ზოდიაქოს ნიშნის პრინცები (+გიფები)

    0
    47

    ვერძი -ჰერკულესი

    ძლიერი, კეთილი და მამაცი. იმდენი ენერგია აქვს, სად დახარჯოს არ იცის და სიტლანქის და ცოტა მოუხეშავობის გამო ყველაფერს ანგრევს, რასაც შეეხება. მოწყენილობა არ უყვარს და მალევე იბრუნებს მხიარულ განწყობას. იგი ნამდვილი მამაკაცია, მასზე ქალები გიჟდებიან, მას კაცები პატივს სცემენ. დაუფიქრებელია და გონება დიდად არ უჭრის, მაგრამ სამაგიეროდ წვეთი სიბოროტე მასში არ არის. სისულელემდე ალალი და გულწრფელია, რაც ცოტა გულუბრყვილოსაც ხდის. მისი გაბრიყვება ადვილია, მაგრამ დამარცხება შეუძლებელი, რადგან სიძლიერის წყალობით ყველა სიტუაციიდან ახერხებს გამოძვრომას. ადვილად ბრაზდება, მაგრამ ადვილად პატიობს. მხიარულია, ოპტიმისტი, ცოტა ნარცისიც და ყოველთვის აღწევს დასახულ მიზნებს.

    კურო-  პრინცი ნეივინი (პრინცესა და ბაყაყი)

    ქალთა გულთამპრობელი, ლამაზი, სექსუალური, მამაკაცური, კარგად ჩაცმულ-დახურული, კარგი მანერებით, რომანტიული, ზარმაცი და ამავე დროს ძალიან მშრომელი, პრაქტიკული და მიწიერი არსება. მას უყვარს სილამაზე, მუსიკა და ფული.  ერთი ცნობილი კურო მახსენდება სალვადორ დალი: არ ვიცი რომელი უფრო მეტად მიყვარს გალა, თუ ფული. მასაც ერთი უმთავრესი მიზანი აქვს – იშოვოს მეტი ფული.  ძალიან ბევრი ქალი ჰყავს, მაგრამ როცა უყვარდება ერთგულია თავისი სიყვარულის, მას ყველანაირად გვერდში უდგას და ცდილობს ცხოვრება გაულამაზოს და გაუმარტივოს.

    ტყუპები – ალადინი

    ძალიან ჭკვიანი, საზრიანი, მოხერხებული ბიჭია. თუნდაც მძიმე ცხოვრება ჰქონდეს, მარტივად უყურებს ყველაფერს, მსუბუქი ტიპია, ლაღი და თავიც სულ გააქვს. რომ გადარჩეს ცოტას ქურდბაცაცობს, ოღონდ იმდენს იპარავს, რამდენიც თავის გასატანად სჭირდება და თან სხვებსაც უნაწილებს. იგი ძალიან კეთილი, მხიარული, გონებამახვილი, თამამი, მოქნილი და მოხერხებულია. ისწრაფვის ცვლილებებისკენ, მოსწონს მრავალფეროვნება და თავგადასავლები. ძალიან ცნობისმოყვარე, სხარტი, მარდი, მარჯვე და ლაქლაქაა. ნებისმიერი ვინმეს გაცურება შეუძლია.

    კირჩხიბი – კრისტოფი ( frozen)

    მას ადამიანებთან ურთიერთობაზე მეტად ცხოველებთან, მცენარეებთან, ბუნაბასთან კონტაქტი უადვილდება და მოსწონს, ამბობს რომ მარტო ცხოვრება უნდა მთებში და საკუთარი ბიზნესი. არც ისე სოციალურია , ცოტა მორცხვი, ბუზღუნა, კეთილი და ჩაკეტილი, თუმცა თუ დაგიახლოვდათ მერე აღმოაჩენთ რომ  ძალიან თბილია და მხიარული. იგი ფრთხილია და ვერ იტანს სახიფათო სიტუაციებს. შეიძლება უყვარდე და არაფერი გითხრას, თავს არ დაგაძალებს, მაგრამ სულ შენ გარშემო იტრიალებს, შენზე იზრუნებს. მას ერთი ნახვით შეყვარების ნაკლებად სწამს, ჯერ კარგად უნდა შეეჩვიოს, შეეგუოს და გაიაზროს, რომ უყვარხარ და რომ გაიაზრებს, მერეც სანამ თქვენ თვითონ არ გამოხატავთ ინიციატივას, იქამდე ემოციების ფრქვევას მოერიდება. მაგრამ თუ გამოხატა, სიყვარულით დაგახრჩობთ.

