რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება სიზმრებს?

0
3022

დღე-ღამეში დაახლოებით 6-7 საათი გვძინავს, რაც ჩვენი სასიცოცხლო ხანგრძლივობის მესამედია. ძილი არის საშუალება აღვიდგინოთ რესურსები და ძალები, იგი გონების და ორგანიზმის გადახალისებას უწყობს ხელს. ამას გარდა მას აქვს კიდევ ერთი უნიკალური თვისება — სიზმრები. ადამიანთა უმრავლესობა სიზმრებს ყურადღებას არ აქცევს. სულ ტყუილად. ,, სიზმრები არის სამეფო გზა ჩვენს ქვეცნობიერში” (ფროიდი). სიზმრის გაგება არაა მარტივი, რადგან იგი ჩვენგან განსხვავებულ ენაზე საუბრობს და ამ ენას სიმბოლიზმი ეწოდება. ისინი განსხვავდებიან ჩვენი რეალობისაგან. სიმბოლოების ისე ცხადად არ გვესმის, როგორც კონკრეტული ფაქტების. ბევრი სიზმარი იმდენად უცნაურია, რომ ერთი შეხედვით ძალიან გვიკვირს როგორ შეიძლებოდა დაგვსიზმრებოდა მაშინ, როცა ცხადში ამ თემაზე ერთხელაც არ გვიფიქრია.

cow-dream

სიზმრები გვესაუბრებიან პატარა ამბებით და მეტაფორებით, როცა მათ ენას ვისწავლით ისინი სულაც არ მოგვეჩვენება ასეთი დამაბნეველი.

589323_orig
სიზმრები ყოველ ღამე გვევლინებიან, რაც გვეხმარება დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაში, ასრულებენ გიდის როლს ქვეცნობიერში და ცდილობენ ფსიქოლოგიურ და სულიერ სიღრმეებამდე განგვკურნონ. თუ სათანადო ყურადღებით მოვეპყრობით გამოააშკარავებენ ჩვენი ფსიქიკის მდგომარეობას, გონებრივ მდგომარეობას, შინაგანი რწმენების სისტემას — მოკლედ, ყველაფერს, რასაც რეალურად განვიცდით ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების გამო. ესაა დიაგნოზი, თუ რამდენად ჯანმრთელები ვართ ფსიქიკურ და ემოციურ დონეზე.

საქმე ასეა — ქვეცნბიერი ჩვენს ბედს აპროგრამებს, ჩვენ მას ვერ ვმართავთ, რადგან ცუდად ვიცნობთ და სამაგიეროდ ის გვმართავს ჩვენ. თუ რამე კომპლექსი, შიში და აგრესიაა მასში წარმოიდგინეთ რამდენად დამანგრევლად მოქმედებს ჩვენსავე რეალობაზე.

,,როცა საკუთარ თავში პრობლემა არ გვაქვს მოგვარებული, ის გვევლინება როგორც ბედისწერა” -იუნგი

სიზმრები ხსნიან გზას ქვეცნობიერისაკენ და ამდენად მძლავრი იარაღია, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეგვიძლია. ქვეცნობიერს მეტ-ნაკლები წარმატებით თუ ვმართავთ, გამოდის ჩვენი ბედის წაყვანა სასურველი მიმართულებითაც შეგვიძლია.

Fantasy-file-dump-imagination-33261723-1024-768

 

თუ გინდა საკუთარი სიზმრების გესმოდეს, პირველ რიგში მათი შესწავლის პროცესისადმი ერთგულება უნდა გამოავლინოთ. ყოველდღიურად მოგიწევთ ამისათვის დროის გამოყოფა — ეს ძალისხმევა იქნება ინვესტირება უკეთესი მომავლისათვის. მიუძღვენით ეს დრო საკუთარი ოცნებების ახდენას.
თქვენ მოგიწევთ იყოთ გონებაგახსნილი და მომთმენი საკუთარი თავის მიმართ. შესაძლოა დაგჭირდეთ გავარჯიშება, რომ სიზმრების დამახსოვრება შესძლოთ. ზოგიერთი ადამიანისათვის ეს სულაც არაა პრობლემა, ისინი მარტივად იმახსოვრებენ.

უკეთ რომ დაიმახსოვრებთ ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც ამაში დაგეხმარებათ:

უპირველეს ყოვლისა, სიზმრების მიმართ აღქმის შეცვლა მოგიწევთ. ეს იქნება თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა საკუთარ თავში. იგი მოგცემთ საშუალებას გააკეთოთ ბევრი უცნაური აღმოჩენა თქვენში, რომლებზეც ადრე მცირედი წარმოდგენაც კი არ გქონდათ.

