ხართ თუ არა “ძველი სული” – როგორ განვსაზღვროთ საკუთარი სულის ასაკი

0
5731

სულის ასაკი, სულის მეხსიერება, სულიერი სიბრძნე… რა იგულისხმება ამ სიტყვებში?… ალბათ ყველა ჩვენგანს შეხვედრია ადამიანი, რომელიც საკუთარ ფიზიკურ ასაკთან შედარებით ბევრად ჭკვიანი მოგვჩვენებია. ისიც გაგონილი გექნებათ, რომ ადამიანი გრძნობს სიკვდილის მოახლოვებას და გარდაცვალების წინათგრძნობას სულის მარადიულობის, დროის მიღმა მყოფობის შესახებ სწავლებას უკავშირებენ.

ერთ-ერთი გავრცელებული კონცეფციის მიხედვით, ყველა ჩვენგანი ე.წ. ძველი (დიდი ხნის, ასაკოვანი) სულია, უბრალოდ ზოგი სხვებზე დიდი ხანია, რაც ამ სამგანზომილებიან სამყაროშია. სიტყვა “ძველის” გამოყენება დროსთან მიმართებაში პირობითია. ვინაიდან დრო ხაზოვანია, ჩვენი სულები კი მარადიული, მისთვის 10 000 წელი თვალის ერთი დახამხამებაა.

როგორ უნდა განვსაზღვროთ საკუთარი სულის ასაკი და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ჩვენი სული ჩვენს ფიზიკურ სხეულზე ასაკოვანია? არსებობს თუ არა სხვაობა მახასიათებლებსა და ქცევებს შორის? და რა ნიშნები დაგვეხმარება სხვაობის აღმოჩენაში?

ჰიპნოთერაპისტი დოლორეს ქენონი მიიჩნევს, რომ ჩვენ ჯერ მრავალი უსულო საგნის, მცენარისა და ცხოველის სახით მოვლინება გვიწევს, ვიდრე ადამიანებად დავიბადებით. შემდეგ კიდევ მრავალი ადამიანის ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ, რათა ავითვისოთ ყველა გაკვეთილი და ამქვეყნად ჩვენი მოვლინების მისიას ჩავწვდეთ. ქენონის თქმით, ჩვენ ჯერ ჰაერის მოლეკულად და წყლის წვეთად უნდა მოვევლინოთ ამ სამყაროს, იმისთვის, რომ მივხვდეთ, რას ნიშნავს იყო მთლიანი სისტემის ნაწილი.

მაშ, როგორ გავიგოთ რამდენად ძველია ჩვენი სული? ამაზე რამდენიმე ნიშანი მეტყველებს:

 

შეგწევთ უნარი ღრმად ჩასწვდეთ ცხოვრებისეულ გაკვეთილს

ზოგიერთი ადმიანისთვის რთულია იმის გაგება, რომ ბავშვის სული უფრო ასაკოვანი შეიძლება იყოს, ვიდრე მისი რომელიმე მშობლის. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანების სული იმაზე უფრო ახალგზარდაა, ვიდრე, მაგალითად, თქვენი. როდესც იმის გააზრებას იწყებთ, თუ რატომ იბადებით თავიდან ამ სამგანზომილებიან რეალობაში, თქვენი ცხოვრება ფილმ ,,ზაზუნას დღეს” ემსგავსება, სადაც ფილი ყოველდღე იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ისევ 2 თებერვალია. ეს მეორდება მანამ, სანამ ის საკუთარ ეგოზე მაღლა არ დადგება და სხვებისთვის კეთილი საქმეების კეთებას იწყებს.

ერთხელ თქვენც აღმოაჩენთ, რომ დრო, სივრცე, ენერგია და მატერია სამგანზომილებიანი სამყაროს პროდუქტებია, დროის თეორია კი უმნიშვნელოა. ამგვარად, ძველი სულის თეორიაც უმნიშვნელო ხდება.
თუმცა იმაში გასარკვევად, თუ რამდენად ასაკოვანია თქვენი სული, ჯერ თხრობა განვაგრძოთ…

აქტიურად იყენებთ თანდაყოლილ უნარებს (ნიჭს) ან ცხოველი ინტერესი გაქვთ ამ უნარების მიმართ

ზოგიერთი ადამიანი გამორჩეული ნიჭით იბადება – მკურნალის ან ექსტრასენსული უნარებით. საქმე ის გახლავთ, რომ ამ უნარებს ჩვენ ყველა ვფლობთ, მაგრამ ასაკოვან სულს უკეთ შეუძლია მოიპოვოს წვდომა ასეთ უნარებზე და გამოიყენოს ისინი.
თუ რაიმე მსგავს კონკრეტულ ნიჭს არ ფლობთ, მაგრამ ძლიერი ინტერსი გაქვთ მათ მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სული ცდილობს გაიხსენოს ის უნარები, რაც მას შესაძლოა წინა ცხოვრებაში ჰქონდა.

