ოშოს 13 რჩევა

0
2078

ოშო ამბობდა, რომ მის ფილოსოფიას არანაირი სისტემა არ ჰქონდა და ეს იყო ქაოსი, რადგან სისტემა როგორც სტაგნაცია თავიდანვე მკვდრადშობილია, ხოლო ცოცხალი დინების არსი სწორედ ცვალებადობაშია, რომელსაც სრულყოფისაკენ მიჰყავხარ. მისი სწავლების მთავარი უპირატესობა სწორედ ესაა — ის კითხვებზე არ გვაძლევს მზა პასუხებს, არამედ გვისახავს უზარმაზარ შესაძლებლობებს ყოველგვარი საზღვრების გარეშე, რომელშიც შენთვის განკუთვნილი გზა თავად უნდა იპოვნო და მოახერხო საკუთარი ცხოვრებისეული დასკვნების გაკეთება.

1) არ შეგეშინდეთ ვინმეს დაკარგვის, ვინც ბედმა გარგუნათ არ დაკარგავთ. ვისაც დაკარგავთ, ის თქვენს ცხოვრებაში მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მიგეღოთ საჭირო გამოცდილება.

2) რა მნიშვნელობა აქვს ვინ ძლიერია, ვინ ჭკვიანია, ვინ მდიდარია. საბოლოოდ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთ რამეს — არის თუ არა ბედნიერი ადამიანი.

3) ადამიანების უმრავლესობა იმდენად სერიოზულად იღებს ცხოვრებას, რომ ეს მათთვის ხდება ნამდვილი ტვირთი. ისწავლეთ სიცილი. იგი ჩემთვის ისეთივე წმინდაა, როგორც ლოცვა.

4) ნებისმიერ ქმედებს მოსდევს დაუყოვნებელი შედეგი. ყურადღებით დააკვირდით. მოწიფულია ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის პოვნა შესძლო, ვინც გაარკვია პირადად მისთვის როგორ განისაზღვრება კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი.  იმასთან შედარებით, ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია, ამ ტიპის ადამიანს აქვს უზარმაზარი უპირატესობა.

5) ყველა ჩვენგანი უნიკალურია და არავის აქვს უფლება წესები უკარნახო ვინმეს, მიუთითოს რა არის სწორი და რა არის არასწორი. ცხოვრება  ცვალებადი ბუნების ექსპერიმენტია, რომლის განმავლობაშიც ჩვენ თვითგამორკვევას ვცდილობთ. შეიძლება რაიმე არასწორად გავაკეთოთ, მაგრამ სწორედ ამ შეცდომის წყალობით მივიღებთ უდიდეს სარგებელს.

6) არის ისეთი წამები, როცა ღმერთი მოდის და თქვენი გულის კარზე აკაკუნებს. ამისათვის იგი ირჩევს მილიონიდან ერთ გზას  — შეიძლება იგი თქვენთან მოვიდეს ქალის, კაცის, ბავშვის, სიყვარულის, ყვავილის, დაისის ან განთიადის სახით…  უნდა დარჩეთ ღია, რომ გაიგონოთ მისი ხმა.

7) მისწრაფება, რომ იყოთ განსხვავებული ძალიან ჩვეულებრივი სურვილია. ხოლო მოდუნდე და დარჩე ჩვეულებრივი — ეს მართლა განსხვავებული რამეა.

8) ცხოვრება საიდუმლოებების და გამოცანების მთელი წყებაა, მისი წინასწარ განსაზღვრა ან წინასწარმეტყველება შეუძლებელია.  უმრავლესობას ამ გაურკვევლობების გარეშე ცხოვრება სურს, რადგან მასთან ერთად გაქრებოდა შიში, ეჭვები და განგაშის შეგრძნება.

9) საკუთარ თავს მოუსმინეთ, მიიღეთ სიამოვნება მარტო ყოფნისაგან.  თქვენი ბედნიერება არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვებზე.  იგრძენით საკუთარი მთლიანობა. შედეგად  თქვენ არ დაელოდებით მოუსვენრად იმას,  რომ ვინმე დააკაკუნებს თქვენს კარზე… თუ  მოვა მშვენირია, არ მოვა და ეგეც კარგია. ცხოვრებისადმი სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა აუცილებელი ჯანსაღი ურთიერთობის დასაწყებად.

10) თუ მდიდარი ხარ, არ იფიქრო ამაზე, თუ ღარიბი ხარ, ნუ მიიღებ ამას სერიოზულად. თუ შესძლებ იცხოვრო იმ ფიქრით, რომ ეს სამყარო მხოლოდ სპექტაკლია, შენ იქნები თავისუფალი,  ვერ შეგეხება ტანჯვა.  ტანჯვა ყოველთვის ცხოვრებისადმი მეტისმეტად სერიოზული დამოკიდებულებისაგან  მოდის. ცხოვრებას უნდა მიუდგე როგორც თამაშს — დატკბით და გიხაროდეთ.

11) ნამდვილი სიმამაცეა  მიუხედავად უამრავი შიშისა, იმოძრაო გაურკვეველი მიმართულებით. სიმამაცე ეს არაა შიშის არქონა. რაც მეტს გაბედავ, უფრო უშიშარი გახდები. თავიდან კი  არც ისე დიდი განსხვავებაა მხდალსა და მამაცს შორის. ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ მხდალი ემორჩილესა საკუთარ შიშებს, ხოლო გაბედული იმორჩილებს მათ და განაგრძობს მოძრაობას წინ.

12) თქვენ იცვლებით ყოველ წამს როგორც მდინარე — ერთ კლიმატში დღეს იგი ამ კონკრეტული მიმართულებით მიედინება და ხვალ მან შეიძლება მიმართულება შეიცვალოს. მე არასოდეს მინახავს ერთი და იგივე სახე ორჯერ, ყველაფერი იცვლება, არაფერი დგას ერთ ადგილზე, ეს რომ დაინახო საჭიროა გამჭრიახობა. სხვა შემთხვევაში ყველაფერი დაძველდება და დაიმტვერება.

13) იცხოვრე ისე თითქოს პირველი ადამიანი ხარ.