ლუიზა ჰეის გაკვეთილი ფიქრების სამკურნალო ძალის შესახებ

1
4661

ლუიზა ჰეის აზრით, ადამიანი საკუთარ ცხოვრებაზე თავადაა პასუხისმგებელი. შესაბამისად, ცხოვრების ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი მოვლენები ჩვენივე შემოქმედებაა. სამყარო კი სწორედ ისეთს გვიღებს, როგორებიც ვართ, ყოველგვარი განსჯის და კრიტიკის გარეშე.  ის მხოლოდ ჩვენს რწმენებს ახორციელებს.

იმისთვის, რომ საკუთარმა აზრებმა არ დაგვაზიანოს ლუიზა ჰეი გვთავაზობს შემდეგ რჩევებს:

1) მე არ ვცდილობ გამოვასწორო პრობლემა, მე ვცდილობ გამოვასწორო საკუთარი ფიქრები, ამის შედეგად კი პრობლემა თავად მოგვარდება.

2) სიყვარული სხვა ადამიანის მიმართ მშვენიერია, მაგრამ წარმავალი, ხოლო რომანი საკუთარ თავთან — სამუდამო. გიყვარდეთ მთელი ოჯახი თქვენს თავში — ბავშვი, მშობელი… და წლები, რომელიც მათ ჰყოფს.

3) ჩვენი სხეული გამუდმებით გველაპარაკება, მთავარია გამოვნახოთ დრო მის მოსასმენად.  ყველა უჯრედი რეაგირებს  ნებისმიერ ფიქრზე და სიტყვაზე.

4) ჩვენს ცხოვრებისეულ გზაზე მხოლოდ ორი პუნქტია– დაბადება და გარდაცვალება.  გზას, რომელიც მათ შორისაა, თავად ვირჩევთ.

5) როგორც კი ვინმე ავად ხდება, მან უნდა მოძებნოს მის გულში ის ადამიანი , ვისაც უნდა აპატიოს.

6) ძალები არის აქ და ახლა, იგი თქვენს გონებაშია.

7) ყველაფერს, რასაც გასცემთ უკანვე იღებთ.

8) გაუშვით წარსული სიყვარულით და იყავით მისი მადლიერი  იმისათვის, რომ მან რაღაც გაგაცნობიერებინათ.

9) თუ თქვენ გონებაში მოგივიდათ ნეგატიური აზრი , უბრალოდ უთხარით მას — ,,მადლობა მონაწილეობის მიღებისათვის.“

10) ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავი არ უყვართ, როგორც წესი, პატიება არ შეუძლიათ.

11) გიყვარდეთ საკუთარი თავი სწორედ ახლა და არ დაელოდოთ როდის გახდებით სრულყოფილი.

12) თუ ჩვენ რაიმეს ავიღებთ ნებართვის გარეშე — ჩვენ ვკარგავთ, თუ გავცემთ — ვიღებთ. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს.

13) გაეცით თქვენი შემოსავლის მეათედი და მოემზადეთ ახალი ფულადი შემოსავლებისათვის.

14) რწმენები ფორმირდება ბავშვობაში და მოგვიანებით ცხოვრებაში ვიქმნით ისეთ სიტუაციებს, რომლებიც ამ რწმენებს შეესაბამება.

15) სამყარო უხვია და ის მხოლოდ იმას ელოდება, რომ თქვენ  დაეწაფოთ მის ულევ სიმდიდრეს. ფული იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ, ადამიანები იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ მთელი ცხოვრების მანძილზე. სიხარული იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. თუ თქვენ ამას დაიჯერებთ,  ყველაფერი გექნებათ, რასაც მოინდომებთ.

16) ადამიანმა, რომელმაც გული გატკინათ, იყო ისეთივე შეშინებული, როგორც თქვენ ახლა.

17) მეტოქეობა და სხვებთან საკუთარი თავის შედარება — აი ეს არის ფუნდამენტური დაბრკოლება იმისთვის, რომ გახდეთ შემოქმედებითი ნატურა.

18) წარსული წავიდა სამუდამოდ. ეს ფაქტია და ვერაფერს ვიზამთ, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ შევცვალოთ ჩვენი ფიქრები წარსულზე. დიდი სისულელეა დასაჯო საკუთარი თავი აწმყოს ამ მომენტში მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ წარსულში გაწყენინათ.

19) ყველა ჩვენგანში ცხოვრობს სამი წლის ბავშვი, რომელსაც ეშინია და  რომელსაც სურს ცოტაოდენი სიყვარული.

20) სიყვარული ერთადერთი პასუხია ნებისმიერ ჩვენს პრობლემაზე და გზა ასეთი შინაგანი მდგომარეობისაკენ გადის პატიების უნარზე. პატიება გარდაქმნის წყენას.

21) ყველა ე. წ.  პრობლემა  სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა შევიცვალოთ და გავიზარდოთ.

22) სიყვარული არ არსებობს ადამიანის გარეთ , ის მხოლოდ მასში ცხოვრობს, რაც უფრო ძლიერად გიყვართ, მით მეტი სიყვარულით ხართ გარშემორტყმული.

23) მუდმივად გახსოვდეს წარსული ნიშნავს გაცნობიერებულად მიაყენო ტკივილი საკუთარ თავს.

24) მოეპყარით ცვლილებებს ისე, როგორც ბინის დალაგებას, თავიდან ერთი, შემდეგ მეორე, გადახედავ და ყველაფერი პრიალებს.

25) ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ, მოვა თქვენთან საჭირო დროს და საჭირო ადგილას.

 

 

Comments are closed.