1) კარგია თუ სადმე წასასვლელი გაქვს, როცა ყველაფერი ცუდად არის.
2) ჩემი აზრით, პირველი, რაც ცხოვრებაში უნდა გააკეთო, ესაა გაექცე ადამიანებთან კონტაქტს. რაც ნაკლები შეხება მაქვს მათთან, მით უკეთ ვგრნობ თავს.
3) მარტოობა მაძლიერებს, ის ჩემთვის საკვები და წყალია. მის გარეშე გატარებული ყოველი დღე მასუსტებს. მე არ ვამაყობ ჩემი მარტოობით, მაგრამ დამოკიდებული ვარ მასზე.
4) საერთოდ ცუდი ვარ, მაგრამ ზოგჯერ კარგიც ვარ და მაშინ ჯოჯოხეთურად კარგი ვარ.
5) უბრალოდ იცხოვრო, ვიდრე არ მოკვდები — ეს უკვე ძალიან რთული საქმეა.
6) სიღარიბე და უვიცობა წარმოშობს თავის საკუთარ ჭეშმარიტებას.
7) როცა მთვრალი ხარ, სამყარო ისევ სადღაც აქვეა, ოღონდ ეგ არის, რომ კისერში აღარ გიჭერს.
8) კაცობრიობა რომ გადაარჩინო, უნდა გადაარჩინო თითოეული ადამიანი ცალ-ცალკე, ერთმანეთის მიყოლებით. გადაარჩინო ყველა — ეს ან რომანტიზმია, ან პოლიტიკა.
9) ეკრენებზე ათასი ნაგავის ყურება გახდა ჩვეულებრივი მოვლენა. ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ, რომ რასაც უყურებენ, ნაგავია.
10) დეპრესია და თვითმკვლელობა, როგორც წესი, არასწორი დიეტის შედეგია.
11) მწერლები სასოწარკვეთილი ადამიანები არიან და როდესაც მათ გაუჩნდებათ იმედი, ისინი წყვეტენ წერას.
12) 25 წლის ასაკში ყველას შეუძლია გახდეს გენიოსი, 50 წლის ასაკში ამისათვის რაღაცის გაკეთება გვიწევს.
13) ამბიცია იშვიათად ეხმარება ნიჭს, სულ სხვა საქმეა იღბალი. ტალანტი ყოველთვის მის შემდეგ მილასლასებს.
14) საქმეები კარგად მიდიოდა, მაგრამ გაურკვეველი იყო საით.
15) რა თქმა უნდა ადამიანის სიყვარული შესაძლებელია, თუ მას საკმარისად ახლოს არ იცნობ.
16) ამ სამყაროს პრობლემა იმაშია, რომ გონიერი ადამიანები ეჭვებით არიან სავსე, უგნურები — საკუთარი თავის რწმენით.
17) თუ ადამიანის მოტყუება გამოგივიდათ, ეს არ ნიშნავს, რომ ის სულელია, უბრალოდ ის იმაზე მეტად გენდობოდათ, ვიდრე ამას იმსახურებდით.
18) სილამაზე არაფერს ნიშნავს, ვერც კი წარმოიდგენ რამდენად გაგიმართლა ლამაზი რომ არ ხარ და ადამიანებს სულ სხვა მიზეზით მოსწონხარ.
19) თუ თქვენ სულიერება თითქმის არ დაგრჩათ და ამას ხვდებით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ სული.
20) არის დღეები, როცა საწოლში დარჩენა და თავზე ზეწარის შემოხვევა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
21) ურჩხული თუ ხარ, თავად აღიარე, ვიდრე ამას ვინმე სხვა იტყვის. თუ მათ დაასწრებ ამის აღნიშვნას, ისინი განიარაღებული დარჩებიან.
22) პირველი, რაც შენში მომეწონა– თქვა ლიდიამ –ისაა, რომ ტელევიზორი არ გაქვს.
23) მშვენივრად ვიცი საკუთარი ნაკლოვანებები იმისთვის, რომ მოვითხოვო საპასუხო სიყვარული.
24) იყო კეთილი ან ბოროტი თეორიულად არაფერია, მაგრამ ცხოვრებაში არჩევანის გაკეთება მაინც გიწევს.
25) ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია სიგიჟე, მათ საოცრად მოსაწყენი ცხოვრება აქვთ.
26) თუ ჯენლტმენობა არ შეგიძლია, ღორი მაინც ნუ იქნები.
27) იპოვე ის, რაც მთელი გულით გეყვარება. დაე, მან მოგკლას.
28) მე არ მჯერა, რომ სამყაროს გაუმჯობესება შეიძლება, ჩემი აზრით, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ უფრო მეტად არ გავაუარესოთ ის.
29) ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც შენს დღეს გააფუჭებს — აი ესაა ცხოვრების არსი.
30) — ვფიქრობ, დალევა მინდა.
— დალევა ყველას უნდა, მაგრამ ამის შესახებ არ იციან.