12 უდიდესი ცხოვრებისეული სიბრძნე, რომელიც კაცობრიობამ დაივიწყა

0
3721

თანამედროვე ადამიანის ყველაზე დიდი პრობლემა გულმავიწყობაა. იგი მთელს არსებაში გაგვიჯდა და ყოველ ჩვენ ფიქრსა და ყოველ ჩვენს მოქმედებაში გამოსჭვივის. კაცობრიობა ივიწყებს არა მარტო წარსულს, არამედ აწმყოში საკუთარ ადგილს და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობას. ისტორია სასკოლო სახელმძღვანელოებში არაფრისმთქმელი ციფრებით და მშრალი ფაქტებით რჩება, ის აზრი კი, რომელსაც ასე გამუდმებით დაეძებს ყოველი ინდივიდი და ყოველი თაობა საკუთარ არსებობაში, ის უმთავრესი სიბრძნე, რაც კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე შეიძინა, ყველას გავიწყდება. ჩვენ ვივიწყებთ გაკვეთილებს, რომლებიც შეცდომებზე ვისწავლეთ და გამუდმებით ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომებს.

ეს ყველაფერი ერთნაირად მძიმედ აისახება როგორც კოლექტიურ ისე ინდივიდუალურ ცნობიერზე. ჩვენ თითქოს საყრდენი გამოგვეცალა და ინერციით ვმოძრაობთ რაღაც ფხიზელი ძილის მდგომარეობაში, თუმცა ამ ყველაფრის კარგი მხარე ის არის, რომ თუ გაცნობიერებას მოვახერხებთ, ყველაფერს გავიხსენებთ, ყველაფერს.

მაშ ასე, 12 უდიდესი სიბრძნე, რომელიც გავიწყდება:

58835_621938604489855_1524465753_n

 

  1. ჩვენ გვავიწყდება ჩვენი ადგილი ბუნებაში

უკანასკნელი ასწლეულების მანძილზე ნელ-ნელა ვემიჯნებით მას. ვიყენებთ, ვაჩანაგებთ, ვანადგურებთ და ვცდილობთ ვაიძულოთ ჩვენი ნებისმიერი ახირება და დღითიდღე უფრო მზარდი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. ჩვენ ამოვვარდით ცხოვრების ბუნებრივი ციკლიდან. ჩვენ დაგვავიწყდა ბუნების ენა, ვერ ვიგებთ მის ნიშნებს, ვერ ვყვებით მის რიტმს. ჩვენ დაგვავიწყდა ბუნების გზით სიარული და მასთან ჰარმონიაში ყოფნა. ჩვენ კავშირი დავკარგეთ მასთან.

  1. ჩვენ გვავიწყდება ჩვენი კავშირი კოსმოსთან და სამყაროსთან

ბუნებისგან გამოყოფით ჩვენ გამოვეყავით სამყაროს და ასევე გამოვეყავით დანარჩენ ადამიანებსაც. ჩვენ დავხურეთ ის ენერგეტიკული არხი, რომელიც ჩვენი საარსებო წყარო გახლდათ, ჩვენ გამოვეთიშეთ საერთო ცნობიერს და ახლა დავდივართ ასე დაცალცალებული და გამოფიტულები. ჩვენ ერთმანეთთან კავშირი დავკარგეთ და  ვეღარ ვგრძნობთ, რომ ერთი დიდი მთლიანობის პატარ-პატარა ნაწილები ვართ, რომ ჩვენ ერთნი ვართ.

  1. ჩვენ გვავიწყდება მიტევება

რადგან დავიჯერეთ, რომ განცალკევებულები ვართ, პატიებაც დავივიწყეთ. პატიება საკუთარი თავისთვის იმის შეხსენებაა რომ ჩვენ ყველა და ყველაფერი ერთი ორგანიზმი ვართ და არ არსებობს მსხვერპლი და დამნაშავე. ჩვენ ან ყველანი მსხვერპლი ვართ ან ყველანი დამნაშავე. ყველანი იმ ერთ საერთო დინამიურ ქსელში ვართ ჩაბმულნი, რასაც ცხოვრება ეწოდება.

 

  1. ჩვენ გვავიწყდება შინაგან ხმასთან სასაუბრო ენა

დავივიწყეთ, რომ გონებისთვის ყოველთვის დარჩება რაღაც აუხსნელი  და გულები გავირაციონალურეთ. ჩვენ აღარ ვუსმენთ შინაგან ხმას და მხოლოდ ლოგიკას ვენდობით. გონებას, რომელიც ლიმიტირებულია. ჩვენ დაგვავიწყდა უძველესი ხალხების სიბრძნე, იგავები, რომლებიც საკუთარ გულთან და ამ გულის მეშვეობით მთელს სამყაროსთან ჰარმონიას გვასწავლის.

72147_546460075376835_1296040015_n

  1. ჩვენ გვავიწყდება ჩვენი ოცნებები

ჩვენ ავცდით ჩვენს შინაგან გზას, დაგვავიწყდა ოცნება ჩვენს საოცნებო ცხოვრებაზე  და რაც ყველაზე მთავარია დაგვავიწყდა, რომ როგორც მეოცნებეები, თავად ვართ ამ სამყაროს თანაშემქმნელები. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ოცნების ძალა შეგვიძლია განზრახვის ძალად ვაქციოთ და ამ გზით მათი რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა მოვახერხოთ.

