ეს ფსიქოლოგიური ფოტო-ტესტი ორმა იაპონელმა ფსიქოლოგმა ტადაჰიკო ნაგაომ და ისამუ საიტომ მოიფიქრა და კოკოლოგი ქვია, რაც იაპონურად გონების შესწავლას ნიშნავს.
მოცემულია 4 ლანდშაფტის ფოტო: თეთრი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი. თქვენ თვალები უნდა დახუჭოთ და წარმოიდგინოთ რომ ლურჯი, კრიალა ცის სიღრმეში იცქირებით. ლურჯი ფერი სუნთქვას აღრმავებს და პულსს ანელებს. მერე წარმოიდგინეთ რა ლანშაფტია ამ ცის ქვემოთ. თქვენი არჩევანი თქვენს დაფარულ ტალანტებს ამხელს, თქვენი გონების ყველაზე დიდ ნიჭს. რომელი ფოტოდან აიღებთ სცენარს? რომელ ფოტოს ირჩევთ?
ის პეიზაჟი აირჩიეთ, რომელიც ყველაზე მეტად გამშვიდებთ და არჩევანის დროს გონებას ნუ დაძაბავთ, პირველ იმპულსს ენდეთ.