ფროიდი ამბობდა, ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ არავის, ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერშიო. მისი მოსწავლე იუნგი კიდევ უფრო შორს მიდიოდა, ნებისმიერი რამ რის გაცნობიერებასაც ვერ ვახერხებთ, ჩვენს წინაშე დგება როგორც ბედისწერაო. მოკლედ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვენ დავგეგმეთ გაუცნობიერებლადო. აი, როგორც სიზმარში.
თქვენს ქვეცნობიერში ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი, ამ ფსიქოლოგიური ტესტით კი შეგიძლიათ ეცადოთ ცოტა ინფორმაცია მაინც გამოსტყუოთ მას.
ტესტი მარტივია – თქვენ უბრალოდ კარი უნდა ამოირჩიოთ. ბევრს ნუ იფიქრებთ, უცებ საითაც გაგიწევთ გული, იქ შედით და მერე ნახეთ პასუხები.