20 ფრაზა კაცობრიობის მიერ დაგროვილი სიბრძნიდან

0
1445

 

1) ,,მე ვიცი, რომ არაფერიც არ ვიცი” (სოკრატე)

2) ,,დრო ძალიან ნელა გადის მათთვის, ვინც ელოდება, სწრაფად გადის მათთვის, ვისაც ეშინია, ხანგრძლივდება მათთვის, ვინც ნაღვლობს, მოკლდება მათთვის, ვინც მხიარულობს, მაგრამ ვისაც უყვარს, მათთვის დრო მარადისობაა.” (ვან დეიკი)

3) ,,მირჩევნია აზრიანად მოვკვდე, ვიდრე უაზროდ ვიცოცხლო”
(კორასონ აკინო)

4) ,,ადამიანს ყველაფერი შეიძლება წაართვა, მაგრამ ვერ წაართმევ ადამიანური თავისუფლების უკანასკნელ ნაწილს — აირჩიოს საკუთარი დამოკიდებულება ნებისმიერი მიმდინარე მოვლენის მიმართ, აირჩიოს თავისი საკუთარი გზა.” (ვიქტორ ფრანკლი)

5) ,,შეყვარება არაა ადამიანის არჩევანი, მას შეუძლია აირჩიოს დარჩეს თუ არა ამ მდგომარეობაში.”(უცნობი)

6) ,,ყველაზე განსაკუთრებულმა ადამიანებმა გაიარეს დამარცხება, იციან ტანჯვის ფასი, იციან დანაკარგის მნიშვნელობა და მაინც იპოვნეს გამოსავალი საკუთარი ადამიანური სიღრმის დახმარებით. ისინი არიან მადლიერები, მგრძნობიარეები და იცნობენ ცხოვრებას, რაც ავსებს მათ თანაგრძნობით, სინაზით და ღრმა სიყვარულის უნარით. განსაკუთრებული ადამიანები ასე, შემთხვევით არ იქმნებიან.” (ელიზაბეტ კიუბლერ-როსი)

7) ,,ძლიერი გონება განიხილავს იდეებს, საშულო გონება განიხილავს მოვლენებს და სუსტი გონება განიხილავს ადამიანებს.” (სოკრატე)

8) ,,სამყარო სწორედ ისეთია, როგორაც ჩვენ ვფიქრობთ მასზე, შეუძლებელია შეცვალო სამყარო, ფიქრების შეცვლის გარეშე.”
(აინშტაინი)

9) ,,ვისაც ეშინია ის დაიტანჯება, უკვე იტანჯება, რადგან ეშინია.” (მიშელ დე მონტენი.)

10 ) ,,წარმატება სხვა არაფერია, თუ არა მარცხიდან მარცხზე გადასვლის უნარი ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე.” (უისტონ ჩერჩილი)

11) ,,ნამდვილი წარმატება წარუმატებლობის შიშის დაძლევაა” ( პოლ სუინი)

12) ,,ბევრად ღირსეული და სასარგებლოა დაუშვა შეცდომები რაიმეს კეთების პროცესში, ვიდრე არაფერი გააკეთო.” (ბერნარდ შოუ)

13) ,,შეცვალეთ საკუთარი თავი სწორედ ისე, როგორიც გინდათ იხილოთ სამყარო.” (განდი)

14) ,,იცხოვრე ისე, თითქოს პირველი ადამიანი ხარ.” (ოშო)

15) ,,როცა ბედნიერების ერთი კარი იხურება, მეორე იღება, მაგრამ ჩვენ ისე დიდხანს ვუყურებთ იმ დაკეტილ კარს, რომ გაღებულის შემჩნევა გვიჭირს. “(ჰელენ კელერი)

16) ,,გამოწვევები ცხოვრებას ხდიან გაცილებით საინტერესოს, ხოლო მათი მიღება ცხოვრებას სძენს აზრს.”

17) ,,ცხოვრებას გაუსაძლისს ხდიან არა გარემოებები, არამედ ცხოვრების აზრისა და მიზნის არქონა. “(ვიქტორ ფრენკლი)

18) ,,გახსოვდეთ! სამყარო სულ ცოტა ხნით წარმოადგენს თქვენს საკუთრებას.” (ოსკარ უაილდი)

19) ,,ცხოვრება მარტივია, მაგრამ ჩვენ დაჟინებით ვცდილობთ გავართულოთ იგი.” (კონფუცი)

20) ,,სხვებისათვის ბედნიერების ძებნაში იპოვნი საკუთარ ბედნიერებას.”