ლევ ტოლსტოის 30 ფრაზა

0
8817

1) ხელისუფლების ძალაუფლება ეყრდნობა ხალხის უმეცრებას, მან ეს იცის და ამიტომ მუდამ იბრძვის განათლების წინააღმდეგ, დროა ეს გავიგოთ.

2) ყველამ საკუთარი კარის წინ რომ მოხვეტოს, მთელი ქუჩა სუფთა იქნება.

3) ჩვენ ადამიანებს ვყოფთ კეთილებად, ბოროტებად, უგნურებად, გონიერებად — ესაა ჩვენი მთავარი შეცდომა, რომელსაც, როგორც წესი, ვუშვებთ. ადამიანი დინებაა და მასში თავს იყრის  გარდაქმნის ყველა შესაძლებლობა — იყო სულელი, გახდა ჭკვიანი, იყო ბოროტი, გახდა კეთილი და პირიქით. ამაშია მთელი დიდებულება.  სწორედ ამიტომ არ შეიძლება ადამიანების განკითხვა. შენ განიკითხე და ის უკვე სხვაა.

4) ყოველთვის გვგონია, რომ ვუყვარვართ იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგები ვართ და ვერ ვხვდებით, რომ კარგები ისინი არიან, ვისაც ვუყვარვართ.

5) ძლიერი ადამიანები ყოველთვის ძალიან უბრალოები არიან.

6) ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია.

7) სიყვარულის გარეშე ცხოვრება გაცილებით მარტივია, მაგრამ აზრისგან დაცლილი.

8) მე არ მაქვს ყველაფერი, რაც მიყვარს, მაგრამ რაც მაქვს ყველაფერი მიყვარს.

9) სამყარო მიდის წინ ვინც იტანჯება იმათი წყალობით.

10) პატივისცემა მოიგონეს იმ თავისუფალი ადგილის დასაფარავად, რომელიც სიყვარულს უნდა ეკავოს.

11) დიდი ჭეშმარიტებები ყველაზე  უბრალოა.

12) საქმე იმაში არაა, რომ ბევრი იცოდეთ, მთავარია ამოიღოთ საჭირო ინფორმაცია ყველაფრისგან, რაც შეიძლება იცოდეთ.

13) ხალხი ხშირად ამაყობს თავისი სუფთა სინდისით მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მოკლე მეხსიერება აქვთ.

14) არ არსებობს ისეთი არამაზადა, რომელსაც საკუთარ თავში ვერ იპოვნი, გარკვეულ ურთიერთობებში შენზე უარესი არამზადა შეიძლება არც არსებობდეს. ამიტომ ბევრი მიზეზი არც გვაქვს ვიყოთ ამაყი და საკუთარი თავით კმაყოფილი.

15) ბოროტება ჩვენშია, ერთი სიტყვით იქ, საინდანაც ის შეიძლება წაშალო.

16) ყველა გეგმებს აწყობს და ზუსტად არავინ იცის იცოცხლებს თუ არა საღამომდე.

17) ყველანაირი რწმენის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იგი აძლევს ცხოვრებას ისეთ აზრს, რომლის წაშლაც სიკვდილს არ შეუძლია.

18) ბედნიერება სწორედ იმ სახლში შედის, სადაც კარგი განწყობა სუფევს.

19) ადამიანი ყოველთვის ბედნიერი უნდა იყოს, თუ ბედნიერება დასრულდა, დაფიქრდი, სად დაუშვი შეცდომა.

20) მე დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების აზრი ყველა ჩვენგანისათვის არის საკუთარ თავში სიყვარულის აღზრდა.

21) ყველაფერი მიდის მასთან, ვისაც ლოდინი შეუძლია.

22) ნამდვილი რწმენა იმაში კი არ არის, თუ რომელი დღეებია სამარხვო, რომელ ეკლესიაში იარო, როგორ ლოცვებს მოუსმინო, არამედ იმაში, რომ იცხოვრო კეთილი ცხოვრებით და გრძნობდე სიყვარულს ყველას მიმართ, ყოველთვის მოექცე მოყვასს ისე, როგორც ისურვებდი, რომ შენ მოგექცნენ.

23) ადამიანს ყველანაირ პირობებზე შეუძლია მიჩვევა, განსაკუთრებით თუ ხედავს, რომ მისი გარშემომყოფებიც ამ რეალობაში ცხოვრობენ.

24) ყველა ოცნებობს შეცვალოს სამყარო, მაგრამ არავინ ისახავს მიზნად შეცვალოს საკუთარი თავი.

25) ყველაზე ბოროტ ადამიანსაც კი სახე უნათდება, როცა მას ვინმე ეუბნება, რომ უყვარს იგი. აქედან გამომდინარე, სწორედ ამაშია ბედნიერება.

26) არ არსებობს ამ სამყაროში იმაზე კარგი განცდა, როცა თუნდაც წვეთ სიკეთეს უკეთებ ვინმეს.

27) ბედნიერია ის, ვინც ბედნიერია საკუთარ სახლში.

28) ყველა კითხვაზე პასუხი შენშია, შენ იმაზე მეტი იცი, რაც წიგნებში წერია, მაგრამ ეს რომ გაიხსენო საჭიროა წაიკითხო წიგნები, უცქირო შენს თავს, მოუსმინო შენს თავს და ენდო მას.

29) ღალატით თითქოს ხელები დაგატეხეს. აპატიოა შეიძლება, მაგრამ ჩაეხუტო შეუძლებელია.

30) ადამიანის ყველაზე საოცარი შეცდომა მისი წარმოდგენაა, რომ ბედნიერება არაფრის კეთებაშია.