მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანების გონება ერთ საერთო ქსელშია ჩართული, სადაც ყველა გონებას ერთმანეთის ინფორმაციაზე აქვს წვდომა

2
4811

 

,,სამყაროში გონებათა საერთო ჯამი ერთის ტოლია“

                                                                      ერვინ შროდინგერი

ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში. 1933წ.

ჩვენ ყველას ერთხელ მაინც გვქონია შემთხვევა, როცა საყვარელი ადამიანის განსაცდელი გვიგვრძვნია, ყველას გვსმენია ტელეპატიის შესახებ და ალბათ ერთხელ მაინც გვიფიქრია საკითხზე – ვუკავშირდებით თუ არა ერთმანეთს გონებით.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა არსებობდეს ერთი დიდი საერთო საინფორმაციო სისტემა, ასე ვთქვათ საერთო ცნობიერი, ან უკეთ გლობალური გონება, რომელშიც ყველანი ჩართულები ვართ. გიფიქრიათ, რომ შესაძლოა იმ ინფორმაციის გარდა, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, კიდევ სხვა ინფორმაციასაც ვიღებთ ამ საერთო ცნობიერიდან ისე, როგორც საკაბელო ყუთი იღებს სატელიტის სიგნალებს? გიფიქრიათ რომ ჩვენ ჩვენი მიღებული ცოდნითა და ჩვენი აზრებით საერთო ცნობიერში ვაღწევთ და სხვა ადამიანების გონებაზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია? რომ ჩვენ შეგვიძლია კავშირი გვქონდეს ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც ცხოვრებაში ფიზიკურ დონეზე არასოდეს შევხვედრივართ?

telepathy

მეცნიერები ამ ფენომენს “multiples effect“-ს უწოდებენ. ხდება ხოლმე, რომ გეოგრაფიულად ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებული ადამიანები  ზუსტად ერთსა და იმავე აღმოჩენამდე ერთსა და იმავე დროს მიდიან. ადამიანები, რომელთაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვთ, რომელთაც საერთოდ არ სმენიათ ერთმანეთის შესახებ, ზუსტად ერთსა და იმავე რამეს იგონებენ, ზუსტად ერთი და იგივე აზრი ან იდეა მოსდით თავში.

ისტორიას ასეთი ასობით შემთხვევა ახსოვს. აი, რამდენიმე უძველესი მათგანი:

ევოლუციის თეორია – დარვინი და ვალასი

დიფერენციალური აღრიცხვა – ნიუტონი და ლეიბნიცი

ათწილადები – 3 ადამიანი

მზის ლაქები – 4 ადამიანი 1611წ

ენერგიის შენახვის კანონი – 4 ადამიანი 1847 წ.

ტელესკოპი – 9 ადამიანი

თერმომეტრი – 6 ადამიანი

ესეც უფრო თანამედროვე მაგალითები:

 

1923 წელს  ხმოვანი ფილმი გამოგონებული იქნა ერთდროულად ორი სხვადასხვა ადამიანის მიერ, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ ერთმანეთის საქმიანობის შესახებ.

რეაქტიული ძრავი ერთდროულად სამმა ადამიანმა მოიფიქრა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად 1939-40-41 წლებში.

1975 წელს ენდორფინები ერთდროულად აღმოაჩინეს შოტლანდიასა და შეერთებულ შტატებში

J/ψ-მეზონი დამოუკიდებლად იქნა აღმოჩენილი ორი სხვადასხვა მეცნიერთა ჯგუფის მიერ და 1974 წლის 11 ნოემბერს ერთდროულად გამოცხადებული ამ ჯგუფების ხელმძღვანელების მიერ. მათ ფიზიკაში ნობელის პრემია გაინაწილეს.

