ინდიელთა  29 ცხოვრებისეული სიბრძნე

0
6151

ეს იყო კულტურა, რომელსაც ყველაზე მეტად ესმოდა ადამიანის ნამდვილი ბუნების, დანიშნულების და იცოდათავისი ადგილი ამ სამყაროში. ვისაც კი ეს კულტურა შეუსწავლია, ყველა გაოცებულა ცნობიერების რამდენად მაღალ საფეხურზე იდგნენ ჩვენთან შედარებით. ჩვენ მათ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას ფრაზებად შემოგთავაზებთ:

  1. ყველაფერი, რისიც ადამიანს სჯერა, მართალია
  2. კარგი ადამიანი კარგ ნიშნებს ხედავს
  3. ნუ იტყვით უარს ცრემლებზე. ისინი თქვენს გონებას წმენდენ და მწუხარე ფიქრებისგან გათავისუფლებენ
  4. დღე და ღამე ერთად ვერ იქნება
  5. სჯობს რომ ნაკლები მეხი გქონდეს პირში და მეტი ელვა ხელებში
  6. ისინი ვინც გულებში ცოცხლობენ, მკვდრები არ არიან, უბრალოდ გვტოვებენ
  7. მცენარეები ჩვენი დები და ძმები არიან. ისინი გვესაუბრებიან და თუ მოვუსმენთ, გავუგებთ
  8. მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და შეიძლება დავიმახსოვრო, ჩამრთე პროცესში და გავიგებ
  9. როდესაც სხვა სულიერ არსებებს პატივისცემით ვექცევით, ისინიც პატივისცემით გვპასუხობენ
  10. ხეტიალის ჯილდო ცოდნაა
  11. ძალიან ბევრი ჩვენგანი სულაც არ ეჩვენება სხვებს ისეთი კარგი, როგორადაც თავად აღვიქვამთ თავს
  12. რა არის ცხოვრება? იგი კოცონიდან გავარდნილი ნაპერწკლის ნათელია ბნელ ღამეში, იგი ხარის სუნთქვაა ზამთარში, იგი მინდორზე გაქცეული ბალახის ჩრდილია, დაბნელებისას რომ ქრება
  13. როცა დაიბადე, შენ ტიროდი და ყველა ხარობდა. ისე იცხოვრე, რომ როცა მოკვდები, ყველა ტიროდეს და შენ ხარობდე
  14. ისინი ვისაც ცალი ფეხი კანოეში უდგათ და ცალი ნავში, აუცილებლად ჩაცვივდებიან წყალში
  15. მტრის სისუსტე გვხდის ძლიერს
  16. როდესაც იქნება ბოლო მოჭრილი ხე, როცა მოწამლული იქნება ბოლო მდინარე, როცა დაიჭერენ ბოლო ფრინველს. მაშინ გაიგებთ, რომ ფულის ჭამა არ შეიძლება.
  17. კარგი ჯარისკაცი ცუდი მზვერავია
  18. ჩვენ ჩვენი კვალი ვართ
  19. არასოდეს განსაჯო მეზობელი, რომლის მოკასინებით ორი მთვარის განმავლობაში არ გივლია
  20. არაფერია ჩხრიალა გველის კუდზე ენაწყლიანი
  21. ძალა, როგორც არ უნდა დამალო, შობს წინააღმდეგობის გაწევის უნარს
  22. ჩვენი პირველი მასწავლებელი ჩვენი გულია
  23. ყველა ვინც წარმატებულია, თავდაპირველად ოცნებობდა ამაზე
  24. მკვდრები თანასწორია
  25. შენ ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იკატუნებს, რომ სძინავს
  26. თუკი ადამიანი ბრძენია, როგორც გველი, შეძლებს მტრედივით უწყინარიც იყოს
  27. უფრთხილდი ადამიანს, რომელიც არ ლაპარაკობს, ისევე როგორც ძაღლს, რომელიც არ ყეფს
  28. თუ მიხვდი რომ მკვდარ ცხენს აჭენებ, ჩამოხტი
  29. მამაცი კვდება, მაგრამ ერთხელ, ლაჩარი ბევრჯერ კვდება

 Dare to dare!