არსებობს ძალიან პოპულარული თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანებს განვითარებული აქვთ ტვინის ერთი ნახევარსფერო გაცილებით მეტად, ვიდრე მეორე და ეს განსაზღვარს მათი აზროვნების ხასიათს.
ამ თეორიის არსი მდგომარეობს შემდეგში:
იმ შემთხვევაში თუ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო დომინირებს მარცხენაზე, ადამიანს განვითარებული აქვს შემდეგი უნარები:
- უკეთ იმახსოვრებს სახეებს.
- მეტად გამოხატავს ემოციებს.
- აქვს მუსიკალური მონაცემები.
- აღიქვამს და რეაგირებს სხვების ემოციებზე.
- კარგად არჩევს ფერებს და გამოსახულებებს.
- ხასიათდება ძლიერი ინტუიციით.
- არის შემოქმედებითი ნატურა.
- განვითარებული აქვს წარმოსახვა.
თუ მარცხენა დომინირებს მარჯვენაზე ასეთ ადამიანს ხასიათდება:
- ლოგიკური ამოცანების გადაწყვეტის უნარით.
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნებით.
- ენების ათვისების უნარით.
- ციფრების სიყვარული.
- მსჯელობისაკენ მიდრეკილებით.
ეს თეორია ფსიქოლოგიაში ეფუძვნება ტვინის ფუნქციის ლატერალიზაციას და იგი წარმოიშვა როჯერ სპერის ნაშრომიდან, რომელიც 1981 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით.
როდესაც იგი ეპილეფსიის ეფექტებს სწავლობდა, აღმოაჩინა, რომ კოჟრიანი სხეულის ამოჭრით (სტრუქტურა, რომელიც აკავშირებს ორ ჰემისფეროს) შეიძლებოდა კრუჩხვების შემცირება და აღმოფხვრა.
თუმცა პაციენტებს ამის შედეგად სხვა სიმპტომები გამოუვლინდათ, როცა ჰემისფეროების დამაკავშირებელი გზა ამოჭრილი იყო, ბევრი პაციენტი უძლური აღმოჩნდა დაესახელებინათ საგნები, რომლებიც მუშავდებოდა მარჯვენა ნახევარსფეროს მიერ, მაგრამ მარტივად ასახელებდნენ საგნებს, რომლებიც მარცხენა ნახევარსფეროთი კონტროლდებოდა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით პერიმ განაცხადა, რომ მეტყველებაზე გავლენას მარცხენა ნახევარსფერო ახდენს.
მართალია, რომ ერთი ნახევარსფერო დომინანტობს მეორეზე? იყოფა კი ხალხის აზროვნების მანერა მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების მიხედვით? როგორც ყველა პოპულარული ფსიქოლოგიური მითი, ეს უკანასკნელიც წარმოიშვა ადამიანის ტვინზე დაკვირვების საფუძველზე, მაგრამ ადამიანების აზროვნების პროცესის ასე კატეგორიულად მიკუთვნება ერთ ნახევარსფეროზე გადაჭარბებული და დამახინჯებული მიდგომაა.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ტვინი არ იყო ისეთი დოქოტომიური (დატოტვილი) როგორც ადრე ფიქრობდნენ. უახლესი კვლევების მიხედვით მათემატიკური უნარები ძლიერდება ნახევარსფეროების აქტიური თანამშროლობის პირობებში, ზოგადად რთული ამოცანების გადაწყვეტისას ტვინის ნახევარსფეროები ერთმანეთთან ამყარებენ სრულფასოვან და ძლიერ კავშირს. ამ კომუნიკაციას კი სწორედ კოჟრიანი ნაწილით ახერხებენ. ასეთია ნევროლოგების დასკვნა.
კარლ ზიმერმა ( მეცნიერებაზე წერს) Discover -ის ერთ-ერთ მასალაში განაცხადა ,, გავრცელებული მოსაზრება მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების შესახებ ვერ მოიაზრებს საკუთარ თავში მათ ინტიმურ ურთიერთქმედებას. მარცხენა ნახევარსფერო მართალია სპეციალიზდება ხმებზე, რომელიც აყალიბებს სიტყვებს და ამუშავებს სინტაქსს ამ სიტყვებისათვის, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ მას აბსოლუტური მონოპოლია აქვს მეტყველების პროცესზე, მარჯვენა ნახევარსფერო გაცილებით მგრძნობიარეა ემოციური განსაკუთრებულობის მიმართ — საუბრის მელოდია, რიტმი, რომელიც მთლიანად განაგებს ინტონაციას.”
იუტას შტატის უნივერსიტეტში განახორციელეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობას 1000 ადამიანზე მეტი იღებდა. მოხდა მათი აზროვნების პროცესის ანალიზი იმის დასადგენად, რომელიმე მათგანი თუ მართლა იყენებდა გაცილებით აქტიურად ტვინის ერთ ნახევარსფეროს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემის გადასაჭრელად ტვინის კონკრეტული ნახევარსფეროების აქტივობა მაღალი იყო, მთლიან სააზროვნო პროცესში ორივე ნახევასრფერო თანამბრად მუშაობდა. ამან გამორიცხა ის აზრი, რომ ადამიანი მიდრეკილი იყო რომელიმე ნახევარსფეროსადმი მეტად და მეორესადმი ნაკლებად.
მართალია გარკვეული ზონები არიან პასუხისმგებელნი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის გადამუშავებაზე, მაგრამ ამოცანის გადაწყვეტისას ისინი ერთიანდებიან და ასე ქმნიან კომბინირებულ პროდუქტს, რომელიც არა ერთი რომელიმე ნახევარსფეროს, არამედ მთლიანად ტვინის დამსახურებაა. მოკლედ, აზროვნება საკუთარ თავში მოიაზრებს ამ ორი ნახევარსფეროსფეროს ჯანსაღ კომუნიკაციას.
მაშინ, როცა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფერობის დომინატობის შესახებ მოსაზრება მითია, რითი აიხსნება მისი პოპულარობა? ინტერნეტში გარკვეული ტესტებიც კი შეგხვდებათ იმის დასადგენად, თქვენი რომელი ნახევასფეროა მეტად განვითარებული. ამ ტესტებს მხოლოდ გასართობი ფუნქცია აქვს. სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რომ ეს თეორია უკვე დიდი ხანია მოძველებულია.
ელა