    ლომი – ფინ რაიდერი

    თავის თავზე შეყვარებული, ეგოისტი და ნარცისი. თავი ქალების გულთამპყრობელად წარმოუდგენია და როცა მთელი ქვეყანას დასაჭერად დასდევს, იმაზე წუხს ფოტოზე ცუდი ცხვირი რომ მიუხატეს. ისეთი საყვარელი ჰგონია თავისი თავი, ჰგონია მარტო ამის გამო გამოძვრება სიტუაციიდან, თუმცა არც ისე სულელია მთლად ამის იმედად იყოს. ეს მისი იმიჯია, რა ქნას, ამაყია და ამბიციური. თანაც ამ ამბიციებს საფუძველი აქვს: მართლაც სიმპატიურია, მართლაც მომხიბლავი, მართლაც ქარიზმატული და ამავე დროს ძალიან, ძალიან გულკეთილი. იგი ძლიერი, მამაკაცური, ღირსეული და დამოუკიდებელი პიროვნებაა. შესანიშნავი იუმორიც აქვს და ძალიან ერთგულიც გახლავთ. თავიდან ძალიან ეგოისტი და საკუთარ თავზე ორიენტირებული არსება სჩანს, მაგრამ როცა იხსნება, შესანიშნავი გულის ადამიანს აღმოვაჩენთ მასში, რომელსაც საყვარელი ქალისთვის თავის გაწირვა დაუფიქრებლად შეუძლია.

    ქალწული – პრინცი ფილიპი (მძინარე მზეთუნახავი)

    მისი უმთავრესი იარაღი გამჭრიახი გონება და საუბრით ვინმეს დარწმუნების უნარია. სოციალურია და ურთიერთობაც ადვილია მასთან. მას შესანიშნავი მეხსიერება აქვს, ჭკვიანია მზრუნველი და ერთგულია.

    სასწორი – პრინცი (ფიფქია)

    ნამდვილი პრინცი – ლამაზი, დახვეწილი, თავაზიანი, რომანტიული, მზრუნველი და იდეალური. იგი სულ ორჯერ ჩნდება ფილმში, ერთხელ მომაჯადოებელი გარეგნობით, ხმით და მანერებით პირველივე ნახვაზე რომ თავს აყვარებს გულისწორს და ბოლოს როცა შემთხვევით ისევ გადაკვეთს მათი გზები და გამოსამშვიდობებელი სიმღერით და ჯადოსნური კოცნით მის სიცოცხლეს იხსნის. სასწორებიც ასეთი ინტენსივობით ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში, ჯერ შეგვაყვარებენ თავს, მერე დაგვეკარგებიან… მერე თუ გაგვიმართლა ისევ გადაკვეთს ჩვენი გზები, შეიძლება სიცოცხლეც დაგვიბრუნონ, თუ არადა ვისაც გადაეყრებიან, იმათთან ერთად იცხოვრებენ ,,დიდხანს და ბედნიერად”…

     

    მორიელი – ადამი (ურჩხული და მზეთუნახავიდან)

    საშიში, ძლიერი, ეჭვიანი და საშინლად მესაკუთრე, მძიმე სულიერი ბრძოლებით. მასთან თამაში არ ღირს. რეალურად ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან მგრძნობიარე, ერთგული და მოსიყვარულე, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა იმდენად აქვს შერყეული, თვითგვემაში ჩავარდნილი ნამდვილი მხეცის სახეს იღებს და სჯის როგორც საყვარელ ადამიანს ისე საკუთარ თავს. მან შეიძლება ათასი სისაძაგლე გააკეთოს მხოლოდ იმიტომ რომ დარწმუნდეს, მიუხედავად ამისა რომ გიყვართ. საშინელი კომპლექსებით იტანჯება, უნდა რომ სიტუაციას აკონტროლებდეს და უნდა რომ ისე უყვარდეთ, როგორი სიყვარულიც მას შეუძლია. იგი შურისმაძიებელი და ჯიუტია.  ერთადერთი რასაც ძალუძს მისთვის ნამდვილი სახის დაბრუნება სიყვარულია – უპირობო, უანგარო და თავგანწირული სიყვარული. თუკი მისთვის ამის დამტკიცებას მოახერხებთ (და ეს ძალიან რთულია), ისეთი საინტერესო და შესანიშნავი პრინცი შეგრჩებათ ხელში დისნეის ისტორიას რომ არ ახსოვს.

