თქვენ ალბათ იცით, რომ სხეულსაც აქვს ენა, თქვენ შეგიძლიათ მისი მეშვეობით მიხვდეთ რომ ადამიანი გატყუებთ, რომ თქვენთან სექსი სურს და ა.შ…. სიარულის მანერაც ძალიან ბევრს ამბობს თქვენზე იმათთან, ვინც ეს ენა იცის. სიარულით თქვენი ზოგადი ხასიათს კი არა, ამჟამინდელი განწყობის გამოცნობაც შესაძლებელია.
ბედნიერი ადამიანები უფრო სწრაფად და ენერგიულად დადიან ხოლმე, თავდაჯერებულები – დიდი ნაბიჯებით და, როგორც წესი, თანამგზავრებს ასწრებენ.
ზოგიერთი ძალიან მძიმედ დადის, თითქოს მთელი სიმძიმით აწვება მიწასო, მაგრამ ფიზიკური წონა აქ არაფერ შუაშია, ისინი ცხოვრებაშიც მყარად დგანან ფეხზე.
მტკიცე ადამიანები მძიმე ნაბიჯებით დადიან, ძლიერად ადგამენ ფეხს მიწას. სიმყარე კარგია, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლოა სიჯიუტესა და მოქნილობის ნაკლებობაზეც მიუთითებდეს.
ზოგიერთი ნელა დადის და ფეხებს მიათრევს, თითქოს ნორმალურად სიარულის ენერგია არ აქვსო. ენერგიის ნაკლებობა რა თქმა უნდა სევდის ან დეპრესიის ნიშანია, თუმცა ასეთი სიარულის მანერა გაურკვეველი მომავლის შიშზეც შეიძლება მიანიშნებდეს. თითქოს ადამიანმა არ იცის საით მიდის და ფეხს ითრევს.
კატასავით ის ადამიანები დადიან ყურადღების მიქცევა რომ სურთ, თითქოს პოდიუმზე გამოდიან და შემომხედეთო გეუბნებიან. მათ ძალიან მოსწონთ საკუთარი თავი და უნდათ რომ სხვებსაც მოსწონდეთ.
ჯიბეებში ხელჩაწყობილი სიარული ნიშნავს, რომ ადამიანის თვითშეფასება დაბალია, ან არ მოსწონს საკუთარი იმიჯი, ან ის ტანსაცმელი, რაც ახლა აცვია.
თუკი ადამიანი თავაწეული დადის, კარგ ხასიათზეა, თავდახრილი კი პირიქით – ცუდ ხასიათზე ყოფნაზე მიუთითებს.
თუმცა მე მაინც მგონია, რომ მხოლოდ სიარულის მანერით ადამიანზე მსჯელობა არ ღირს. ვინ იცის როგორ უჭირს… 😀
ჩვენ სულ მტკიცე ნაბიჯებს და თავაწეულ სიარულს გისურვებთ…
Dare to dare!
Comments are closed.