ფლობთ სულიერ ცოდნას

ყველა ერთიანი სუფთა ცნობიერების ნაწილია, თუმცა ზოგიერთ ადამიანს უჭირს ამის გაგება. სული – წმინდა ცნობიერებაა და სიყვარული. მას აქვს უნიკალური გაგება იმისა, თუ როგორაა მოწყობილი მატრიცა ამ პლანეტაზე და ესმის, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ჩვენ, როგორც ერთი მთლიანობა, სხვებს გამოღვიძებაში ეხმარება.

გესმით მიტევების მნიშვნელოვა

ზოგიერთ ადამიანს ძველი სული აქვს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, რადგან ისინი მოქცეულნი არიან სხვადასხვა იდეოლოგიის გავლენის ქვეშ, უბრალოდ ამაყები და ჯიუტები არიან ან მიტევების მნიშვნელობას ჯერ ვერ სწვდებიან. არადა, საკუთარი თავისა და სხვების მიტევებით ჩვენი და სხვების სულის გათავისუფლება-შემსუბუქება შეგვიძლია.

შეგწევთ ეგოს გადალახვის ძალა

თითქმის შეუძლებელია, რომ ვინმემ ეგოს 100% დაძლევა შეძლოს, თუმცა ეგოს შეგნება და იმის გაცნობიერება, თუ რამდენად წინააღმდეგობაში მოდის ის ერთიან ცნობიერებასთან, აშკარად სულის სიძველეზე მეტყველებს.
როდესაც თქვენს ცხოვრებას გადახედავთ, დაინახავთ, როგორ გავლენას ახდენდა ის თქვენზე და სხვებზე. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ალბათ საკუთარ სულთან კონტრაქტის დადების სურვილი გაგიჩნდებათ – დაძლიოთ ეგო და გამოისყიდოთ ყველა დანაშაული, რაც წინა ცხოვრებაში ეგოს უკავშირდებოდა.

zveli suli 2

შეგიძლიათ მატერიალიზმის დაძლევა

ფული და მატერიალიზმი სამგანზომილებიანი რეალობის პროდუქტებია და ძალიან ძნელია არ დაემონო მათ, როდესაც რეკლამის, სხვადასხვა ფორმით დაპროგრამებისა და გარემოს გამუდმებული წნეხის სახით ის თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ასაკოვანი სული იაზრებს, რომ ფული არ-არსებითია და მას კავშირი არ აქვს ჩვენთან, როგორც სულიერ არსებებთან. ასაკოვანი სულის პატრონი ფულს სულიერი განვითარებისთვის იარაღად იყენებს, ან უბრალოდ ეხმარება მათ, ვისაც ნაკლებად გაუმართლა.

აცნობიერებთ, რომ სხეული სულის ჭურჭელია

ვიდრე ამ ქვეყანას მოევლინებოდით, არა მხოლოდ მშობლები აირჩიეთ, არამედ საცხოვრებელი გარემო და გამოწვევები, რომელთა გადალახვაც სულიერ ზრდასა და წინსვლაში დაგეხმარებოდათ. სხეული, რომელშიც ახლა იმყოფებით, თქვენი სულის ჭურჭელია. თქვენი სახელია ის, რასაც სული მიმართავს საკუთარ თავს, თუმცა წინა ცხოვრებებში ბევრი სხვადასხვა სახელი გერქვათ და იყავით როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. თქვენი სახელი თქვენს ეგოსთანაა დაკავშირებული, საბოლოო ჯამში კი, თქვენც უსასრულო ცნობიერების ნაწილი ხართ.

