5 ნიშანი იმისა, რომ ცხოვრებაში სწორ გზაზე დგახართ

0
567

დრო შეზღუდულია,

ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაზე – სტივ ჯობსი

 

ჩვენ ყველანი  დედამიწაზე კონკრეტული გამოცდილების ასაღებად მოსული ტურისტები ვართ თითქოს და თრიფიც წინასწარ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ ყველას გვაქვს კონკრეტული მისია და კონკრეტული გზა, რომელსაც უნდა მივყვეთ. ეს გზა ინსტიქტურად ყველამ ვიცით, ზოგს ნიშნებიც კი არ სჭირდება ისე პოულობს მას, თუმცა უმეტესობას, ერთი ფეხის ამობრუნება ჰყოფნის, რომ გზას ასცდეს და  მერე ინერციით მიჰყვება შეცდომით აღებულ გეზს. სხეული აპროტესტებს, იწყება შინაგანი კონფლიქტი და მერე ეს შინაგანი კონფლიქტი რომ შფოთვას, ნევროზს და ბოლოს დეპრესიას იწვევს, ალბათ უკვე იცით. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ სწორ გზაზე დგახართ?

  1. დილით ადგომა გიხარიათ

როცა იპოვით საქმეს, რომლის კეთებაც გიხარიათ, როცა გექნებათ შეგრძნება რომ რაღაც მნიშვნელოვანს სჩადით, როცა მოწოდებას ნახავთ, გათენება და ახალი დღის დაწყება ბედნიერებას მოგანიჭებთ. სამსახურში წასვლა თუ არ გიხარიათ, თვალებს სიხარულით ნამდვილად ვერ გაახელთ. თუკი თქვენ ლოგინში წოლა და ძილი გირჩევნიათ ცხოვრებას, ნიშნავს, რომ დროა ცხოვრებაში რაღაცა შეცვალოთ.

იმის უპირველესი ნიშანი, რომ სწორ გზაზე დგახართ, სწორედ ეს არის: თქვენ საბნის ქვეშ კი აღარ ემალებით საკუთარ სიცოცხლეს, არამედ მისი ყოველი წუთის გამოყენება და მასში აქტიური მონაწილეობის მიღება გსურთ.

 

  1. სულიერად მშვიდად ხართ

თუკი მუდამ დაძაბული, გაღიზიანებული ხართ და უბედურად გრძნობთ თავს,  ეს ნიშნავს რომ არასწორი მიმართულებით მოძრაობთ. ბევრი ამ ყველაფრით ავადდება კიდეც. ყველაფერი შინაგანი წონასწორობიდან მოდის. სწორ გზაზე ვინც დგას, სულიერად მშვიდად არის, არ აქვს შეგრძნება რომ უაზროდ ცხოვრობს, რომ ამაოა ყველაფერი, რომ ცხოვრება მუხთალია…. მისი წყობილებიდან გამოყვანა ფაქტობრივად შეუძლებელია, ის ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და სამყაროსთან. მოკლედ, თუკი ცხოვრება მშვენიერია, ესე იგი თქვენ სწორ გზაზე დგახართ.

 

  1. თქვენს ცხოვრებაში კარგი რამეები ხდება

ისინი, ვინც არასწორი მიმართულებით მიდიან ნეგატივს იზიდავენ – სამეგობრო წრეში, სახლში თუ სამსახურში, გამუდმებით პრობლემები ექმნებათ და სულ აქვთ უბედურების მიზეზი.

როდესაც თქვენ ცხოვრებისეული მისიის შესრულებას იწყებთ, სამყარო ყველანაირად ცდილობს თქვენს წახალისებას და საჩუქრებს გიგზავნით. ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება. საჭირო დროს საჭირო ადამიანები გამოჩნდებიან ხოლმე, ზედმეტები ქრებიან, ხვდებით სიტუაციებში, ხალხში, სადაც სულიერად იზრდებით, გვარდება ჯანმრთელობის და ფინანსური პრობლემები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ ეს გზა ვარდებით მოფენილია, დაბრკოლებებიც გექნებათ, მაგრამ სამყაროს მხარდაჭერას აშკარად იგრძნობთ.

 

  1.  თქვენ კი არ ელოდებით როდის მოხდება რამე, თავად აკეთებთ ყველაფერს

შეიძლება ოდესმე პასიური იყავით, მაგრამ ახლა უკვე იაზრებთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. თუკი მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ. როცა ადამიანი სწორ გზას პოულობს, მსხვერპლის როლიდან გამოდის, აღარ აბრალებს გარემოებებს იმას, რომ ისე ვერ ცხოვრობს როგორც უნდა. ის საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეებს ხელში იღებს და იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბედისწერის მწერალი თავად გახდეს. იგი აღარ ყოყმანობს წამოვიდეს თუ არა სამსახურიდან, რომელიც ჭირივით ეჯავრება, არ დარდობს იმაზე რას იტყვიან სხვები, არ აინტერესებს ერგება თუ არა საზოგადოებრივ სტანდარტებს. მათ იციან, რომ ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, იციან, რომ გზა, რომელზე შედგომაც გადაწყვიტა, შესაძლოა სულაც არ იყოს ადვილი, მაგრამ მაინც სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და უკანდახევის ნაცვლად, წინ მიიწევს.

 

  1. არ ცხოვრობთ საზოგადოებაში არსებული დოგმების ტყვეობაში

თქვენ თავისუფალ არსებად დაიბადეთ, ფლობთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და მიმართულების განსაზღვრის უნარებს. როცა სწორ გზას იპოვით, არაფრით აღარ გექნებათ სურვილი გაჰყვეთ ფარას, მოერგოთ სტანდარტებს, რომლებიც თქვენს გზასთან წინააღმდეგობაში მოდის. თქვენ ბედნიერი ხართ თქვენი გზით, თუნდაც სულ მარტოდ მიუყვებოდეთ მას. თქვენ აღარ ანიჭებთ მნიშვნელობასიმას, თუ რა მარკის ავტომობილი გყავთ, რა ავეჯი გიდგათ სახლში, რა ბრენდის ტანისამოსი გაცვიათ და ხარისხი დაცული გაქვთ თუ არა (თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ კარგი ავტომობილი, კარგი სამოსი, ან დიპლომი არ გაქვთ). თქვენ გესმით რომ ამაზე ბევრად ძვირფასი ხართ, რომ ამაზე ღირებული სხვა რამეა ცხოვრებაში.

იყავი მხოლოდ შენი თავი, ყველა სხვა უკვე დაკავებულია – ოსკარ უაილდი

Dare to be yourself!