,,გიჟთან გამკლავების საუკეთესო საშუალება
ჯანმრთელ ადამიანად თავის გასაღებაა”
ჩემი ფსიქიატრი ძალიან დამეხმარა ფობიებთან ბრძოლაში. ადრე ტელეფონზე პასუხის მეშინოდა, ახლა უპრობლემოდ ვპასუხობ, მნიშვნელობა არ აქვს, რეკავს თუ არა.
ერთ დროს პიროვნების გაორება მჭირდა, მაგრამ ახლა უკეთ ვართ.
სულ არ ვიტანჯები ფსიქიკური აშლილობით, მისი ყოველი წუთით ვტკბები.
ჩემს ფსიქიატრს ვუთხარი, რომ ყველას ვძულდი, მან მითხრა რომ ეს სისულელეა, რადგან ჯერ ყველა არ მიცნობს.
ადრე ყველაფერში ეჭვი მეპარებოდა, ახლა აღარ… მგონი.
შიზოფრენია შესანიშნავი რამაა, არასდროს ხარ მარტოდ.
ის რომ პარანოია გჭირს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ გებრძვიან.
იპოქონდრია ერთადერთი დაავადებაა, რომელიც არ მაქვს.
ჩემი შეყვარებული ძალიან საინტერესო გოგონაა. მისი ნებისმიერი გამოხდომა, ახალი მიმართულებაა ფსიქიატრიაში.
გამუდმებით პრობლემები მაქვს ადამიანებთან, მეგობრები არ მყავს… შეგიძლია დამეხმაროთ, თქვენ ქონიანო პირუტყვებო?
როგორ უნდა გაარჩიო ფსიქიატრიული პერსონალი პაციენტებისგან? პაციენტები გამოჯანმრთელების მერე მიდიან ხოლმე, პერსონალს კი – გასაღებები აქვთ.
იპოქონდრია თანდაყოლილია. ბავშვობაში როცა ემენდემსს ვჭამდი ჭიქა წყალს ვაყოლებდი.
ფსიქიატრი მედდას: თქვი, რომ ბევრი საქმე გვაქვს, ნუ ამბობ რომ ნამდვილი საგიჟეთია.
რატომ არის მამაკაცის ფსიქოანალიზი უფრო მარტივი, ვიდრე ქალის? იმიტომ რომ როცა საქმე ბავშვობაში დაბრუნებაზე მიდგება, კაცი ისედაც იქ არის.
– ექიმო, მხედველობის პრობლემა მაქვს.
-უფრო კონკრეტულად?
-აი, იმ ბუზს ხედავთ?
– დიახ.
– ხოდა, მე ვერა.
-ექიმო, მეჩვენება რომ ზარი ვარ.
-სახლში წადით, დაისვენეთ და თუ იგივე გაგრძელდა, დარეკეთ.
ერთი ბიჰევიორისტი მეორე ბიჰევიორისტს სექსის შემდეგ: საყვარელო, მგონი ეს ძალიან კარგი იყო შენთვის. ჩემთვის როგორი იყო?
-ექიმო, მეჩვენება რომ ვერავინ მხედავს!
– ვინ თქვა ეს?
– ექიმო, ვერავინ მიგებს!
– რას გულისხმობთ?
-ექიმო, ხალხი სრულ იგნორს მიკეთებს!
– შემდეგი!
-ექიმო, ჩემი არავის სჯერა!
-სიმართლე თქვით, რაშია საქმე?
– ექიმო, მეუბნებიან რომ უშნო ვარ!
-დივანზე დაწექით სახით ქვემოთ!
-ექიმო, უნდა დამეხმაროთ, საშინელი სტრესი მაქვს, ყველაფერზე ნერვები მეშლება.
– აბა, მომიყევით რაშია საქმე?
-ახლა არ გითხარი? ამ წუთას გითხარი, შე ნაბიჭვარო?
– ექიმო, კონცენტრაციას ვერ ვახერხებ, ერთ წუთას კარგად ვარ, მეორე წუთს არაფერი მახსოვს.
– როდიდან დაგეწყოთ ჩვილები?
– რა ჩივილები?
-ექიმო, ყურებში ზარის ხმა მესმის
– არ უპასუხოთ!
-ექიმო, მხოლოდ ერთი წუთის სიცოცხლე დამრჩა…
– ერთი წუთით დამელოდეთ…
-ექიმო, მგონია, რომ ხიდი ვარ..
– რისი გადატანა მოგიხდათ?
— უჰ.. ორი მანქანის, უზარმაზარი სატვირთოს და დივნის…
-ექიმო მგონია, რომ კატა ვარ..
-რამდენი ხანია ეს გრძელდება?
-კნუტობიდან…
ექიმო, მგონია რომ ძაღლი ვარ.
-დაწექით დივანზე
-არ შემიძლია, ავეჯზე ასვლა აკრძალული მაქვს.
-ექიმო, გამუდმებით ვიპარავ ნივთებს.
-ეს აბები მიიღეთ, თუ არ გიშველათ, ახალ ტელევიზორს ვიყიდი.
-ექიმო, ყოველი ჭიქა ყავის დალევისას, მარჯვენა თვალში აუტანელ ტკივილს ვგრძნობ.
– კოვზის ამოღება არ გიცდიათ?
ფსიქოპატი ფიქრობს, რომ ორს მივუმატოთ ორი ხუთია, ნევროზიანმა იცის რომ ოთხია, მაგრამ ამასთან შეგუება არ სურს.
– რამდენ ფსიქოლოგთან ვიზიტია საჭირო ნათურის შეცვლა რომ მოახერხოთ?
– ერთთან, მაგრამ ნათურა ამისთვის მზად უნდა იყოს.
-ექიმო, ჩემი ძმა ფიქრობს, რომ ფორთხალია.
-შეგიძლია შემახვედრო?
-ახლავე, დაიცა, ჯიბიდან ამოვიღო…
პაციენტი ექიმს:
– მე ღმერთმა გამომგზავნა!
გვერდით პალატიდან:
– მე არავინ გამომიგზავნია!
ფსიქოთერაპიის ვიზიტებზე სიარულს შევეშვი, იმიტომ რომ ჩემი ფსიქოანალიტიკოსი ჩემს ზურგს უკან ცდილობდა ჩემს დახმარებას.
მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი ფსიქიურად ჯანმრთელი არ არის, გაიხსენე სამი მეგობარი. თუ ყველა ჯანმრთელია, მეოთხე თქვენ ხართ!
,,სიცილი რომ არ შეგვეძლოს, ყველანი გავგიჟდებოდით“
Dare to laugh!