გრძნობთ განსაკუთრებულ კავშირს იმ ერასთან, რომელიც თქვენს დაბადებამდე დასრულდა

გინახავთ ძველი ფილმი ან ნახატი, რომელიც რომელიმე გარდასულ ეპოქას მიეკუთვნებოდა და გიგრძვნიათ განსაკუთრებული კავშირი იმ ეპოქასთან? დიდი შანსია, რომ სწორედ იმ ეპოქაში ცხოვრობდით წინა ცხოვრებაში და ეს თქვენი უჯრედული მეხსიერების გამოძახილია.

გაქვთ იმის გაგება, თუ რა უნდა გააკეთოთ, რომ სულიერი პროგრესი დაასრულოთ

თქვენ უფრო “გამოღვიძებული” ადამიანი ხართ პლანეტაზე, ვიდრე დანარჩენ ადამიანთა უმრავლესობა. გესმით უნივერსალური კანონები და ის, თუ რა გაქვთ დარჩენილი “სულის კონტრაქტში” გასაკეთებელი. დარწმუნებული რომც არ იყოთ, თქვენი უმაღლესი მე და სულიერი გიდები წარგიძღვებიან სწორი მიმართულებით.

გაქვთ ძლიერი შეგრძნება, რომ დედამიწა თქვენი სახლი არაა

დიდხანს გიცქერიათ უმიზეზოდ იშვიათი პეიზაჟის, ცის, ვარსკვლავების, უცნობი ვარსკვლავის… მიმართულებით? გრძნობთ განსაკუთრებულ კავშირს თანავარსკვლავედებთან? ომები და კორუფცია უცნაურ უხერხულულობასა და შფოთს იწვევს თქვენში, თითოს ისინი არ არსებობდა იქ, საიდანაც თქვენ მოხვედით? იქნებ ერთ-ერთი იმ სულთაგანი ხართ, რომელიც დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში იმიტომ დაიბადა, რომ მთელ დედამიწას დაეხმაროს წინსვლაში?! თუ ამ შეკითხვებიდან, რომელიმეს მაინც დადებითად უპასუხეთ, დიდი შანსია, რომ დედამიწა თქვენი მშობლიური პლანეტა არაა.

მარტოსულობისკენ ხართ მიდრეკილი

ეს სიტყვები მედიდურად ჟღერს, თუმცა ასაკოვანი სულები, რომლებიც საკუთარი თავის ახალ ფრაგმენტებს დაეძებენ, ცდილობენ ახალგაზრდა სულებთან დისტანცია შეინარჩუნონ. ისინი მათ მსგავს სულებს ელტვიან ურთიერთობისთვის, ვინაიდან ეს კომფორტისა და შინაურულობის მეტ განცდას იწვევს, ასეთი სულები ერთმანეთს სულიერ პროგრესში ეხმარებიან.

მეამბოხე ბუნება გაქვთ

თუ რელიგიის, კანონების ან სხვა რამის წინააღმდეგ ილაშქრებთ, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი სული მხოლოდ ჭეშმარიტ კანონებს – სამყაროს კანონებს სცნობს. მართალია, პატივს სცემთ კანონებისა და რელიგიის კეთილ განზრახვებს, მაგრამ მაინც არ შეგიძლიათ ისინი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიიღოთ. თქვენ იცით, რომ არსებობს მთელი რიგი უმაღლესი კანონებისა, რომლებიც ჩვენს სულიერ პროგრესს უწყობს ხელს.

გაქვთ მწველი სურვილი მოიპოვოთ ჭეშმარიტება და მიაღწიოთ შინაგან სიბრძნეს

ასაკოვან სულებს ადვილად შეუძლიათ რელიგიის, პოლიტიკისა და საგანმანათლებლო სისტემის ცრუ სწავლებათა განჭვრეტა. აცნობიერებენ რა, რომ ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ სამყაროსთან, მათ სურვილი უჩნდებათ ეს ცოდნა საყოველთაოდ გამოააშკარავდეს, რათა ადამიანთა “გამოღვიძების” პროცესს შეუწყონ ხელი. ასაკოვანი სულები განაგრძობენ ცოდნის შეძენას სულიერების, მეტაფიზიკისა და ეზოთერიკის სფეროებში და ამ სახის ინფორმაციას იმაზე გაცილებით უკეთ ითვისებენ, ვიდრე ნებისმიერ სასკოლო გაკვეთილს.

