ადამიანის ტვინი ისეა დაპროგრამებული, რომ პოზიტიური ემოციები უფრო დიდხანს ახსოვდეს, ხოლო ნეგატიური შეგრძნებები სწრაფად გააქროს. ამის შესახებ Timothy Ritchie–ის University of Limerick (ირლანდია) ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორები აცხადებენ. მათი აზრით, ეს პროცესი, ნეგატიური მომენტების გადალახვის გამარტივებით, ბედნიერების ,,შენახვას” უწყობს ხელს.
ამ ფენომენს Fading Affect Bias (FAB)-ს უწოდებენ. იგი წარსულშიც ცნობილი იყო სამეცნიერო საზოგადოებისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ კვლევების უდიდესი ნაწილი აშშ-ში მიმდინარეობდა, არ იყო ნათელი, შეეხებოდა თუ არა ეს თეორია სხვა კულტურებსაც. ჟურნალ ,,Memory”-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ფენომენი, რომელსაც უსიამოვნო მოგონებების სწრაფ გაუფერულებასთან მივყავართ, ყველა კულტურაში თანაბრადაა წარმოდგენილი და ის ადამიანებს ნეგატიურის გადამუშავებასა და იმ ცვლილებებთან შეგუებაში ეხმარება, რაც მათ გარშემო ხდება – უმუშავებს მათ ცხოვრების პოზიტიურ ხედვას და, ამგვარად, ეხმარება სიძნელეების გადალახვაში.
საკუთარი რეზულტატების გასამყარებლად, მკვლევარებმა ცდებში 562 ინდივიდი ჩართეს, მათ შორის – აფრო–ამერიკელები, განელები, გერმანელები, მკვიდრი ამერიკელები და ახალ ზელანდიელები. მოხალისეებს სთხოვეს ნაწერის მეშვეობით გაეხსენებინათ და მოეყოლათ მათ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები და ის ემოციები გადმოეცათ, რამელსაც მოგონებების ,,გამოწვევისას” გრძნობდნენ.
შემდეგ მეცნიერებმა წარსულის ემოციები ახლანდელს შეადარეს და გაარკვიეს, რომ ფენომენს სახელად – FAB, ყველა კულტურაში აქვს ადგილი – მიუხედავად სუბიექტის background–ისა, თუ კულტურულ–სოციალური კუთვნილებისა.