- როდესაც მეგობარი ბოროტებას გაგიკეთებთ უთხარით მას, რომ ჰპატიობთ რაც თქვენ გაგიკეთათ, მაგრამ ვერაფრით აპატიებთ, რაც გაუკეთა საკუთარ თავს.
- შენ შენი გზა გაქვს, მე ჩემი და ამ გზებს არაფერი აქვთ საერთო სწორი გზასთან, ან ერთადერთ გზასთან.
- ის ვინც საკუთარ თავს არ ემორჩილება დამორჩილებული იქნება სხვის მიერ, ეს ცხოვრების კანონია.
- ხანდახან ადამიანებს არ სურთ სიმართლის მოსმენა, რადგან არ სურთ ილუზიები დაემსხვრეთ.
- ახალგაზრდის გაფუჭების ყველაზე იოლი გზაა ასწავლო მეტი პატივი სცეს მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
- ღრმა მოაზროვნეებს იმის უფრო ეშინიათ რომ გაუგებენ, ვიდრე იმის, რომ ვერ გაუგებენ.
- მასწავლებლის უპატივცემულობა მუდამ მოსწავლედ დარჩენაა.
- ფიქრები ჩვენი ემოციების აჩრდილებია, გაცილებით უფრო ბნელი, მარტივი და ცარიელი.
- რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.
- არ არსებობს მშვენიერი ზედაპირი საშინელი სიღრმის გარეშე.
- ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე, იმიტომ კი არა რომ სიცოცხლეს მიჩვეულები ვართ, იმიტომ რომ სიყვარულს ვართ მიჩვეულები.
- ვისაც ფრენის სწავლა სურს ჯერ ფეხზე დადგომა, გავლა, სირბილი, ხტომა და ცეკვა უნდა ისწავლოს. მხოლოდ ფრენით ვერ იფრენ.
- სამოთხე საინტერესო ადამიანების ნაკლებობას განიცდის.
- ადამიანი ისე ძალიან იტანჯება, იძულებული გახდა მოეგონებინა სიცილი. იგი ერთადერთ არსებაა, ვისაც სიცილი შეუძლია.
- ყველაფერი რაც სიყვარულისთვის კეთდება ბოროტის და კეთილის მიღმა ხდება.
- მორალი ადამიანების მანიპულირების საუკეთესო საშუალებაა.
- ღმერთი მოკვდა. ის ჩვენ მოვკალით – მე და თქვენ. ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ. ყველაზე წმინდა და ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ოდესმე უცხოვრია, ჩვენი დანის ქვეშ სისხლისგან დაიცალა. ვინ ჩამოგვრეცხს ჩვენ ამ სისხლს?
- ყველაზე უარესი მტერი, რომელიც შეიძლება ოდესმე გყავდეს შენი თავია.
- სჯობს ბრიყვი იყო და შენი აზრები გქონდეს, ვიდრე ბრძენი სხვისი აზრებით.
- რაც უფრო მაღლა ვლივლივებთ ჰაერში, მით უფრო პატარები ვჩანვართ ქვემოდან მათთვის, ვისაც ფრენა არ შეუძლიათ.
- როდესაც მონსტრებს ებრძვი, ფრთხილად უნდა იყო, რომ თავადაც მონსტრად არ იქცე და თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც შემოგხედავს შენ.
- არ არსებობს ფაქტები, ჩვენ მხოლოდ ინტერპრეტაციები გვაქვს.
- გწამდეს, ნიშნავს არ გინდოდეს იცოდე სიმართლე.
- სიმართლე რომ ვთქვა, მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრეს.
- მე არ ვიცი ადამიანია ღმერთის შეცდომა თუ ღმერთი ადამიანის.
- ყველა, ვინც აცხადებს, რომ სხვა ბრიყვი ადამიანია, ბრაზობს, როდესაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ეძლევა საწინააღმდეგო დაამტკიცოს.
- და ისინი ვინც ცეკვავდნენ გიჟებად შერაცხეს მათ, ვისაც მუსიკის გაგონება არ შეეძლო.
Dare to dance!