არ აკონტროლებთ სხვებს

ასაკოვან სულებს უადვილდებათ არა მხოლოდ სხვა ადამიანების მიღება, არამედ გარემოებების მიღებაც. მაგალითად, მართალია მხარს არ უჭერთ კორუფციის არსებობას პოლიტიკაში, მაგრამ აცნობიერებთ, თუ რამდენად დაეხმარება ის სხვა სულებს “გამოღვიძებასა” და სიმართლის ჩაწვდომაში. პატივს სცემთ ადამიანების თავისუფალ ნებას, ტაქტიანი ხართ და არ უყენებთ მათ ვერბალურ მოთხოვნებს. თქვენ გუნდური მოთამაშე ხართ.

გრძნობთ განსხვავებას საკუთარ თავსა და “რეალურ სამყაროს” შორის

როდესაც ეგოსა და მატერიალიზმს დაძლევთ, თქვენი ცხოვრება განსხვავებულ სტილს იძენს. ის უნიკალურია თქვენი ამჟამინდელი ინკარნაციისთვის და უფრო შინაურულად გეჩვენებათ იმ მიმართულებისთვის, რომელსაც მიუყვებით, ანუ იმ ცხოვრებისთვის, რომელშიც გადასავლელად ეზმადებით.

გაინტერესებთ რა ასაკისაა თქვენი სული

მრავალი ახალგაზრდა სული არც დაინტერესდება ამ საკითხით, ან ნაკლებად კონცენტრირდება მასზე. მრავალი ასაკოვანი სულიც არ არის დაინტერესებული ამ საკითხით, ვინაიდან მათ უბრალოდ “იციან”, რომ ისინი ძველი სულები არიან. თუმცა სულიერი პროგრესის დასტურის მიღება მაინც სასიამოვნოა.

სიცოცხლის მანძილზე მრავალი გაკვეთილი ვისწავლეთ და მიღებულმა ცოდნამ კულმინაციას ამ კონკრეტულ ინკარნაციაში მიაღწია, რომელსაც ახლა გავდივართ. თითოეული განვლილი ცხოვრება ჩვენს უჯრედულ მეხსიერებაში ინახება და მათი გახსენება სულიერი რეგრესის დროს ხდება. ჩვენი პლანეტის ადამიანთა უმრავლესობა ძველი სულია. თუმცა ჯერ კიდევ მრავალ ადამიანს სჭირდება “გამოღვიძება” და კიდევ ბევრი ინკარნაციის გავლა სამგანზომილებიან სამყაროში. მათი უმეტესობა, ვინც უკვე “გამოიღვიძა” წინსვლას განაგრძობს და პროგრესის ახალ შრეებს ეუფლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს რბოლა არაა, საბოლოოდ ყველა იმარჯვებს. ისიამოვნეთ თითოეული ბოძებული წამით, ვინაიდან ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში უკანასკნელი აღმოჩნეს!

P.S. რეინკარნაცია რელიგიური და ფილოსოფიური კონცეფციაა იმის შესახებ, რომ სული, სხეულის ბიოლოგიური სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლეს ახალ სხეულში განაგრძობს.  ის გულისხმობს სულისთვის საშუალების მიცემას შემდგომ ცხოვრებაში მიიღოს ახალი გამოცდილება და შეასრულოს კარმა, რაც საბოლოო ჯამში სულიერი ევოლუციისთვის არის საჭირო.

რეინკარნაციის დოქტრინა ცენტრალურ ადგილს იკავებს ინდური რელიგიების უმეტესობაში. ის, აგრეთვე, მიღებულია თანამედროვე რელიგიურ მიმდინარეობებში (სპირიტიზმი, თეოსოფია, „ნიუ ეიჯი“), სხვადასხვა აფრიკულ ტრადიციებში და ისეთი ეზოთერიულ მიმდინარეობებში, როგორიცაა კაბალა, გნოსტიციზმი და ეზოთერიული ქრისტიანობა. იდეა, დედამიწაზე დაბადების გზით სულების ხელახალი მოვლინები შესახებ, ასევე გამოთქმულია ზოგიერთი ანტიკური დროის ფილოსოფოსის მიერ, მათ შორის სოკრატეს, პითაგორას და პლატონის მიერ. მეორეს მხრივ, აბრაამისეული რელიგიების უმეტესობას (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) არ წამთ რეინკარნაციის კონცეფცია.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ბევრ მცხოვრებს გაუჩნდა ინტერესი რეინკარნაციისადმი. რეინკარნაცია, ასევე ხშირად არის ნახსენები თანამედროვე ფილმებში, წიგნებსა და პოპულარულ სიმღერებში.