არის ორი მეზობელი კუნძული: პირველზე ორი კაცი ცხოვრობს – ცივილიზებული ადამიანი და ველური, მეორეზე რამდენიმე ადამიანია, მათ შორის ერთ გოგოც, რომელსაც სასიყვარულო უთიერთობა აქვს იმ ცივილიზებულ ადამიანთან. გოგოს შეყვარებულთან შესახვედრად მეორე კუნძულზე გადასვლა სურს და მენავეს ეკითხება რა დაუჯდებოდა იქამდე მიყვანა. მენავე პასუხობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წაიყვანს თუ შიშველი ჩაუჯდება ნავში. გოგონა შოკში ჩავარდება, ვერ ხვდება, რა ქნას და კუნძულის ბრძენკაცთან წავა აზრის საკითხავად. ბრძენკაცი მოუსმენს და ურჩევს: გააკეთე ის, რასაც გული გიკარნახებსო. მაშინ გოგო გადაწყვეტს სიყვარულის ხათრით მენავის მოთხოვნა შეასრულოს. ისინი მეორე კუნძულის ნაპირს მშვიდობიანად მიადგებიან, მაგრამ ნაპირთან ის ველური კაცი დახვდებათ და შიშველი ქალის დანახვაზე ისე შეიშლება, ქალს გააუპატიურებს… ამ დროს ცივილიზებული კაცი ბრუნდება, დაინახავს ყველაფერს და გადაირევა. ქალს ეუბნება, რომ მისი დანახვა აღარ უნდა და უკეთესი იქნება თუ ახლავე დატოვებს აქაურობას.
დაალაგეთ პერსონაჟები იმის მიხედვით, თუ რომელი პერსონაჟი მიგაჩნიათ ყველაზე ცუდად და ყველაზე კარგად. დაალაგეთ სწრაფად, სპონტანურად და თანმიმდევრობით – დაიწყეთ ყველაზე დადებითიდან და ბოლოს დაწერეთ ყველაზე ნეგატიური.