ქალს და კაცს სხვადასხვაგვარად ესმით სიყვარული, სიყვარულის შესახებ სხვადასხვა ცრურწმენა აქვს და სიყვარულის პირობად ორივე სქესს მიაჩნია ის, რომ ერთი სქესი გულისხმობს მეორე სქესში სიყვარულის სხვაგვარ გაგებას.
სიყვარულის ქალისეული გაგება საკმაოდ ნათელია: სრულყოფილი ერთგულება სულით და სხეულით, ყოველგვარი უკანდახევის, ყოველგვარი პირობების გარეშე. მისთვის საშინელება და სირცხვილია იმის გაფიქრებაც კი, რომ ერთგულება რაიმე პირობებთან იყოს კავშირში. სწორედ ამ პირობების არ არსებობით მისი სიყვარული იგივდება რწმენასთან: ქალს სხვა რწმენა არ გააჩნია.
შეყვარებულ მამაკაცს ქალისგან სწორედ ეს სიყვარული უნდა და სწორედ რომ თავის სიყვარულში დიამეტრალურად საპირისპიროა ქალური სიყვარულის წინამძღვრისა, რომ დავუშვათ ისეთი მამაკაცების არსებობის შესაძლებლობა, რომელთათვისაც უცხო არ იქნება სწრაფვა სრულიად ,,მიეცნენ“ ქალს – ეს მამაკაცური ბუნება არ იქნება.
ქალი, რომელსაც უყვარს, როგორც ქალს, ამისგან უფრო სრულყოფილი ქალი ხდება, კაცი კი, რომელსაც უყვარს როგორც ქალს, იქცევა მონად. ქალის მიერ საკუთარი უფლებების სრული უარყოფა გულისხმობს სწორედ რომ მსგავსი პათოსის არარსებობას მეორე მხრიდან, რადგან ორივეს რომ სიყვარულის გამო ეთქვა საკუთარ თავზე უარი, არ ვიცი რა გამოვიდოდა აქედან, ალბათ ვაკუუმი.
ქალს უნდა რომ იყოს მფლობელობაში, უნდა რომ გაიძრას ,,სამფლობელოს“ ცნებაში, ასე რომ უნდა ვიღაც, ვინც საკუთარ თავს კი არ იძლევა, იღებს მას როგორც ბედნიერებას. ქალი მას საკუთარ თავს აძლევს, მამაკაცი კი იძენს.
ვფიქრობ, ამ ბუნებრივ საპირისპიროობას ვერ აღმოფხვრის ვერავითარი საზოგადოებრივი ხელშეკრულება, ვერანაირი სწრაფვა სამართლიანობისკენ, რაც არ უნდა დიდი იყოს სურვილი მუდამ თვალწინ არ გვედგას ამ ანტაგონიზმის სიმაგრე, საშინელება, ამოუცნობობა და ამორალურობა, რადგან სიყვარული , როგორც მთლიანობა სიდიადესა და სისრულეში, არის ბუნება და როგორც ბუნება ,,არაზნეობრივია“.
ამგვარად, ერთგულება ქალურ სიყვარულში მდგომარეობს, მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეობს, მამაკაცებში კი ის მხოლოდ მისი სიყვარულის შედეგად შეიძლება აღიძრას, მაგალითად როგორც მადლიერების გრძნობა, ან გემოვნების იდეოსინკრაზია და ეგრეთ წოდებული არჩევითი დანათესავება, მაგრამ ეს არ მიეკუთვნება მისი სიყვარულის არსს – არ მიეკუთვნება იმდენად, რომ შეიძლებოდა გველაპარაკა მამაკაცის სიყვარულსა და ერთგულებაზე, როგორც სრულიად ერთმანეთის საპირისპირო რაღაცეებზე.
მამაკაცის სიყვარულის არსი არის ფლობის სურვილი და არა საკუთარი თავის უარყოფა და ერთგულება, მაგრამ ფლობის სურვილი ყოველთვის მთავრდება დაუფლების შემდეგ და გრძელდება უფრო დახვეწილი და უფრო საეჭვო ფლობის სურვილის ხარჯზე. ის კი არა და უფრო მეტადაც იზრდება მას შემდეგ, რაც ქალი მისცემს საკუთარ თავს, – მისთვის ადვილი არ არის დანებდეს აზრს, რომ ქალს მეტი აღარაფერი აქვს ,,მისაცემი“.