1) ბოროტებას არ სძინავს და შესაბამისად ვერ ხვდება, ვინმეს რატომ უნდა ეძინოს.
2) არამხოლოდ ბედნიერი დასასრული, ზოგადად დასასრული არ არსებობს.
3) ისტორია მინიმუმ იმას გვასწავლის, რომ რომ უარესიც შეიძლება მოხდეს.
4) თუ გინდა ახალგაზრდა ადამიანის გვერდით ცხოვრება, არ ეკამათო მის დედას.
5) ადამიანები ფიქრობენ, რომ იქნებიან ბედნიერები, თუ სხვა ადგილზე გადასახლდებიან. შემდეგ აღმოაჩენენ — სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან საკუთარი თავი დააქვთ თან.
6) ყველა ადამიანი ერთი და იგივეს აკეთებს, ისინი ფიქრობენ, რომ უნიკალურად ცოდავენ, მაგრამ დიდწილად მათ მცირე სიბინძურეში არაფერი ორიგინალური არაა.
7) იდეების მოკვლა ადამიანის მოკვლაზე რთულია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათი განადგურებაც შეიძლება.
8) ქალაქი წიგნების მაღაზიის გარეშე საერთოდ არაა ქალაქი, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, რამდენიც არ უნდა ეძახოს საკუთარ თავს ქალაქი, ვერც ერთ სულიერს ვერ მოატყუებს.
9) უსიამოვნებები მხდალები არიან — ისინი არასოდეს მოდიან მარტო, მოდის მთელი ხროვა, რომ ერთდროულად დაგესხან თავს.
10) ყველაზე საშიში ადამიანები, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, თვლიან რომ, რომ სიკეთეს აკეთებენ და ერთი წამით არ შეაქვთ ამაში ეჭვი, სწორედ ამიტომ არიან ასე საშიშები.
11) ზრდასრულები დადიან გათელილი ბილიკებით, ბავშვები ზვერავენ ახალს.
12) უფრო უარესი ბრმა არ არსებობს, ვიდრე ადამიანი, რომელსაც მოსმენის უნარი არ აქვს.
13) ბევრი რამის პატება რთულია, მაგრამ ერთ დღეს შენ მოიხედავ და აღარავინ დარჩა შენს ირგვლივ.
14) ცივილიზაციას და ბარბაროსობას ერთმანეთისაგან მიჯნავს სულ რაღაც 24 საათი და საკვების ორჯერ მიღება.
15) ადამიანები რატომღაც ფიქრობენ, რომ ტკივლის ზომა და სიმწარე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დარტყმა. ძალა არაა მთავარი, მთავარია სად დაგარტყეს.
16) სულ ფსკერზეც არის ორმოები, სადაც შეიძლება ჩავარდეთ.
17) საეჭვოა ეშმაკი რომ ვინმეს რამეს აიძულებდეს, ამის საჭიროება არც არის.
18) ყველაზე მოკლე გზა ყველაზე გრძელი აღმოჩნდება ხოლმე.
19) კაცობრიობის ისტორიის გაგება ძალიან მარტივია, თუ საკუთარ თავს გაუგებ. დიდი გამარჯვებებისა და ტრაგედიების უმეტესობა მოხდა არა იმიტომ, რომ დამნაშავეები თავისი ნატურით იყვნენ კარგები თუ ცუდები, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ადამიანები.
20) მოვდივართ სამყაროში, რომელიც სავსეა უსიამოვნებებით და საშიშროებებით და ამ დროს ადამიანი უძღვნის ლომის წილ ენერგიას იმას, რომ სამყარო გახადოს უფრო უარესი.
21) თუ თავისუფლებას ვიცავთ უნდა გვჯეროდეს მისი მართალ საქმეში და არასწორ საქმეში. ზუსტად ისე, როგორც გამოხატვის თავისუფლება გვაძლევს დუმილის უფლებას.
22) – როდესაც გავიმარჯვებთ ცხოვრება უკეთესი გახდება
– მაგრამ იგი არ იქნება ასეთი საინტერესო.