-Drifting-Spirit-imagination-30821480-1600-1200

აიღეთ სიზმრების ჩასანიშნად სპეცილური წიგნაკი და კალამი. ნელ-ნელა თქვენ აღმოაჩნეთ, რომ რაც მეტად აქცევთ ყურადღებას მათ, მით მეტად იმახსოვრებთ.

კალამი და გადაშლილი წიგნაკი დაიდეთ საწოლთან. ასე საჭიროების შემთხვევაში უცებ მოახერხებთ სიზმრის ჩაწერას, ამასთამ ეს იქნება მესიჯი ცნობიერისა თუ ქვეცნობიერისადმი, რომ თქვენ გსურთ სიზმრის დამახსოვრება.
დაძინების წინ მტკიცეთ განიზრახეთ, რომ გემახსოვრებათ სიზმრები დილით, რამდენჯერმე ეს გულში გაიმეორეთ, რომ ქვეცნობიერში დაილექოს.
სიზმრების დამახსოვრებაში დაგეხმარებათ ჯანმრთელად და დაბალანსებულად კვება — საჭირო ვიტამინების დღიური დოზის სტაბილურად მიღება.

როდესაც უკვე მიაღწევთ იმ კონდიციას, რომ თქვენ აღარ გიჭირთ სიზმრების დამახსოვრება, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე — ვიწერთ მათ, თუმცა ამასაც თავისი წესები აქვს.

1) დაძინების წინ ჩაინიშნეთ თარიღი თქვენს დღიურში, შემდეგ ჩამოწერეთ რამდენიმე ფაქტი, რომლებსაც დღის მანძილზე ჰქონდა ადგილი. ეს არ გულისხმობს დეტალურ ჩანაწერებს, უბრალოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გამოყავით. ამით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაადგინოთ კავშირი თქვენს სიზმრებსა და დღიურ რეალობას შორის — ნახავთ გადადის თუ არა იგი სიზმრის მესიჯებში. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ რამდენიმე ხაზი გარკვეულ საკითხებზე, რომელიც გაწუხებთ. ეს იმიტომ, რომ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და მათი გადაწყვეტის გზები იპოვნოთ.

2) წერეთ სიზმრებზე აწმყო დროში და არა წარსულში. ეს დაგეხმარებათ უკეთ აღიქვათ რას გრძნობთ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში და მოგვცემთ საშუალებას თავად სიზმრებს გაუგოთ უკეთ.

3) აღწერეთ ის ემოციები თუ განცდები, რაც გეუფლებოდათ ვიდრე სიზმარი გრძელდებოდა, ანუ როგორ გრძნობდით თავს ამ სიზმარში — შიში, შინაგანი სიძლიერის გრძნობა, სიბრაზე, სირცხვილი და ა.შ.
ასევე შერეული შეგრძნებები — თითქოს ბედნიერი იყავი, მაგრამ ამას რაღაც ფარული შიში ახლდა თან. რას განიცდით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

4) აღწერეთ სიზმარი იმდენად დეტალურად, რამდენადაც შეგიძლიათ. შეიძლება გესიზმრათ ცხოველი, რომელიც სრულიად განსხვავებული და უნიკალური იყო. აღწერეთ რაშია ამ გამოსახულების განსაკუთრებულობა — ფერებში, სუნში, ხმაში. გააერთიანეთ ყველა შეგრძნება თქვენს აღწერაში. არ გამოგრჩეთ გარემო, სადაც სიზმარი მიმდინარეობდა — ოკეანე, უდაბნო, სოფელი, ქალაქი, თქვენი ბავშვობისდროინდელი სახლი თუ სახლი, სადაც ახლა ცხოვრობთ.

როდესაც თქვენ ამ ჩანაწერებს გადახედავთ და გააანალიზებთ შესძლებთ ბევრად უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს, ვიდრე აქამდე გესმოდათ. მიხვდებით თქვენ შინაგან, ქვეცნობიერ პრობლემებს. პრობლემის მიგნება კი მათი დაძლევის ნახევარია. რაც მეტი დალექილი ,,საწამლავის” ამოღებას მოახერხებთ თქვენი სიღრმიდან, მით მეტი შანსი გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

ჩვენ წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ საკუთარ თავში.

my_journey_to_dreams_land_by_nixiejoja