ამ სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება. საოცარი ის არის, რომ ზოგიერთი აღმოჩენა დაახლოებით ერთ პერიოდში კი არა, ერთსა და იმავე დღეს კეთდება. შეიძლება ეს შემთხვევითობა იყოს? ცოტა რთული დასაჯერებელია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი რამეები ხდებოდა იმ დროში, როცა ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნებში ერთმანეთთან კომუნიკაციის და აზრების გაცვლა გამოცვლის საშუალება არ ჰქონდათ.

წარმოიდგინეთ, ორი სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას მყოფი, ერთმანეთისგან იზოლირებული ადამიანი, რომლებიც ერთსა და იმავე საკითხზე მუშაობენ და თავიანთი გონებით მიერთებულნი არიან საერთო ცნობიერზე, უზარმაზარ საინფორმაციო ვებ სისტემაზე. ამ სისტემის მეშვეობით ისინი გადიან ერთმანეთთან კავშირზე და ინფორმაციის გაცვლა გამოცვლის შედეგად ერთმანეთის თავებში პოულობენ პასუხებს, მოკლედ ინფორმაციას ცვლიან.

თუმცა ეს არ არის მეცნიერების ერთადერთ არგუმენტი. ქვემოთ პირამიდების ფოტოა, სამი ერთმანეთისგან გეოგრაფიულად დაშორებული სხვადასხვა ცივილიზაციის ქმნილება. ამ ცივილიზაციებს შეუძლებელია ჰქონოდათ ერთმანეთთან რამე კავშირი, მაგრამ პირამიდები ზუსტად ერთნაირები არიან.pyramidsssss

 

უძველესი ცივილიზაციების წარმომადგენლები ქმნიდნენ კალენდრებს, თანავარსკვლავედების რუკებს, აშენებდნენ  ერთნაირი არქიტექტურის ძეგლებს და წარმოდგენაც არ ჰქონდათ ერთმანეთის შესახებ. ჩვენს ცნობიერს, ფიქრებს, ემოციებს რომ ენერგეტიკულ დონეზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ ყველაფერზე, ამას მეცნიერები დიდი ხნის წინ მიხვდნენ, ახლა კი ფიქრობენ რომ ეს კავშირი კიდევ უფრო ღრმაა, ეს არ არის ჩვეულებრივი ზეგავლენა, ჩვენს გონებაში არსებული ინფორმაცია თურმე გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ყოფილა ყველასათვის. ჩვენი ფიქრები ინფორმაციის შუქპირებს ქმნის და ცნობიერის ველში გზავნის, რითიც ყველას ვინც ამ საკითხზე მუშაობს პირდაპირ წვდომას აძლევს საკუთარ ფიქრებზე.

მოკლედ, მეცნიერებს აქვთ თეორია, რომ თქვენი ფიქრები მხოლოდ ბიოლოგიური ფუნქციონირება არ გახლავთ და თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი იმაზე მეტია, ვიდრე ენერგოვიბრაციები და ენერგოტალღები. ჩვენ არა მხოლოდ ფიზიკურ, სხეულებრივ და ვერბალურ დონეზე ვუერთიერთობთ ერთმანეთთან, არამედ მენტალურ, სულიერ დონეზეც. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა გაცილებით ადვილი ხდება მეორე ადამიანისთვის, როცა ერთმა უკვე გადაჭრა ეს პრობლემა, თუნდაც მას წარმოდგენა არ ჰქონდეს პირველის შესახებ.  მარტივად რომ ვთქვათ, კროსვორდის ამოხსნა გაცილებით უფრო მარტივდება, რაც უფრო მეტი ადამიანი ამოხსნის მას დამოუკიდებლად. ეს იმიტომ რომ იმ ადამიანებმა, ვინც პასუხები იპოვა  ცნობიერი ველის მეშვეობით უკვე შეიტანეს პასუხები საერთო საინფორმაციო ვბაზაში და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, საკუთარ თავს კარგად ჩავუღრმავდეთ და ჩვენი გონება ,,ვგუგლოთ“.


სტივენ ბანკარზის სტატიის მიხედვით

დოჩი გოგო

Comments are closed.