 

  1. ჩვენ გავიწყდება ჩვენი მიზანი

ამდენ ლაპარაკში, ხმაურში და ყურადღების გაფანტვის ათასგვარი საშუალებით გართულებმა დავივიწყეთ რისთვის ვართ აქ. ჩვენ არ გვახსოვს ჩვენი მიზანი. ჩავერთეთ ამ გაყალბებული რეალობის მასიურ ტრანსში და შიგ გავიჭედეთ. ჩვენ დაგვავიწყდა რომ ჩვენ მატერიალური არსებები კი არ ვართ სულით, ჩვენ სულიერი არსებები ვართ ფიზიკური სხეულით და მთავარი მატერიალური კეთილდღეობა კი არა, ბედნიერება, თვითრეალიზაცია და სულიერი სიმშვიდის მიღწევაა.

 

  1. ჩვენ დაგვავიწყდა რომ ყველაფერი სიყვარულია

ეს ყველაზე დიდი საიდუმლოა, რომლის გაგება და ჭეშმარიტებად აღიარება მხოლოდ წინასწარმეტყველებმა შესძლეს. ეს ჭეშმარიტება სადღაც ჩვენს სიღრმეშია დაფარული. ჩვენ ამას ვგრძნობთ, მაგრამ კავშირი დავკარგეთ. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ყველაფერი ენერგიაა და სიყვარულია ამ ენერგიის მასაზრდოებელი.

 

  1. გვავიწყდება რომ თავისუფლები ვართ

ჩვენ თავისუფალ არსებებად დავიბადეთ, მაგრამ აღგვზარდეს რეალობაში, სადაც თავისუფლება მხოლოდ ცნებაა. ჩვენ გვასწავლეს შიში, ჩაგვინერგეს ყალბი იდეოლოგია, ხელ-ფეხი შეგვიკრეს მატერიალური ჯილდოს მოლოდინებით და გვასწავლეს დავემორჩილოთ ზოგ-ზოგიერთების ინტერესების დასაცავად მოგონილ დოგმებს, წესებს და კანონებს. ჩვენ დაგვავიწყეს,  რომ უფლება გვაქვს ვიყოთ ის, ვინც გვინდა რომ ვიყოთ და ამის გამო არ ვიგრძნოთ შიში, სირცხვილი და სინდისის ქენჯნა.

 

  1. დაგვავიწყდა ჩვენი შესაძლებლობები

შიშში ცხოვრებამ დაგვავიწყა რომ უზარმაზარი ძალა გვაქვს. ჩვენ დაგვავიწყდა რომ გვაქვს ნება, რომლითაც შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა. მთვარეულებივით ავტომატურად დავდივართ ჩვენში ჩანერგილი დოგმების მიხედვით  ისევ ჩვენ მიერ გაუაზრებლად შექმნილი ნიშნების მარშრუტზე და ეს გზა ბედისწერა გვგონია.

 

     10. დავივიწყეთ უბრალოება

ადამიანის ცხოვრება ყოველდღე უფრო რთული და აწეწილი ხდება. ყოველდღე ახალ-ახალი მოთხოვნილებები გვიჩნდება, ახალ ახალი პრობლემები გვაქვს. ჩვენ დავივიწყეთ როგორ ვიყოთ უბრალოები და უბრალოების მნიშვნელობაც დავივიწყეთ. უბრალოება ყველაფერი არაარსებითის, ნივთები იქნება თუ იდეები, მოშორება და მარტივად ცხოვრებაა.

 

       11. ჩვენ დაგვავიწყდა ჩვენი თავი

ჩვენ დავკარგეთ ინტერესი სამყაროს მიმართ. დავდივართ ყოველდღე ერთი და იმავე გზით და საერთოდ აღარ გვინდა ამ ერთი უკვე გაზეპირებული გზიდან გადავუხვიოთ,  არ გვინდა იმაზე მეტი დავინახოთ ვიდრე ვხედავთ, არ გვინდა კომფორტის ზონიდან გასვლა, თვალსაწიერის გაზრდა და საკუთარი თავის გაცნობა, საკუთარი მნიშვნელობის გაცნობიერება. ჩვენ აღარ გვჯერა სასწაულების, რადგან შევეჩვიეთ მათ. ჩვენ რეალისტები გვგონია თავი და ვერ ვხვდებით რომ შეუძლებელია რეალობა არსებობდეს, რომ ამქვეყნად იმდენი რეალობა არსებობს რამდენი აღქმაცაა. ცინიკოსებად ვიქეცით, რომლებიც დასცინიან სხვების რწმენებსა და ცრურწმენებს და თავად უარესი ცრურწმენებით შეპყრობილებს გვავიწყდება, რომ ცოდნით შეუძლებელია ვიცოდეთ რამე, რომ ჩვენი ცოდნაც ინტერპრეტაციაა მხოლოდ. ჩვენ უბრალოდ გვწამს, რომ არ უნდა გვწამდეს და თუ გვსურს, რომ წყალობა – ,,დაე, იყოს თქვენი რწმენისამებრ” წყევლად არ გვექცეს, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ეს ყველაფერი.

 

Dare to change!