.
დაუპირისპირდით უარყოფით შეგრძნებებს და დაეხმარეთ საკუთარ თავს მათ დაძლევაში, როცა მათი წყარო თავად ხართ. თუ ეს ასე არ არის, იპოვეთ ამ ნეგატიური ემოციების გენერატორი.
მაგალითად, თუ კომედიას უყურეთ და სახლში მაინც დაღვრემილი მოხვედით, დიდი შანსია, შენ შეისრუტე იმ ადამიანების ენერგია, რომლებიც შენთან იმდენად ახლოს ისხდნენ, რომ ერთმანეთის ენერგეტიკულ არეებს ფარავდით.

ზოგადად, როცა ხალხმრავალი ადგილები გთრგუნავთ და გღლით, თქვენ სწორედ იმ ემოციებით იხუნძლებით, რომლებსაც გარშემომყოფებისაგან გაუფილტრავად იღებთ.

3) გაეცალეთ საეჭვო წყაროებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

უმჯობესია მინიმუმ 20 ნაბიჯით გაეცალოთ. საჯარო ადგილებზე თუ თქვენს მახლობლად ამ ნეგატიური ემოციების წყაროს გრძნობთ, ყოყმანის გარეშე შეიცვალეთ ადგილი. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ ამის გამო უცხო ადამიანი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს.

4) მოახდინე საკუთარ თავზე კონცენტრირება სუნთქვის დახმარებით.
ამოისუნთქე ნეგატივი, ჩაისუნთქე სიმშვიდე. ეს მოგცემთ საშუალებას გაიწმინდოთ შიშისაგან და თავი გაცილებით მყარად იგრძნოთ. წარმოიდგინეთ ნეგატივი როგორც ნაცრისფერი ნისლი, რომელიც თქვენი სხეულიდან გადის და მის ადგილს ოქროსფერი სხივები იკავებს.

5) განიწმინდეთ მავნე გავლენებისაგან.
ისეთი ნეგატიური ემოციები, როგორიცაა სტრესი და შიში ხშირად ისადგურებს თქვენი სხეულის ემოციურ ცენტრში – მზის წნულში.
მოათავსეთ ხელის გული მზის წნულზე, თითქოს ამით უგზავნით სიყვარულით, სიმშვიდით და სიკეთით სავსე მესიჯებს. ხანგრძლივი დეპრესიის დროს ემოციური ცენტრის გასაძლიერებლად გამოიყენეთ ეს მეთოდი ყოველდღიურად. ეს გაგიჩენთ დაცულობის შეგრძნებას და ოპტიმიზმს.

6) წარმოსახვითი ფარი
ამ მეთოდს წარმატებით იყენებს ბევრი ადამიანი. წარმოიდგინეთ საყვარელი და სასურველი ფერი თქვენი სხეულის ირგვლივ, რომელიც არ ატარებს ნეგატივს. ფილტრავს ენერგიას და მხოლოდ პოზიტივს უშვებს თქვენამდე.

7) აკონტროლეთ ემოციური დატვირთვის ხარისხი.
მაცდური შესაძლებლობაა, როდესაც ადამიანებს შინაგად გრძნობთ, მაგრამ პოტენციური ზიანის გამო ცეცხლთან თამაშს გავს. ეს უნარი რომ წყევლად არ გექცეთ და გამოიყენოთ როგორც საჩუქარი, გარკვეული სტრატეგია დაგჭირდებათ.

  • პირველ რიგში, ისწავლეთ ისეთი ხალხის ცნობა, რომლებიც რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ. მანიპულატორი, ნარცისი, კრიტიკოსი, კონტროლის მოყვარული, მუდმივი მსხვერპლი — ემპათიური ინდივიდებისათვის ხალხის ეს კატეგორია ძალიან საშიშია. ეს ენერგეტიკული ვამპირიზმის სახეებია. მათი იდენტიფიცირება აუცილებელია თავდაცვისათვის.
  • მიიღეთ პროტეინით გამდიდრებული პროდუქტი, როცა სტრესული სიტუაცია გელოდებათ.
  • ხალხმრავლობაში მოძებნეთ შედარებით განაპირა და მყუდრო ადგილი.
  • გქონდეთ ,,გაქცევის” საკუთარი გეგმა, ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული. როდესაც გარემო გწამლავთ სწრაფად გაერიდეთ მას.
  • დააწესეთ დროის ლიმიტები. განსაზღვრეთ რამდენ ხანს შეგიძლია გაძლება და დაემორჩილე ამ ლიმიტს, რადგან იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობისათვის.
  • ენერგოვამპირებთან დაიჭირეთ დისტანცია. ნუ მოუსმენთ მათ საუბარს ორი საათის მანძილზე. თუ აუცილებლობაა, ნახევარი საათიც საკმარისია.
  • გქონდეთ საკუთარი ადგილი სახლშიც, სადაც ვერავინ შეგაწუხებთ, როდესაც საკუთარი ძალების აღდგენა მოგინდებათ.

8) მოძებნე პოზიტიური ადამიანები და სიტუაციები.

იმეგობრეთ ადამიანებთან, რომლებსაც სხვებში კარგის შემჩნევა შეუძლიათ. შემოიკრიბეთ იმედიანი ხალხი, ისინი გაგიღვივებენ საკუთარი თავის რწმენას, დაგანახებენ ცხოვრების საუკეთესო მხარეს, აგიმაღლებენ განწყობას.

გადაამუშავეთ დადებითი ემოციები, რომლებიც შინაგან სიძლიერეს უზრუნველყოფს, გახდით მათი წყარო. სულიერ ძალებს თქვენს გარშემო არსებული სიმშვიდე და სიყვარულიც შეგძენთ. როდესაც სითბოს გჩუქნიან და დადებითად გმუხტავენ ისევე ძლიერდებით შინაგანად, როგორც ნეგატივისაგან სუსტდებით.
ისწავლეთ უთანაგრძნო სხვებს ისე, რომ ამ პროცესში თავად არ დაზარალდე, პატივისცემით მოეპყარი საკუთარ საციცოხლო ენერგიას. ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ იმისთვის, რომ ზოგჯერ ყველასა და ყველაფრისაგან დასვენება გინდათ. როცა თავს ასე გრძნობთ თქვენი ენერგორესურსების რეგენერაციაა აუცილებელი.

9) რესურსების აღსადგენად ეკონტაქტე ბუნებას.
იგი დაგმუხტავთ ახალი, დადებითი ენერგიით და მოგანიჭებთ სულიერ სიმშვიდეს. სტრესულ მგომარეობაზე დადებითად მოქმედებს ტყის სურნელი და ხმა — წყლის ხმაური, ჭიკჭიკი, შრიალი. უკეთესი იქნება თუ სწორედ ბუნებაში დაკავდებით სუნთქვითი ვარჯიშებით.

Comments are closed.