ჩვენს ცხოვრებას მთლიანად ჩვენი ქვეცნობიერი განსაზღვრავს. ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი ბედის მწერლები, ყველაფერი, რაც თავს გვატყდება, ჩვენი ქვეცნობიერის ჩაწერილია ოდესღაც ჩვენი ბედის დღიურში. სამწუხაროდ, ისე ჩუმად წერს ამ დღიურს და ისე გაფაციცებით მალავს, წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება შიგნით, საბედნიეროდ კი – არსებობს საშუალებები, რომლითაც მისი გაცურება და ამ დღიურიდან რაღაც ინფორმაციის ამოღება შეგვიძლია. ამის საუკეთესო საშუალება ფსიქოლოგიური ტესტებია, განსაკუთრებით ისეთი ტესტები, სადაც ჩვენ რაციონალურ არჩევანს არ ვაკეთებთ. აირჩიეთ სახლის კარი, ეცადეთ რომ დაივიწყოთ თქვენი შეხედულებები, მოტივები, უბრალოდ საითაც გული გაგიწევთ ის კარი შეაღეთ. ეს თქვენი ცხოვრებაა და ვნახოთ რა დაგხვდებათ შიგნით.
გაითვალისწინეთ: რომ ჩვენ გამუდმებით ვიცვლებით, იცვლება ჩვენი არჩევანიც და იცვლება ჩვენი ცხოვრებაც, თუ რა თქმა უნდა, ვვითარდებით. აქედან გამომდინარე, ასეთი ტესტები თქვენს ამჟამინდელ ეტაპზე მიუთითებს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს სთესავთ იმას, რაც ხვალ უნდა მოიმკათ.