მეცნიერები აცხადებენ,  რომ დნმ-ში არსებულ ,,ასაკის საათზე“ დროის შეცვლაა შესაძლებელი

0
2937

უკანასკნელ ხანებში The Guardian  და the NY Times-ში მეცნიერების ახალი აღმოჩენის შესახებ დაიბეჭდა. ჩვენი ასაკი დნმ-ის ფუნქციონირებაზე ყოფილა დამოკიდებული, მასში არსებობს ერთგვარი საათი, რომელიც ორგანოებისა და ქსოვილების ბიოლოგიური ასაკის წუთებს ითვლის. ეს ,,საათი“ აჩვენებს, რომ ქსოვილების უმეტესობა ერთნაირად ბერდება, თუმცა ბევრი მათგანი უფრო სწრაფი ან ნელია. გარდა ამისა, დაავადებული ორგანოები გაცილებით უფრო ბებერია, ვიდრე ჯანმრთელი. ამ აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა ადამიანის ბიოლოგიური ასაკის დადგენა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოთვლაც.

მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ ამ საათის მექანიზმის შესწავლა მათ ადამიანის დაბერების პროცესის შესწავლაში დაეხმარებათ და მის მთლად შეჩერებას თუ არა, შენელებას მაინც მოახერხებენ.

,,ჩვენ ამ საათის გადაწევას მოვახერხებთ და ახალგაზრდობას დიდხანს შევინარჩუნებთ“ – განუცხადა ჰორვატმა ,,გარდიანს”. მან  ჯანმრთელი თუ სიმსივნიანი ქსოვილების  დაახლოებით 8 000 ნიმუშის მეთილირება შეისწავლა და 353 დნმ მარკერი აღმოაჩინა, რომელთა ასაკი სხვადასხვა გახლდათ. ისინი პატარა ბიოლოგიური საათებივით აწყობილად მუშაობდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ სხვადასხვა ტიპის ქსოვილის ,,საათის ისრები“ სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობდა. მაგალითად, გულის ქსოვილის ბიოლოგიური ასაკი იმაზე ცხრა წლით ახალგაზრდაა, ვიდრე უნდა იყოს, თუმცა სიმსივნიანი ქსოვილები საშუალოდ 36 წლით უფროსები არიან.

ეს აღმოჩენა დროის შესახებ ბევრ შეკითხვას აჩენს. რა არის დრო? დნმ-ის ფუნქცია თუ ჩვენი მენტალური აღქმა უბრალოდ? რა არის ის რეალურად? რაღაც, რაც მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ განზომილებაშია ლიმიტირებული?

რა მოხდება, თუ მეცნიერების თეორიები გაამართლებს და დნმ-ზე ზემოქმედების შედეგად დაბერების პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას შევძლებთ? წარმოგიდგენიათ სამყარო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ასაკი და იმდენ ხანს ვიცოცხლოთ, რამდენიც გვინდა? დედამიწაზე ცოტა უფრო დიდი ადგილი დაგვჭირდება საცხოვრებლად სავარაუდოდ.

წყარო: სფირითსაიენსი