სტივ ჯობსის 17 გენიალური რჩევა!

0
2623

1. სჯობს იყო მეკობრე, ვიდრე მსახურობდე ფლოტში

2. არ მისცეთ უმრავლესობის ხმას თქვენი შიანაგანი ხმის გადაფარვის უფლება. თქვენ უნდა გაბედოთ უსმინოთ საკუთარ გულს და ინტუიციას. მათ ზუსტად იციან, ვინ უნდა გახდეთ.

3. შენი საქმე შენი ცხოვრების დიდ ნაწილს წაიღებს და ამით რომ კმაყოფილი იყო, მაგარ საქმეს უნდა აკეთებდე. მაგარი საქმე რომ აკეთო,  ერთი გზაა – უნდა გიყვარდეს ამ საქმის კეთება. თუკი ჯერ არ გიპოვია, ეძებე. არასოდეს გაჩერდე, რადგან მთელი გულით იგრძნობ, როცა ასეთ საქმეს ნახავ.

4. დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაზე.

5. რასაც არ უნდა აკეთებდე, უნდა აკეთო ენთუზიაზმი, ამის გარეშე ნებისმიერი რაციონალური ადამიანი დანებდება.

6. ნუ მოექცევით დოგმების ხაფანგში. დოგმებით ცხოვრება ნიშნავს სხვათა ნაფიქრის შედეგების მიხედვით ცხოვრებას.

7. საქმის კეთების ჩემეული მოდელი, ბითლზის მოდელია. ოთხი ბიჭი რომელიც ერთმანეთს აბალანსებდა. მაგარ რამეს ვერასოდეს გააკეთებ მარტო, მაგარ რამეს აკეთებს გუნდი.

8. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აწმყო ერთადერთი მომენტია, რომლითაც მომავალზე ზემოქმედება შეგვიძლია.

9. პატივს ვცემ თანდათანობით განვითარებას და ეს მეთოდი ბევრჯერ გამომიყენებია ცხოვრებაში, თუმცა უფრო რევოლუციური ცვლილებები მხიბლავს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განვითარება მძიმეა, ემოციურად დამთრგუნველი და ყველა გეუბნება, რომ ჩაიჭერი. ეფლიდან გათავისუფლება საუკეთესო რამ იყო, რაც შეიძლება მომხდარიყო. წარმატებულობის სიმძიმე, ახლაბედად ყოფნის სიმსუბუქემ შეცვალა. სწორედ ასე შევაბიჯე ჩემი ცხოვრების ყველაზე შემოქმედებით პერიოდში.

10. მარტივის კეთება უფრო რთულია, ვიდრე რთულის. ფიქრების გამარტივებას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება, მაგრამ ნამდვილად ღირს, რადგან თუ იქამდე მიაღწიე, მთების გადადგმას შეძლებ.

11. ხანდახან ცხოვრება თავში აგურს გირტყამს. რწმენა არ უნდა დაკარგო. შენ ვერ შეაერთებ წერტილებს მომავალში ყურებით, წერტილები მხოლოდ ზურგს უკან ერთდებიან.

12. იმის გახსენება, რომ ერთ დღეს მოკვდები, საუკეთესო საშუალებაა იმის გასაცნობიერებლად, რომ არაფერი გაქვს დასაკარგი. შენ შიშველი ხარ და არ არსებობს მიზეზი, რომელიც შენი გულის ხმის მიყოლაში შეგიშლის ხელს.

13. არავის არ სურს სიკვდილი. ისინიც კი, ვინც სამოთხეში მოხვედრაზე ოცნებობს, სიკვდილს გაურბიან. თუმცა მას ვერ გავექცევით, ეს ყველა ჩვენგანის დანიშნულების პუნქტია. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. იგი სიცოცხლის ცვლილებათა აგენტია. ძველს შლის, რომ ახალს გამოუთავისუფლოს ადგილი.

14. სასაფლაოზე უმდიდრესი კაცი იქნები თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია საღამოს დაწვე განცდით, რომ დღეს რაღაც ძალიან კარგი საქმე გააკეთე.

15. როცა რაღაც ძალიან მაგრად გამოგივა, დიდხანს ნუ ჩაიციკლები ამაზე. იფიქრე კიდევ უფრო მშვენიერი რამის გაკეთებაზე. უბრალოდ იფიქრე რა იქნება შემდეგი.

16. ერთადერი თვისება, რომელიც წარმატებულ ადამიანებს წარუმატებლებისგან განასხვავებს – შეუპოვრობაა.

17. ისინი, ვინც საკმარისად აფრენენ იმისთვის, რომ სამყაროს შეცვლაზე ფიქრს ბედავენ, ცვლიან კიდეც მას. იყავი მშიერი, იყავი გიჟი.

 Dare to be foolish!