ჩვენ იმ ადამიანებს ვემსგავსებით, ვისზედაც ვფიქრობთ და ვისაც განვიხილავთ – ეზოთერული ფსიქოლოგია

0
1067

ცნობილი ეზოთერული ფაქტია, რომ თუკი თქვენ რაიმე კარგი თვისების შეძენა გსურთ, ამისთვის რამე ამაღლებული წიგნის წაკითხვაც კმარა, რომელიმე პერსონაჟის გაცნობა, რომელსაც ეს თვისებები ექნება, თქვენ რომ  მოგწონთ და მერე ამ თვისებებზე საუბარი და მას ემსგავსები.  ვედები გამუდმებით ღმერთზე და წმინდანებზე საუბრობდნენ, რათა მათგან ღვთაებრივი თვისებები მიეღოთ.  სწორედ ამიტომ გვირჩევენ ფსიქოლოგები წარმატებული და ჰარმონიული ადამიანების შესახებ ვისაუბროთ. როდესაც ვინმეს ვაკრიტიკებთ, ხასიათის სწორედ იმ თვისებებს ვიღებთ მისგან, რის გამოც ვაკრიტიკებთ და როდესაც ვინმეს ვაქებთ კარგი საქციელის გამო, ან ვინმეთი აღფრთოვანებულები ვართ, მაშინ უკეთესები ვხდებით. ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩვენ იმ ადამიანის  თვისებებს ვიღებთ, ვისზეც გამუდმებით ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ.

,,არა განსაჯო“ – ეს უდიდესი სიბრძნეა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები ცუდი ვილაპარაკოთ იმათზე, ვინც არ მოგვწონს და რაც შეიძლება მეტი კარგი ვილაპარკოთ იმათზე, ვინც მოგვწონს. იმიტომ კი არა, რომ  ეს ადამიანი არ იმსახურებს კრიტიკას, არა. ჩვენ თურმე მისგან ამ გზით უარყოფით კარმას ვიღებთ. სწორედ ამიტომ ვედებს ძალიან უხაროდათ, როდესაც მათ ვინმე აკრიტიკებდათ. თურმე თქვენს მაგინებლებს, თქვენი უარყოფითი კარმა მიაქვთ, გწმენდენ. ამიტომ შეგიძლიათ მადლობაც კი გადაუხადოთ მათ.

გარდა ამისა, ჩვენ საუბრით ძალიან ბევრ ენერგიას ვკარგავთ და სამომავლო გეგმებზე საუბარი რეკომენდირებული არ არის. როცა ამის შესახებ ვინმესთან ყვებით, ეს ენერგია სამოქმედო ენერგიას აკლდება, თან თუ ნეგატიურ ადამიანებთან ისაუბრებთ ამაზე. ენერგია იკარგება, როცა კეთილ საქმეებსაც ვყვებით საჯაროდ, ამით ტრაბახს ვიწყებთ, მთელი თქვენი დაგროვილი დადებით კარმა ნეიტრალდება მის შესახებ ლაპარაკით.

წყარო: ეზოთერიკ.რუ