    მშვილდოსანი – ჯონ სმიტი

    იგი მოგზაურია – მსოფლიო კულტურასთან ზიარების და ახალ-ახალი სამყაროების აღმოჩენის იდეით შეპყრობილი ახალგაზრდა ძალიან სიმპატიური ინგლისელი. მას ორი მიზანი აქვს – გაიცნოს სხვადასხვა ცივილიზაციები და დაიპყროს ამ უცხო ცივილიზაციის უმშვენიერესი წარმომადგენლის – პოკაჰონტესის გული. მშვილდოსნები ხომ გიჟებიან ყველაფერ უცხოზე, ეგზოტიკურზე… იგი ძლიერია და თავგადასავლების მოყვარული. ამბიციურია და თავის ცხოვრების ფილოსოფია აქვს, რომელიც საყვარელმა ქალმა შეიძლება სულ თავდაყირა დაუყენოს.

     

    თხის რქა – ლი შანგი

    იგი შესანიშნავი სტრატეგი და მხედართმთავარია, პატივს სცემს წესებს, სტრუქტურას, იერარქიას. კარგი მმართველი ბევრს ფიქრობს, თავდაჭერილია და ძალიან სერიოზული. გრძნობების გამოხატვა უჭირს, თუმცა საქმით ყოველთვის გვერდში გიდგას, გასწავლის და გეხმარება. არც ისე სოციალურია, ცოტა ფხუკიანიც და თავდაჯერებაც აკლია, თუმცა ამ უკანასკნელს არ იმჩნევს.

     

    მერწყული – პრინცი ჩარმინგი

    ცოტა ექსცენტრიული, ნაკლებად ოჯახზე ორიენტირებული და იდეალისტი. მთელი სამეფო კარი დარდობს ცოლის მოყვანა რომ არ აინტერესებს, რომ არავის ყურადღებას არ აქცევს. მშობლები უმართავენ ბალებს, მოჰყავთ გოგონები, რომ ეგებ ვინმე მოეწონოს, მას კი სულ სხვა ინტერესები აქვს. მოკლედ, მისი გაბმა და დაინტერესება არც ისე ადვილია, არც თქვენის სილამაზე აინტერესებს, არც თქვენი წარმომავლობა, არც თქვენი სტანდარტული იდეალური სარძლოობა. იგი უნდა დაინტრიგდეს, თქვენ რაღაცით სტანდარტებიდან ამოვარდნილი უნდა იყოთ, მასისგან გამორჩეული. არ მოსწონს, როცა ვინმე მისთვის თავის მოწონებას ცდილობს და თავს აბეზრებს. არც ეს ბალები და სამეფო პომპეზურობა მოსწონს, მთქნარებით კვდება. მისი მოხიბვლა გინდა? დააინტრიგე, გაექეცი და დაუტოვე ისეთი უნიკალური რამ, მეორე რომ არ მოიძებნება მთელი დედამიწის ზურგზე და თვითონ გადადგამს სამყაროს და თვითონ მოგძებნის

     

    თევზები – პრინცი ერიკი

    მეოცნებე, რომანტიული, იდეალისტი, კეთილი და მხიარული, ოღონდაც ცოტა სხვა რეალობაში მცხოვრები. ძირითადად სხვებზეა ორიენტირებული და დაეძებს ამაღლებულ და თავგანწირულ სიყვარულს. უყვარდება ქალი, თავისი მხსნელი, რომელიც საერთოდ არ ახსოვს და თავადაც მისი გადარჩენის დაუძლეველ საჭიროებას გრძნობს. იგი ძალიან კეთილია, თანამგრძნობი, გამგები, მაგრამ ძალიან მიმნდობიც. ამიტომხშირად ხდება შანტაჟისტი ქალების მსხვერპლი, ვინც მის ამ დადებით თვისებებს სათავისოდ იყენებს. მისი ნაკლი ისაა, რომ ცოტა ვარდისფერი სათვალით უყურებს სამყაროს და ადვილად ბრიყვდება, ტყუილ- მართლას ვერ არჩევს. გვერდით ძალიან ძლიერი და მებრძოლი ქალი სჭირდება, თორემ ივლის ასე იმის მიხედვით საით წაიღებს დინება.

     

    დოჩი გოგო