,,იცხოვრეთ თქვენი ცხოვრება მშვიდად… იძინეთ 8 საათი დღე-ღამეში” – 117 წლის ქალბატონის სიცოცხლის საიდუმლო

0
2875

იყავით სტრესისგან შორს, ,, იცხოვრეთ ცხოვრება მშვიდად’’, იძინეთ 8 საათი ღამეში… ჭამეთ გემრიელი საჭმელი დანაყრებამდე – ეს ცხოვრების ის სტილია რომელმაც მისაო ოკავას 117 წლამდე ცხოვრების უფლება მისცა. იგი ორი წლის წინ გინესის წიგნში შეიყვანეს როგორც მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი. მისაო ოკავა დღეს დილით გარდაიცვალა.

იგი 1931 წლიდან ქვრივი გახლად- სამი შვილი ჰყავდა, 4 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი. ავტონომიურად ცხოვრება 110 წლამდე შეძლო, მხოლოდ ბოლო წლებში დასჭირდა ასისტენტი.
მიუხედავად ცხოვრების ჯანმრთელი წესისა და საკუთარი თავის ბევრი სიამოვნებით განებივრებისა, ბოლო დაბადების დღეზე კითხვას, თუ როგორ შეძლო ამდენი ხანი ეცოცხლა, უპასუხა – ,, მე თვითონაც ვეკითხები ჩემს თავს!’’