ზოდიაქოს ნიშნის ქალები (+გიფები)

0
5316

ვერძი 

domino

 

იგი ყოველთვის თავად აღებს კარს და არასოდეს ელოდება, როდის შესთავაზებენ პალტოს. თვითონ მიიწევს მაგიდასთან სკამს, თვითონ მოუკიდებს სიგარეტს, გამოიძახებს ტაქსს და საერთოდაც, მარტოდ იბრძოლებს არსებობისთვის, თანაც ამას ნებისმიერ მამაკაცზე უკეთ გააკეთებს. ვერძი ქალი წუწუნის გარეშე ეგუება ცხოვრების ნებისმიერ პირობებს  შეუძლია ფეხებზე დაიკიდოს საზოგადოებრივი აზრი, მთელი სამყარო გამოიწვიოს დუელში და თავისი საყვარელი ადამიანის მტერს ტყვია დაახალოს. იგი სულაც არ დაგიდევთ, მისი ამგვარი საქციელით შელახულ მამაკაცის თავმოყვარეობას.

მას პირველობა უყვარს, ინიციატივის გამოჩენა და ეს მის სასიყვარულო გატაცებებსაც ეხება. ხშირად თავად უხსნის მამაკაცს სიყვარულს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ყოყმანობს და თავის გრძნობებში ვერ ერკვევა. თუკი მასთან ფლირტის გაბმა გადაწყვიტეთ, სანამ მოეხვეოდეთ და აკოცებდეთ დარწმუნებული უნდა იყოთ რომ მასაც მოსწონხართ, თორემ თავბედს გაწყევლინებთ. საოცარი მიზანსწრაფულობის წყალობით, ვერძი ქალისთვის მიუღწეველი მიზანი პრაქტიკულად არ არსებობს. ამ თავქარიან არსებას ძალა შეწევს, ნებისმიერ თუნდაც ყველაზე უცნაურ, ახირებულ და არარაციონალურ ჩანაფიქრსაც კი შეასხას ფრთები. 

კურო

tumblr_inline_ms0o6zNrGP1qz4rgp

კუროს ქალი ყველა იმ თვისებათა განსახიერებაა, რომელსაც მამაკაცები ყველა ქალში დაეძებენ და იშვიათად პოულობენ. იგი მშვიდია, წყნარი, ძალიან კომფორტული. წყობიდან იშვიათად გამოდის, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ იშვიათი შემთხვევების მომსწრედ ყოფნას, არავის ვურჩევთ. საპირისპირო სქესს ისეთებად აღიქვამს, როგორებიც სინამდვილეში არიან და სწორედ მისი ეს თვისება ხიბლავთ, ყველაზე მეტად მასში მამაკაცებს. ბუნებით პატიოსანი  ჩვეულებრივ ქალურ ხრიკებს ვერ ეგუება და მისნაირ სულის სიძლიერეს ბევრი მამაკაციც კი ვერ დაიტრაბახებს, თუმცა საკმარისად ჭკვიანია საიმისოდ, რომ თავისი ეს ”არაქალური” თვისებები პარტნიორ მამაკაცთან გამოამჟღავნოს.

მტრებს რაც შეეხება, მათ მიმართ ქალი კურო აბსოლუტურად გულგრილია, სამაგიეროდ მეგობრებისთვის სულს არ დაიშურებს, ნებისმიერ შეცდომას აპატიებს და გაჭირვებისას არასოდეს განუდგება მათ. თუმცაღა საკუთარი თავთან მიმართებაშიც, იგივე დამოკიდებულებას მოითხოვს. გარდა ამისა,  იგი უსაშველოდ ჯიუტი და ზანტია. სამწუხაროდ, ეს მისი ჩვეული ცხოვრებისეული ტემპია და კარგი იქნება თუ არ ააჩქარებთ.

