ადამიანები ამბობენ, რომ არაფერს ნანობენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ ამ გამოცდილებამ გვაქცია იმად, რაც ვართ. ხანდახან ძალიან სულელურ საქციელსაც კი ძალიან პოზიტიური შედეგები ჰქონია, თუ არადა, რაღაც მაინც ხომ ვისწავლეთ, არა? ასეთი გამოთქმაც არსებობს: არასოდეს ინანო ის, რაც გააკეთე, ინანე ის, რაც არ გააკეთე! ურთიერთობაში უამრავი პატარა წვრილმანი არსებობს, რომელზეც დგას მთელი ეს ურთიერთობა და ამ წვრილმანების უგულვებელყოფით, თქვენ ნელ-ნელა ბზარს უჩენთ მას, გავა დრო და ინანებთ, რომ:
- არ რთავთ ელექტრონულ თავშესაქცევებს, როცა ერთად ხართ
მოდიხართ სამსახურიდან დაღლილი და ისევ თქვენს ლეპტოპში, ან ტელეფონში ძვრებით, ეს თქვენს სიყვარულს ნელ-ნელა კლავს. როცა ერთად ხართ, როცა ერთად ვახშმობთ, სადილობთ… დააფასეთ ერთმანეთთან ყოფნა სამსახურსა და სოციალურ მედიაზე მეტად.
- არ ეუბნებით კომპლიმენტს ყოველდღე
ეცადეთ ყოველთვის მოძებნოთ რამე ისეთი მასში, რაც ყურადღების და აღნიშვნის ღირსია. ეცადეთ ეს ზოგადი კი არა, რამე განსაკუთრებული იყოს. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, მის მცდელობას უკეთესი გახდეს, ცვლილებებს მასში. ეს უყურადღებობა შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ.
- არ აქებთ თქვენს პარტნიორს სხვებთან
იამაყეთ თქვენი ურთიერთობით. გიხაროდეთ, რომ ერთმანეთი იპოვეთ, რომ ერთმანეთი აირჩიეთ. აჩვენეთ თქვენს პარტნიორს რომ აფასებთ, მხოლოდ მაშინ კი არა მარტოდ როცა ხართ, მაშინაც, როცა სხვებთან ერთად ხართ. როცა ნაცნობებს აცნობთ მხოლოდ სახელით ნუ გაცნობთ, აღწერაც მიაყოლეთ. მაგალითად აი, ჩემი ძვირფასი, ერთადერთი და განუმეორებელი, საყვარელი მეუღლე. ასეთ პატარა წვრილმანებში ბევრი რამე ჩანს.
- დროზე არ აგვარებთ კონფლიქტებს
რაც უფრო მეტად გადადებთ ურთიერთობის გარკვევას, პრობლემები დაგროვდება, დაგროვდება და შეძლება საერთოდ გადაიფიქროთ მერე გარკვევა. თქვენ ერთი გუნდი ხართ, თუ რამე პრობლემა გექნებათ ერთად უნდა გადაჭრათ და დროულად, სანამ გულში ჩაიდებთ და სანამ გაუგებრობა იქცევა ბზარად.
- მასთან მარტოდ ხშირად არ ატარებთ დროს
თუკი ერთმანეთს საკმარის დროს არ უთმობთ, ამას აუცილებლად ინანებს ერთერთი თქვენგანი. ურთიერთობის საწყის ეტაპზე როგორც მიილტვოდით განმარტოებისკენ, ისე ხშირად ალბათ ვეღარ მოახერხებთ, მაგრამ აუცილებლად გამოძებნეთ ამისთვისაც დრო. ერთი-ერთზე ყველანი სხვანაირები ვართ.
- სექსში ხშირად არ იჩენთ ინიციატივას
მოიწყვეთ ხოლმე სიურპრიზები, წვეულებაზე ხართ და ერთმანეთი გესექსუალურებათ? დაივიწყეთ ყველა და ყველაფერი და გაიპარეთ. საქმეში ხართ ჩაფლული და პარტნიორი მოგეფერათ? დაივიწყეთ საქმე და თავით გადაეშვით ვნებებში, მიეცით თავს უფლება ისიამოვნოთ. შეხვედრაზე გაგვიანდებათ? დააგვიანეთ და სექსზე ნუ იტყვით უარს. ოდესმე გული დაგწყდებათ, რომ უფრო მეტად არ ტკბებოდით ერთმანეთის სექსუალობით და ათას სისულელეში ხარჯავდით დროს ამის მაგივრად.
- არ ცდილობთ კარგი ურთიერთობა გქონდეთ მის მეგობრებთან, ოჯახთან
თქვენ ერთმანეთის ცხოვრების მოზიარე ხართ და ვინც თქვენი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, თქვენთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს. საერთო მეგობრები და საყვარელი ადამიანები, კიდევ უფრო მეტად დაგაახლოვებთ.
- არ იცინით ერთად ბევრს
ეცადეთ ხშირად აკეთოთ ერთად ისეთი რამე, რაც ორივეს სიცილს მოგგვრით. იცინეთ ერთად ბევრი. ის წყვილები ვინც ერთად ბევრს იცინიან, გაცილებით ბედნიერები არიან ერთად და გაცილებით უფრო დიდხანს რჩებიან კიდეც ერთად.
- არ ცდილობთ ახალი რამეები აკეთოთ ერთად
თქვენ ერთად უნდა გაიზარდოთ, ახალი გამოცდილებები მიიღოთ ერთად. ეძებეთ საერთო თავგადასავლები, შეიქმენით საერთო მოგონებები, განვითარდით ერთნაირად. გადით კომფორტის ზონიდან და ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დადექით და მუდამ ეძებეთ ისეთი რამ, რასაც პირველად გააკეთებთ ერთად.
- არ ხართ ბოლომდე ღია და გულწრფელი
ყოველთვის თქვით ყველაფერი, რაც თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანია. გამოხატეთ ემოციები, ნუ შეიკავებთ თავს მხოლოდ იმის გამო რომ მშვიდობა შეინარჩუნოთ. ურთიერთობა ჯანსაღი მაშინაა, როცა კომუნიკაცია არსებობს, როცა პარტნიორები ღია არიან ერთმანეთთან. ოდესმე აუცილებლად ინანებთ, თუ ყველაფერი არ თქვით, ყველაფერი არ გამოხატეთ და ყველაფერი არ გაარკვიეთ.
ჩვენ მზიან ცხოვრებას გისურვებთ!
Comments are closed.