Freedom Forever !!! – ერთადერთი, რამაც შესაძლოა ნამდვილი თავისუფლება მოგიტანოთ – იყო, არის, და ალბათ დიდი ხნით დარჩება – მხოლოდ ხელოვნება.
გაიწყვიტეთ ყოველდღიური რუტინის ჯაჭვები -შეცვალეთ თქვენი ცნობიერება – აღმოაჩინეთ თქვენივე ოცნებები.
ამაში მეშვიდე არტი დაგეხმარებათ.
მაშ ასე, მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი კინოს, 5 ყველაზე რევოლუციური სცენა.
ის რაც მე მახსენდება, რა თქმა უნდა… სრული თავისუფლება გეძლევათ , რათა კომენტარებში, თქვენი საკუთარი ნუსხაც მიამატოთ:)
1. ყოველი წყეული კვირა დღე
კოჭლი და ათას ბრძოლაში გამოწრთობილი სული, მრავალი მარცხი და მუხლჩაუხრელად გატარებული წლები. ტონი’დ ამატო – ალ პაჩინო, საკუთარი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის შუაში ჩვენთვის სილის გასაწნავად ბრუნდება. მონოლოგი ყველამ ვიცით. ცხოვრება არაფერს ჩუქნის, საჭიროა ბრძოლა ყოველი სანტიმეტრისთის. სპორტი რა თქმა უნდა ცხოვრების მეტაფორაა, ეს ისე რომანტიკისთვის.
2. V for Vendetta
ჩვენი დროის, წარსულის და მომავლის (ან სავარაუდო მომავლის) გმირის ,,მონოლოგი მონოლოგში”
ის, ტელევიზიის მონოპოლიზებას ახდენს, რათა საკუთარი მესიჯი ხალხს გადასცეს.
V -Vendetta– სთვის, მოქმედებისთვის, სიმართლისთვის, სამართლიანობის აღდგენისთვის, ბრძოლისთვის -იმის გამო, რისიც გვჯერა.
კინოს ისტორიის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ანარქისტული გზავნილი კაცობრიობას.
3. Fight Club (მებრძოლთა კლუბი)
მისი ავტორი პალანიუკი ნამდვილი დემონია -ბოროტების ცინიკოსი გენიოსი, რომელმაც ყველაფერი იცის.
ეს ის მონოლოგებია, რომლებიც ტვინს ,,ამოგიყირავებენ” . შესაძლოა მათში ცოტა რომანტიკაა, მაგრამ სამაგიეროდ ბევრია- სიცხადე და რეალურობა.
დროა დავიწყოთ საკუთარი თავის გათავისუფლება ყველაფრისგან რაც მოჩვენებითია – კონსუმიზმისგან, სიმბოლური სტატუსებისგან, ნივთების გაღმერთებისგან – იმიტომ რომ ,,ის ნივთები რომლებსაც ფლობ, საბოლოოდ თავად გეპატრონებიან”.
4. Mr. Nobody
ფილმი-მონუმენტი ადამიანურ სისუსტეებზე – მის უსასრულო პოტენციალსა და – მათი არ-გამოყენების საოცარ უნარზე.
OK, ვიცით რომ წამები უნდა დავიჭიროთ, მაგრამ როგორ?
ყოველი კარი, რომელსაც ვაღებთ – ათასობით სხვას ხურავს.
თუმცა ,, სანამ ავირჩევთ, ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია.”
5. The legend of 1900
ამასვე ამბობდა დენი ბუდმანი ამ ფილმში. როგორ შეიძლება იცხოვრო სამყაროში, რომელიც თავის თავში დაუსრულებელ შესაძლებლობებს და გზებს მოიცავს – უსასრულო არჩევანს?! როგორ შეგიძია ამას პასუხი გასცე?
,,ის, რაც ვერ დავინახე – იყო, თუ სად მთავრდებოდა ეს ყველაფერი -სამყაროს დასასრული. წარმოიდგინე პიანინო. კლავიშები იწყებიან – კლავიშიები მთავრდებიან. იცი, რომ სულ 88 კლავიშია, ამაში ვერავინ მოგატყუებს. მაგრამ, მაინც უსასრულონი არიან ისინი. შენ ხარ უსასრულო და ამ 88 კლავიშით ისეთი მუსიკა შეგიძლია შექმნა რომელიც უსასრულოა. აი, ეს მომწონს. აი, აქ შემიძლია ცხოვრება.”