 

ტყუპები

tumblr_ml0qrtmlx51qh9yoho1_500

ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალების უმრავლესობა, ცოტა ექსტრევაგანტურად, თუმცა დიდი გემოვნებით იცვამს. მათ უყვართ ფერადი ფერები,  წვეულებები, პრემიერები… და უსაშველოდ სოციალურები არიან.  ეპატაჟური ფიგურები ნებისმიერ საზოგადოებაში ლაღად გრძნობენ თავს. მათ თითქოს ყველასი ესმით და ყველასთან პოულობენ საერთო ენას. ისინი ცოცხალი და საინტერესო მოსაუბრები გახლავან. ძალიან მალე შეუძლიათ გაგამხიარულოთ, ხასიათი გამოგიკეთოთ. მხიარულსა და იუმორის გრძნობით სავსეეები სენტიმენტალურისა და რომანტიულის როლსაც მშვენივრად ირგებენ.

თუმცა ამ დადებით თვისებებთან ერთად, სწორედ მას და სხვას არავის შეუძლია საგონებელში ჩაგაგდოთ თავისი გამუდმებით ცვალებადი ხასიათით. წამდაუწუმ გეჯუჯღუნოთ და მოთმინებიდან გამოგიყვანოთ გესლიანი შენიშვნებით. იგი ვერ ფლობს ემოციებს, გამუდმებით ეფანტება ფიქრები და  მისი ამ ალთაბალთა ხასიათის გამო უამრავ ხათაბალაში ეხვევა, სამაგიეროდ მასთან მოწყენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

კირჩხიბი

tumblr_lyu4ou08zZ1qbyodho1_500

კირჩხიბი ქალები უკიდურესად ემოციურები და ბუტიები არიან. ხშირად აწუხებთ ათასგვარი უსაფუძვლო ეჭვი, იმის თაობაზე რომ არც ისე ახალგაზრდები და ლამაზები არიან და გამუდმებით სჭირდებათ ვიღაც, ვინც საპირისპიროში დაარწმუნებს. კირჩხიბი მგრძნობიარე და რომანტიულია, თუმცა ამავე დროს ძალიან პრაქტიკულიც. ურთიერთობაში ინიციატივას გაურბის, მაგრამ გამუდმებით აიძულებს პარტნიორს გადადგას პირველი ნაბიჯი მისი გულის მოსანადირებლად.

ნაცნობ-მეგობრებში ქალი კირჩხიბი დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, იშვიათად რომ კომპანიის სულის ჩამდგმელი იყოს. თავის გრძნობებს უფრო ძალიან ახლობლებისა და შინაურებისთვის ინახავს. ბუნებით მებრძოლი არ გახლავთ და სულ იმას ელოდება როდის მოუგვარებენ პრობლემებს და რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, ყოველთვის პოულობს ასეთ ადამიანებს. სინამდვილეში სხვებზე უკეთაც მოეხერხებინა ეგებ ყველაფერი, თუმცა რატომ უნდა გაისარჯოს თვითონ? იგი ძალიან ხელმომჭირნეა და ყველაფერს იზოგავს, მათ შორის საკთარ ენერგიასაც.

 

ლომი

giphy (2)

 

მას ნებისმიერ საზოგადოებაში გამოარჩევთ ხმამაღალი სიცილით, თვალისმომჭრელი ღიმილით და უჩვეულო თავდაჯერებით. ეს თავდაჯერება მის ყველა მიხვრა მოხვრაში სჩანს. იგი ძალიან ენერგიული, შემოქმედებითი, მხიარული, გულუხვი, შეიძლება ითქვას ქარიზმატულიც, მაგრამ ამასთანავე რამდენადმე ეგოისტი და უზომოდ ამაყი ნატურაა. იგი თითქოს თაყვანისმცემლების კოლექციას აგროვებსო, იმათაც კი ეპრანჭება და იმათ სატრფიალო მიმოწერებსაც კი ინახავს, ვის გვერდით ყოფნას წამითაც კი არ დაუშვებს. მას სურს რომ აღმერთებდნენ და ეთაყვანებოდნენ. ამიტომ ყოველთვის ფორმაშია – იგი არასოდეს ჩავა მაღაზიაში მოუწესრიგებელი და სახლშიც ისე იცვამს, კლუბში წასასვლელად რომ ეწყობა ხალხი.

