რას ითხოვს მამაკაცი ქალისაგან

0
1401

ხორხე ბუკაი ცნობილი არგენტინელი  გელშტატ თერაპევტი და მწერალია. მისმა წიგნებმა მოიპოვა პოპულარობა. იგი ერთგან წერს ,,ყველას ჰგონია, რომ სრული სიმართლე მხოლოდ მისი სამრეკლოდან ჩანს და ეს ჩვენი მთავარი შეცდომაა, ყრუს მოცეკვავე ადამიანი გიჟი ჰგონია.“

აი რას აცხადებს ხორხე იმაზე, თუ რას ელის მამაკაცი ყველაზე მეტად ქალისაგან:

  • მინდა მომისმინო მაგრამ ისე, რომ საყვედური არ მითხრა.
  • მინდა ყოველთვის გამოთქვა შენი აზრი, მაგრამ ისე, რომ რჩევა არ მომცე.
  • მინდა გქონდეს ჩემი ნდობა ზედმეტი მოთხოვნების გარეშე.
  • მინდა დამეხმარო მაგრამ ისე, რომ ჩემს მაგივრად არ გადაწყვიტო.
  • მინდა  იზრუნო ჩემზე, მაგრამ ისე, რომ არ დამამცირო.
  • მინდა მხედავდე, მაგრამ ისე, რომ ჩემგან გამორჩენას არ ელოდე.
  • მინდა  ჩამეხუტო, მაგრამ ისე, რომ არ დამახრჩო.
  • მინდა შთამაგონო, მაგრამ ისე, რომ არ მაიძულო.
  • მინდა მხარს მიჭერდე, მაგრამ ისე, რომ ჩემს მაგივრად არ პასუხობდე.
  • მინდა  მიცავდე, მაგრამ ტყუილების გარეშე.
  • მინდა ახლოს იყო, მაგრამ ისე, რომ  დამიტოვო პირადი სივრცე.
  • მინდა იცოდე ჩემი ყველაზე არამიმზიდველი თვისებები და მიიღო ისინი ისე, რომ არ სცადო ჩემი შეცვლა.
  • მინდა  იცოდე, რომ შეგიძლია უსაზღვროდ გქონდეს ჩემი იმედი.