ნამდვილი სიყვარულის არსი მგომარეობს იმაში, რომ გასცე საპასუხო გრძნობა. საკუთარი თავის სრულად მიძღვნით ახერხებ პარტნიორის გაბედნიერებას და ეს ერთადერთია, რაც მას სჭირდება.
მთელი პარადოქსი ისაა, რომ ასეთი გულუხვობა რომ შედგეს საჭიროა მას მეტად უყვარდე, ვიდრე თავად გიყვარს. სწორედ ამიტომ პირველი რასაც ვაკეთებთ ესაა მცდელობა ხიბლის გამოყენებით მოვწამლოთ სამიზნე ადამიანი. ამის შემდეგ უკვე შეგიძლია გულუხვობის გამოჩენა და საკუთარი გულის ჩუქება.
სიყვარული თავისი ბუნებით სულაც არ არის უვნებელი, რადგან მას საფუძველში უდევს შემდეგი წესი — გახადო ადამიანი შენზე დამოკიდებული…
სტალინმა შეკრიბა მისი უახლოესი გარემოცვა და უთხრა მათ — ,,თქვენ თავს იტეხთ როგორ მართოთ ადამიანები, ისინი უნდა გახდნენ როგორც წყვილი თვალი, რომლისთვისაც ერთი ბრძანება საკმარისია დასახამხამებლად და გასახელად, საჭიროა მათთვის ვიყო ცოცხალი ღმერთი. ნათქვამია მეფე ღმერთი არ არის, მაგრამ არც მასზე ნაკლებია. ახლა მე გასწავლით როგორ უნდა მოექცეთ ხალხს.” და ბრძანა მიეყვანათ მისთვის ქათამი, მან ცოცხლად გაპუტა ქათამი, ყველა ბუმბული გააცალა და გაუშვა, მაგრამ ის არსად წასულა, რადგან მზეში აუტანლად ცხელოდა მისთვის, ხოლო ჩრდილში ციოდა, ამიტომ ის მიეკრა სტალინის ფეხსაცმელებს. შემდეგ გადაუყარა მარცვალი და სადაც წავიდა, ქათამიც იქეთ გაეკიდა ,,აი ასე უნდა მართო ადამიანები” –თქვა მან.
მოხიბვლა ნიშნავს, რომ ადამიანისათვის გახდეთ სასიცოცხლოდ საჭირო, ამასთან მას უფრო მეტად უნდა სჭირდებოდეთ, ვიდრე თქვენ ის. სამიზნე ადამიანი ამის შემდეგ ვეღარ იქნება თვითკმარი, თქვენ კი მოგიწევთ დარჩეთ შორეული და ცივი. ესაა მაცდური ადამიანის ტაქტიკა. ის ახერხებს ადამიანების მოხიბვლას და სწორედ ამის შემდეგ გამოიჩენს სიკეთეს, გამოხატავს რა სულ ცოტა ყურადღებას და სითბოს.
—
სიყვარულია, როცა გიყვართ საპასუხო გრძნობით, როცა თქვენ მოწყალე და ნაზი ხართ ადამიანის მიმართ, როცა მზად ხართ მის გასაბედნიერებლად. შეიძლება გაცილებით დიდი ბედნიერება აჩუქოთ, ვიდრე ამ კავშირიდან თავად იღებთ. თქვენ ხომ აძლევთ მას ამ საწამლავს — სიყვარულს, რასაც ასე ელტვის. ეს ასევე ნიშნავს აჩუქოთ მას ზღაპარი. განა ასე არ არის? ორიდან ერთს მეტად უყვარს, მეორეს ნაკლებად. რომელსაც ნაკლებად უყვარს გამოიგონებს ხოლმე ზღაპარს, რომელსაც მეტად უყვარს ცხოვრობს პირველის მიერ გამოგონილ ზღაპარში.
ხალხი სიყვარულად აღიქვამს იმ შეგრძნებას, როცა თავად არიან მოწამლულნი ამ გრძნობით. ამ ეტაპზე ყველა ოცნებობს თავი შეაყვაროს მისი ინტერესის ობიექტს. მაგრამ რამდენად გაგრძელდება მათი სიყვარული მას შემდეგ, რაც ისინი მიზანს მიაღწევენ?
—
როცა გვიყვარს ისევე უანგაროდ გავსცემთ, როგორც დედა გასცემს შვილისათვის. ეს კეთილშობილურია, მაგრამ ვიდრე რაიმეს გაცემას დავიწყებდეთ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მას ეს მსხვერპლი სჭირდება. თუ ეს ასე არ არის მოქმედების შემდეგი ეტაპი ასეთია — აკეთებ ყველაფერს, რომ მას ეს დასჭირდეს. ანუ ის უნდა გახადოთ თქვენზე დამოკიდებული. საქმე იმაშია, რომ როგორც კი ოცნებას აისრულებს, ადამიანების დიდი უმრავლესობა ინტერესს ჰკარგავს სურვილის ობიექტისადმი.
გახსოვდეთ, სიყვარულში წამყვანი როლი სუფთად უნდა ითამაშოთ და არ უნდა დაანგრიოთ ის, რასაც მანამდე აგებდით. თუ ადამიანს თავს შეაყვარებ, მზადაც უნდა იყო ამ როლისათვის — მისი გრძნობები უფრო ძლიერი იქნება ვიდრე თქვენი, არ უნდა შეგშურდეთ მისი, არ უნდა სცადოთ შურისძიება, არ უნდა შეიძულოთ ამისათვის. უმჯობესია დაეხმაროთ ბედნიერებაში. ამ ბედნიერებისათვის არც ისე ბევრის გაღება მოგიწევთ, მთავარია თქვენს გვერდით ყოფნის ნება მისცეთ. თუმცა ზომიერების პოვნაც საჭიროა.
როცა ეს როლი გაქვთ მორგებული თავად წყვეტთ რამდენი სიყვარული და სითბო გამოხატოთ, პოულობთ კომფორტულ დისტანციას ურთიერთობაში, ადგენთ პირობებს რა შემთხვევაში აგრძელებთ ამ სიყვარულის გაცემას და რა შემთხვევებში შეუჩერებთ მისთვის აუცილებელი ჟანგბადის დოზის მიწოდებას.
თუმცა ეს როლი უფრო მამაკაცურ ბუნებას შეესაბამება, მაგრამ არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებიც ამ როლს ბოლომდე ითავისებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მხურვალე სწორედ დაქვემდებარებული პარტნიორია, დომინანტი გაცილებით ცივია. ასეთია მისი როლი.
თავიდან ვიმორჩილებთ საკუთარ გრძნობებს, ამის შემდეგ ვიმორჩილებთ პარტნიორის გრძნობებს. თუ გსურთ ვინმეს თავი შეაყვაროთ იყავით მზად იმისთვის, რომ იგი თქვენზე სუსტი გახდება და ასეთ შემთხვევაში თქვენ ისევ გეყვარებათ იგი? თუ ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია ე.ი. არც ახლა გიყვართ. ის უბრალოდ საჭირო ადამიანია იმ სპექტაკლისათვის, რომელიც იწვევს თქვენში სასურველი ემოციების გაღვიძებას და ამ შეგრძნებებს თავად ეძებდით. სინამდვილეში თქვენ არა ეს კონკრეტული ადამიანი, არამედ ის როლი გჭირდებათ, რომელსაც იგი თამაშობს.
ალექს ოდესსა
თარგმანი MENTAL.GE