იგი ძალიან კეთილია, ძალიან დისულოვანი, ძალიან უყვარს ფისუნიას როლში ყოფნა, მაგრამ საკმაოდ იმპულსურია და ფეთქებადი. მოკლედ, თავმოყვარეობას არ უნდა შეეხოთ, თორემ კლანჭი კი არა, ეგებ საერთოდ ცოცხალი ვერ გადაურჩეთ. მას მოფერება უყვარს, შექება, წახალისება და ამ ყველაფრის შეფერება. რა ქნას დედოფლად დაიბადა. სამაგიეროდ, არც თქვენთვის დაენანება კომპლიმენტები და სიამოვნებით გაგიწევთ რეკომენდაციებს და საუკეთესო პრომოუშენს გაგიკეთებთ. მოკლედ, თუ არასრულფასოვნების კომპლექსი არ გაწუხებთ და მის ამბიციურ გამოსვლებს იუმორით მიუდგებით, მიხვდებით რომ შესანიშნავ პიროვნებასთან გაქვთ საქმე.

 

ქალწული

იგი მომხიბლავი, დახვეწილი და მაცდურია, დიახ დიახ… არ მოგესმათ. ითვლება რომ ძალიან მორცხვია, მაგრამ ნუ დაგავიწყდებთ რომ მერკური მართავს, რაც მათ ძალიან სოციალურს ხდის. უყვართ ლაპარაკი, მახვილი თვალის წყალობით არავითარი ნაკლი არ ეპარებათ და თანაც აუცილებლად გაზიარებთ ამ ინფორმაციას თქვენც. ამიტომ ცოტა ,,სწერვებად” ითვლებიან, რაც ძალიან უსამართლოა. ისინი კრიტიკისთვის კი არ გაკრიტიკებენ, გაკრიტიკებენ იმისთვის რომ დაგეხმარონ. ქალწული ხომ პერფექციონისტია, მას სურს რომ ყველაფერი უნაკლოდ უნდა იყოს და პატარა ხარვეზმაც კი შეიძლება ხასიათი გაუფუჭოს. ამიტომ გამუდმებით ზრუნავს საკუთარ განვითარებაზე სულიერი იქნება ეს, მენტალური თუ სხეულებრივი.

მეგობრებისთვის თავგანწირულია და ერთგული. სანამ მის მეგობრად ჩაგთვლით, ბევრს ფიქრობს, მაგრამ თუ მიგიშვათ, შეგიძლიათ თვალდახუჭულს ენდოთ. გარდა ამის იგი თავის დაქლებს ისეთ სასარგებლო და ჭკვიანურ რჩევებს აძლევს, თუნდაც სექსუალურ საკითხებში, ნამდვილად გაგაოცებთ.

 

სასწორი

იგი ერთ შეხედვით მაქმანებში გამოწყობილ ფაუფურის თოჯინას შეიძლება მიამსგავსოთ, უხეშად შეხება რომ შეგეშნდებათ ხელებში არ ჩამეფშვნასო, მაგრამ ძალიან შეცდებით. ამ ნაზი და ქალური ნატურის უკან  იმდენად მტკიცე, ძლიერ და შეიძლება ითქვას ზოგჯერ მამაკაცურ თვისებებს აღმოაჩენთ, ძალიან გაოცდებით. იმდენად ჭკვიანები არიან, სიტყვიერ ორთაბრძოლაში (ყოველგვარი ვერძული აგრესიის გარეშე) ნებისმიერს დასცემენ ბეჭებზე და უფრო მეტიც, იმდენად ჭკვიანები, რომ ამას მამაკაცებთან არ იმჩნევენ ხოლმე, ყოველ შემთხვევაში ქორწილამდე მაინც. შეგიძლიათ ეს მისი მხრიდან მზრუნველობად აღიქვათ, არ სურთ რომ კომპლექსები გაგიჩინოთ. თანაც სუსტი გოგოს როლში ყოფნა მშვენივრადაც აწყობს, ამ ეტაპზე მაინც.

