ძალიან მარტივი მეთოდი, რომლითაც მასწავლებელმა თავისი მოწაფეების ცხოვრება შეცვალა

0
2306

ერთხელ მინოსეტაში მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს თანაკლასელების სიის ჩამოწერა და გვარების გვერდით იმ თვისების მითითება სთხოვა, რომელიც ამ კონკრეტულ თანაკლასელში განსაკუთრებით მოსწონდათ.

ეს მოხდა პარასკევს. მან შაბათ-კვირას გადაამუშავა ეს სიები და ორშაბათს მოსწავლეებს დაურიგა ფურცლები, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველაფერი, რაც თანაკლასელებს მათში განსაკუთრებით მოსწონდათ.

ბავშვებმა წაიკითხეს და ჩურჩული დაიწყეს — ,,ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა? არც კი ვიცოდი, თუ ასე ვუყვარდი მათ.”  ეს შედეგები ხმამაღლა არ განუხილავთ, თუმცა მასწავლებელმა ზუსტად იცოდა, რომ მიაღწია მიზანს — მის მოსწავლეებს გაუჩინა საკუთარი თავის რწმენა.

ამის შემდეგ გავიდა წლები და ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი დაიღუპა ვიეტნამში. ის დაკრძალეს სამშობლოში — მინოსეტაში. გამოსათხოვრად მივიდნენ მეგობრები, ყოფილი თანაკლასელები და მასწავლებლები. დაღუპულის მამა მივიდა მათემატიკის მასწავლებელთან და გადასცა მას ფურცელი. ეს იყო იმ დადებითი თვისებების სია, რომელიც მის შვილში შეამჩიეს თანაკლასელებმა.

– დიდი მადლობა — უთხრა მასწავლებელს დედამ — ჩვენი შვილისთვის ეს ფურცელი განსაკუთრებით ძვირფასი იყო.

და აი აქ მოხდა გასაოცარი რამ, ყოფილ თანაკლასელებს ერთიმეორეს მიყოლებით მოჰქონდათ ასეთივე ფურცლები. ზოგი თავის საოჯახო ალბომშიც კი ინახავდა მას.

– ყველა ჩვენგანი ინახავს ამ სიას. განა შეიძლება ასეთი რამე დაგავიწყდეს?! — თქვა ერთთ-ერთნა მათგანმა.

ნაწყვეტი გარი ჩეპმენისა და როს კემპბელის წიგნიდან