1) ყოველ დილით, როდესაც გაიღვიძებ დღე ამ ფიქრით დაიწყე: ,,დღეს მე გამიმართლა, გავიღვიძე, მე ცოცხალი ვარ, მე მაქვს ეს ძვირფასი ადამიანური ცხოვრება და მე ტყუილად არ დავხარჯავ მას.”
2) ადამიანები შექმნილია იმიტომ, რომ გვიყვარდეს ისინი, ნივთები იმიტომ, რომ გამოვიყენოთ. ქაოსი სუფევს, რადგან ყველაფერი პირიქითაა.
3) გახსოვდეთ, ის, რაც ძალიან გინდა, შეიძლება სულაც არ იყოს ის, რაც გჭირდება.
4) იყავით კეთილი, როცა ეს შესაძლებელია და ეს შესაძლებელია ყოველთვის.
5) კეთილდღეობა არა ლოცვის, არამედ მოქმედების წყალობით მოდის.
6) თუ ღმერთს უნდა შენი ბედნიერება, იგი წაგიყვანს რთული გზებით, რადგან მარტივ გზაზე ბედნიერება არ შეგხვდებათ.
7) ქედმაღლობა არაა გამართლებული. იგი მოდის ან დაბალი თვითშეფასების, ან დროებითი ზედაპირული მიღწევების გამო.
8) როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ ყველაფერი უკუღმა მიდის, მის ცხოვრებაში რაღაც საოცარი ცდილობს შემოსვლას.
9) თანაგრძნობის თემას არ აქვს კავშირი რელიგიასთან, ეს საერთო ადამიანური საქმეა და ერთადერთი პირობაა კაცობრიობის გადარჩენისათვის.
10) თუ დახმარება შეგიძლია, დამეხმარე და თუ არა, ნუ დამაზიანებ.
11) მე არ აღვნიშნავ დაბადების დღეს, ჩემთვის ეს დღე არაფრით არ განსხვავდება სხვა დღეებისაგან, გარკვეულწილად ყველა დღე დაბადების დღეა — ყოველ დილით თქვენ იღვიძებთ სრულიად განახლებული, მთავარია, რომ ამ ახალმა დღემ მოგვიტანოს რაღაც მნიშვნელოვანი.
12) ჩვენი ცხოვრების მიზანია გავხდეთ ბედნიერი.
13) თუ ცხოვრებისადმი დადებითი დამოკიდებულება გექნებათ, ყველაზე რთულ პირობებშიც კი შესძლებთ იყოთ ბედნიერი.
14) ჩვენი მტრები გვაძლევენ საუკეთესო შესაძლებლობას ვავარჯიშოთ მოთმინება, სიმტკიცე და თანაგრძნობის უნარი.
15) ვთვლი, რომ ჭეშმარიტი რელიაგია ეს არის კეთილი გული.
16) ჩვენ უნდა ვმართოთ ტექნოლოგიები და არ უნდა დავემონოთ მათ.
17) დიდი ცვლილებები იწყება ცალკეული ადამიანებით, მშვიდობა მსოფლიოში ამ ადამიანების გულებში დასადგურებული სიმშვიდის შედეგია. ყველა ჩვენგანს შეუძლია ამაში წვლილის შეტანა.
18) თითოეულ ჩვენგანს აკისრია პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე. სწორედ ამაშია ჩემი უბრალო რელიგიის არსი. მთავარი არაა ტაძრები და რთული ფილოსოფიები. ჩვენი საკუთარი ტვინი და გული არის ჩვენი ტაძარი, ჩვენი ფილოსოფია კი სიკეთეა.
19) პლანეტას არ სჭირდება დიდი რაოდენობის ,,წარმატებული ადამიანი.” მას უკიდურესად სჭირდება მშვიდობისმყოფელები, მკურნალები, რესტავრატორები, მეზღაპრეები და ყველა ტიპის შეყვარებული ადამიანი. მას სჭირდება ისეთი ადამიანები, რომელთა გვერდით ცხოვრება კარგია, პლანეტას ითხოვს მორალს და სიყვარულს, რომლებიც მას გააცოცხლებს და ჰუმანურს გახდის . ამ თვისებებს კი ძალიან ცოტა აქვს საერთო იმ წარმატებასთან, როგორაც მას დღეს განსაზღვრავენ.
20) დალაი ლამას ერთხელ ჰკითხეს ყველაზე მეტად რა აოცებდა. მან უპასუხა:
ადამიანი მაოცებს. თავიდან ის სწირავს თავის ჯანმრთელობას ფულის გამომუშავებას და შემდეგ ამ ფულს ხარჯავს მის აღდგენაში, იმდენად წუხს მომავალზე, რომ აწმყოდან სიამოვნებას ვერ იღებს. შედეგად ის ვერც აწმყოთი ცხოვრობს და ვერც მომავლით. ის ისე ცხოვრობს, თითქოს არასოდეს მოკვდება და ისე კვდება, თითქოს არასოდეს უცხოვრია.