გარდა ამისა, იგი ძალიან თბილი და მოსიყვარულეა, დაბადებით ესთეტი და ძალიან გემოვნებიანი. იმდენად რომანტიკულია, ხანდახან წიგნებდან გადმოსულ იმ პერსონაჟს გავს, ნეკს რომ უწვდიდა ღობიდან მიჯნურს საკოცნელად.. თუმცა მთლად ასე ჰაერშც არ ფრინავს… უბრალოდ იგი სილამაზის ეთაყვანება და ყველაფერი ლამაზად სურს რომ იყოს.

 

მორიელი

მორიელი ქალი უჩვეულოდ ვნებიანია. გარეგნულად მარმარილოსავით ცივი ჩანს, თუმცა შინაგანად ერთიანად თრთის ხოლმე. ამასთან სიტყვა ”ვნებას”, იგი გაცილებით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სხვები მას ან ვნებიანად უყვარს, ან დასანახად ეჯავრება ვინმე. იგი იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც უყვართ როცა საიდუმლოს ანდობენ. გჯეროდეთ, თქვენი ცხოვრების ნებისმიერი, ყველაზე საჩოთირო ისტორიაც რომ გაანდოთ მას, არასოდეს გათქვამს. საოცარი შორსმჭვრეტელობის წყალობით, ქალი მორიელი ადამიანებს გამჭოლ ხედავს. მისგან რაიმეს დაფარვა შეუძლებელია და ამაოდ ნურც ეცდებით. ყოველთვის ზუსტად იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშოებას უნდა ელოდოს.

მორიელი ქალი თავისივე სქესის წარმომადგენლებს, რამდენადმე ათვალწუნებით უყურებს. ამ უკანასკნელთა მცდელობაზე, მოხიბლონ შეყვარებულები და შეინარჩუნონ ქმრები, მას მხოლოდ ეცინება. თავად იგი, თავს ამგვარად არასოდეს დაიმცირებს, გამომდინარე იქედან, რომ საკუთარი მომხიბვლელობის ფასი შესანიშნავად უწყის.

 

მშვილდოსანი

მისი საუბრით მუდამ აღფრთოვანებული ვერ იქნებით.  ხანდახან ისეთ რამესაც კი წამოროშავს უტაქტოდ, შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ. თუმცა თქვენს რეაქციას რომ დაინახავს, შეცდომის მხიარული ხუმრობით ან კოცნით გამოსწორებას შეეცდება.

თუმცა ექსტრავაგანტურია და შესაძლოა, მწვანე პეპლებით მორთული ვარდისფერი სათვალით გამოგეცხადოთ, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით სულაც არ უყურებს.ამიტომ მისი შეხედულებები შესაძლოა გადამეტებულადაც მოგეჩვენოთ.

მშვილდოსანი ქალი იმდენად გულმართალი არსებაა, რომ ხანდახან სურვილიც კი გიჩნდებათ, რომ რაღაც მაინც მოგატყუოთ, იმდენად მომაბეზრებელია მისი უსაშველო პირდაპირობა. ყოველთვის ხომ არ სიამოვნებს ადამიანს შიშველი სიმართლის მოსმენა.

იგი ძალზე დამოუკიდებელი არსებაა, არ უყვარს ნათესაური კავშირები და უპირეტესობას განმარტოებით ცხოვრებას ანიჭებს. ეს შესაძლოა, მისი მოგზაურობისა და ხეტიალისადმი გადამეტებული სიყვარულით და სახლში არყოფნის სურვილითაც აიხსნას.

 

თხის რქა

ბუნებრივად თანდაყოლილი, უზარმაზარი თავშეკავებულობისა და ძლიერი ნებისყოფის წყალობით, უცხო თვალს ხშირად შეიძლება მოეჩვენოს, რომ თხის რქა ქალი, ყოველთვის კარგ ხასიათზეა. მაგრამ ეს ასე არ არის. მმართველი პლანეტა სატურნი მას პირქუშობის, პესიმიზმისა და მელანქოლიისადმი განაწყობს. ამიტომ საბრალო თხის რქას, დიდი ძალისხმევა ესაჭიროება, რომ ამგვარ უპერსპექტივო მდგომარეობას ებრძოლოს. ბევრს ეჩვენება რომ მას ყველაფერი მარტივად მისდით, თუმცა პირიქით, იგი ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის, რასაც აღწევს.

