დაუსვი საკუთარ თავს 15 კითხვა და გაიგე შენი მისია დედამიწაზე

1
2538

როგორ ფიქრობთ თქვენ ახლა ამ მასალასთან შემთხვევით მოხვდით? იქნებ ამ წამის სიღრმეც იგრძნოთ.
ჩვენ დედამიწას არა შემთხვევით, არამედ კონკრეტული მიზეზით და გარკვეული მიზნისთვის მოვევლინეთ. ეს მისია რომ ვიპოვნოთ, საკუთარ თავს საკმარისად კარგად უნდა ვიცნობდეთ.
სინამდვილეში ამ მიზნის პოვნის სურვილი ყველა ჩვენგანს წყურია. ამის განცდა სიღმიდან არ ასვენებს ადამიანს, რადგან სწორედ ის სძენს ცხოვრებას აზრს.
როდესაც ადამიანები ამ მიზანს აგნებენ, თავიანთ გზაზე ისინი შეუჩერებელნი არიან. უზარმაზარ ძალას, ენერგიას და რესურსს გრძნობენ საკუთარ თავში, თითქოს მთელი სამყარო ეხმარება მათ ბედის წარმართვაში.

თქვენს გაოცებას გამოიწვევს რომ იცოდეთ, რამდენად მკაფიო და გამოკვეთილია ყველა ადამიანის ფუნქცია ამ სამყაროში. უბრალოდ მათი გაცნობიერება და გამოაშკარავებაა საჭირო. თუმცა არც ეს მისიაა სტატიკური, იგი ადამიანის ცხოვრების მიხედვით იცვლება და პირდაპირპროპორციულად რეაგირებს მასზე. ჰერაკლიტემ ზედმიწევნით გამოხატა ეს აზრი შემდეგ ფრაზაში: ,, არცერთი ადამიანი არ შედის ერთ მდინარეში ორჯერ,რადგან მეორედ შესვლისას მდინარეც სხვაა და ადამიანიც.”
აქ მოცემულია 15 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ და გულწრფელად უპასუხოთ თქვენი ცხოვრებისეული მისიის გასარკვევად.

1) რა მაძლევს ენერიას?

აქ უნდა დაასახელოთ ის აქტივობები, რომლებიც ენერგიით გმუხტავთ და გააცნობიეროთ ის საქმიანობაც, რაც ენერგიისგან გცლით. ამის გააზრება თქვენი სასიცოცხლო ენერგიის სწორად მართვაში დაგეხმარებათ

2) რა იწვევს ჩემს აღფრთოვანებას?

არ ჩაანაცვლოთ ეს კითხვა შემდეგი კითხვებით: რა მინდა? რა არის ჩემი მიზანი? უბრალოდ ჰკითხეთ თქვენს თავს რა იწვევს თქვენს აღტაცებას ბუნებრივად, მასში ყოველგვარი მატერიალური გათვლების  ჩართვის გარეშე. სიტყვა ,,აღფრთოვანება” ყველაზე მარტივი აღსაქმელია, რომ კითხვის შინაარს სწორად ჩაწვდეთ.

3) რა ტიპის იდეები მომდის, როდესაც შხაპს ვიღებ?

შხაპის მიღების დროს ადამიანი დუნდება და ისვენებს, ეს ნამდვილი რელაქსაციაა. შთაგონება კი სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხართ, ამ დროს თქვენ სრულიად ღია ხართ ინფორმაციის მისაღებად. ამიტომ დააკვირდით რა იდეები მოგდით თავში.

4) რა სახის კითხვებს მისვამენ ყველაზე ხშირად ადამიანები?

დააკვირდი რა რჩევების მიღება სურთ შენგან. ეს შეიძლება იყოს იმ ფასეულობის მთავარი ინდიკატორი, რომელიც შენი სახით მოევლინა დედამიწას.

5) რაზე ვსაუბრობ ყველაზე ახლობელ ადამიანებთან?

რა ტიპის ინფორმაციას უზიარებ იმ ადამიანებს, ვისთანაც ყველაზე ახლოს ხარ, გიყვარს და ენდობი? რაზე საუბრობ ხოლმე, როცა არ გეშინია იყო საკუთარი თავი?

6) რას ვაკეთებ თავისუფალ დროს?

საქმიანობა ვალდებულებების გარეშე გვკარნახობს სადაა ჩვენი პრიორიტეტები.

7) რა თემებს ვკითხულობ მუდმივად?

ამაზე პასუხი საუკეთესო საშუალებაა შუქი მოვფინოთ ჩვენს ნამდვილ ინტერესებს.

8) როგორი სიზმრები მიმეორდება ყველაზე ხშირად?

სიზმრები ქვეცნობიერია და ის ააშკარავებს ჩვენს დაფარულ ნაწილს. მოუძებნეთ სიზმრებს ახსნა, რომ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს.

9) რა ტიპის გამოცდილებამ გამომაცოცხლა ყველაზე მეტად?

აქაც თქვენი ენერგიის შევსების წყაროა.

10) რა ტიპის უნიკალური ინტერესები და შესაძლებლობები მქონდა, როდესაც ვიყავი ბავშვი?

თუ თქვენი მოგონებები ბუნდოვანია, მეტი სიცხადისათვის ჰკითხეთ საკუთარ მშობლებს. ეს კითხვა თქვენს ბუნებრივ შესაძლებლობებს გამოავლენს.

11) თუ ფულის არსებობა აზრს დაკარგავდა, რითი დავკავდებოდი?

12) რას ვიზამდი 100 %-ით სულერთი რომ იყოს სხვები ჩემზე რას იფიქრებენ?

ბოლო ორი კითხვა იმის გამოაშკარავებას ცდილობს, თუ რას იზამდით აბსოლუტურად თავისუფალი რომ იყოთ, ყველანაირი შეზღუდვებისა და ლიმიტის გარეშე.

13) როგორია ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევების სია?

რა არის ყველაეზე მნიშვნელოვანი თქვენთვის? რა მიზნის მიღწევის შემდეგ გაგიჩნდათ შინაგანი კმაყოფილების ყველაზე სასიამოვნო განცდა? ეს განცდა გკარნახობთ გზას მთავარი მიზნისაკენ.

14) რა ტიპის თემების მიქსით შევქმნი ჩემს უნიკალურ ნიშას?
შეიძლება რამდენიმე აქტივობა გიზიდავდეთ, მათი რაღაც ფორმით გაერთიანების შემდეგ, თქვენ მიიღებთ საკუთარ და სრულიად განსხვავებულ პროდუქტს.

15) მოკლედ რომ აღვწერო, როგორი იქნება ჩემი პიროვნების იდეალური ვერსია?

დაუსვით ეს კითხვები დროდადრო თავს, ისინი გაგიკვალავენ გზას იმ ღვთიური მესიჯებისაკენ, რაც თქვენში იგულისხმა შემოქმედმა.

Comments are closed.