აბა, გაიხსენეთ უკანასკნელ ხანებში ბოლოს როდის იყავით 10 წუთის განმავლობაში ისე, რომ არაფერს აკეთებდით? როცა არ ლაპარაკობდით, არ აგზავნიდით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, არ გქონდათ ინტერნეტთან შეხება, არ ფიქრობდით… ბოლოს როდის დაასვენეთ ტვინი?
ჩვენ მას ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვამყოფებთ, გამუდმებით ვამუშავებთ და მოდუნების საშუალებას არ ვაძლევთ, არადა როგორც ყველა ორგანოს, მასაც სჭირდება დასვენება. ტვინი კომპიუტერის პროცესორივით არის, ისიც იღლება, მასაც სჭირდება ზედმეტი ინფორმაციისგან გამოთავისუფლება, დალაგება, დასვენება. მასაც სჭირდება ,,refresh”-ი და ,,restart”-ი, თორემ ,,ჭედავს”.
ექსპერტები გვირჩევენ რომ დღეში 10 წუთიანი აბსოლუტური სიჩუმე, ფოკუსირება და მედიტაცია, ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია. არ იფიქროთ თითქოს მედიტაციას მაინცდამაინც ლოტუსის პოზაში ჯდომა სჭირდებოდეს. ამისთვის საჭირო მხოლოდ სიწყნარე და საკუთარ თავში ჩაღმავებაა, მოდუნება, მოშვება და სრული რელაქსი. ამ 10 წუთში ტვინის სრული გადატვირთვა და რეგენერაცია ხდება. სიჩუმეს სამკურნალო ძალა აქვს.
გამოეთიშეთ რამდენიმე წუთი ყოველდღიური ცხოვრების დოღს და ღრმად ჩაისუნთქეთ. თქვენ და თქვენი ტვინი ამას ნამდვილად იმსახურებთ.