ქალ თხის რქას უყვარს კლასიკური მუსიკა, ფერწერა, პოეზია… თუმცა არც ხელოვნების სხვა დარგებისადმი იჩენს გულგრილობას. იგი ბუნებით რომანტიკოსია, მაგრამ ღატაკთა რომანტიზმს პატივს არ სცემს. თხის რქის აზრით, ადამიანმა ცხოვრებაში ერთი დიდი მიზანი უნდა დაისახოს და ამ მიზნის მიღწევაში არავითარ დაბრკოლებას არ მოერიდოს. ჭეშმარიტი რომანტიკის არსიც, მისი ღრმა რწმენით სწორედ ამაში მდგომარეობს.

 

მერწყული

მერწყული ქალი, სიყვარულშიც ისეთივე პარადოქსულია, როგორც ცხოვრებაში. იგი თავისი რჩეულის ერთგული, თუმცა ამასთანავე ცივი და შორეული იქნება. ურანის გავლენაში მყოფ ქალებს, ქმარ-შვილის გარდა უამრავი მეგობარი ჰყავთ და ათასგვარი გატაცება გააჩნიათ. იგი გონებამახვილია, კომუნიკაბელური და უშუალოა, ამიტომ ნებისმიერ საზოგადოებაში, თავი ბუნებრივად და ლაღად უჭირავს.

მერწყულ ქალს, კლასიკური სილამაზეც რომ არ ჰქონდეს, მაინც ძალიან მიმზიდველი და ქარიზმატული იქნება. მერწყული ქალები ჩაცმითაც უჩვეულოდ და ექსტრავაგანტურად იცვამენ. მათი სტილის დიაპაზონი, ჭეშმარიტად უზარმაზარი და მრავალფეროვანია. ამასთან მხოლოდ ქალ მერწყულს თუ შეუძლია, სხვადასხვა ეპოქისა და სტილის სამოსი, ერთმანეთს წარმატებით შეუხამოს და თანამედროვე აქსესუარებთან ერთად, მოხდენილად ატაროს.

 

თევზები

თევზ ქალთან საუბარი უნებლიეთ, შემოდგომის ნესტიან ღამეში, მყუდროდ აგიზგიზებულ ბუხართან გატარებულ საღამოს მოგაგონებთ. იგი ნაზი, რბილი და ძალიან გამგები ადამიანია. ისე გელაპარაკებთ, გეგონებათ არასოდეს არაფერში დაგავალდებულებთ და ყველაფერს გაგიგებთო, მაგრამ მიამიტი ბავშვივით ნუ დაუჯერებთ, მას სხვა ნიშნებზე ადვილად სწყინს ყველაფერი. იგი ძალზე სენტიმენტალურია და შეუძლია ნებისმიერ, პატარა წვრილმანზეც კი, საათობით იტიროს და ივიშვიშოს. ამასთან ისეთი საყვედურიანი მზერით შემოგხადავთ, გეგონებათ მის წინაშე ამ წუთას, უსუსური ბაჭია მოკალით.

თევზ ქალებს საერთოდ უყვართ უმწეო, საბრალო ქალის იმიჯის მორგებ და ხანდახან ისე ღრმად შედიან როლში, რომ ყოველივე ამის ნიადაგზე, სერიოზული დეპრესიაც კი ემართებათ.
მიუხედავად თავისი ანგელოზური და ნაზი გარეგნობისა, თევზი ქალი საკმაოდ მაცდური და ძალზე მოუხელთებელი არსებაა და ხასიათიც მარტის ამინდზე უფრო, ცვალებადი და არამდგრადი აქვს.

 

ლინდა გუდმენის სტატიების მიხედვით