ბავშვები, რომელთაც წინა ცხოვრება ახსოვთ და მათი საოცარი ისტორიები

1
7451

ერთმა ჩემმა მეგობარმა დაპოსტა ამასწინათ სოციალურ ქსელში: მიშველეთ, ჩემმა შვილმა ლენინის სურათი ნახა და იძახის, ეს ჩემი მამიკო იყო ადრე, ციურიხში ცხოვრობდა და ყველას გვიყვარდაო. მერე სხვა ისტორიებიც ვნახე. ბევრი მშობელი ამტკიცებს, რომ მათი შვილი ისეთ უცნაურ რამეებს ამბობს, რის ახსნაც მხოლოდ წინა ცხოვრების არსებობით შეიძლება. ეს იმდენად ხშირი შემთხვევა გახდა ამ უკანასკნელ ხანებში, რომ მეცნიერები და ფსიქოლოგებიც კი დაინტერესდნენ ფენომენით. ჩვენ 10 შესანიშნავი ისტორია ამოვკრიბეთ მათი მონათხრობიდან:

1.      ,,როცა ჩემი ბიჭუნა 3 წლის იყო, მითხრა რომ ძალიან მოსწონს მისი ახალი მამა. ჩემი მეუღლე მისი ერთადერთი მამა გახლდათ და ამიტომ ჩავეკითხე, რატომ ამბობდა ამას. მან მიპასუხა: ,,ჩემი ადრინდელი მამა საშინელი მამა იყო, ზურგში დანა ჩამარტყა და მოვკვდი. მაგრამ ახალი მამა მომწონს. ის ამას არ იზამს.“

2.      ,,როცა პატარა გოგონა ვიყავი, მაღაზიაში ვიღაც ტიპის დანახვაზე ისეთი კივილი დავიწყე, მშობლები იძულებულები გახდნენ გარეთ გამოვსულიყავით.  ჩვეულებრივ წყნარი და კარგად აღზრდილი ბავშვი გახლდით და ჩემს მშობლებს ძალიან გაუკვირდათ ჩემი ეს საქციელი. როცა მანქანაში ჩავსხედით, დედამ მკითხა რა დაგემართაო და მეც ვუთხარი – მაგ ტიპმა ჩემს პირველ დედიკოს მოსტაცა ჩემი თავი და იატაკქვეშ დამამწყვდია იმდენ ხანს, რომ როცა გავიღვიძე, უკვე სხვა დედა მყავდა-მეთქი. ისინი პანიკაში ჩავარდნენ. დედაჩემი ჩემი ბიოლოგიური და მაშასადამე ჩემი ,,პირველი“ დედა გახლდათ.

3.      ერთხელ, როცა ჩემი ორწლინახევრის ქალიშვილი აბაზანიდან გამოვიყვანეთ ავუხსენით, თუ რა მნიშვნელოვანია რომ ინტიმური ადგილები მუდამ სუფთად ჰქონდეს. მან კი გვიპასუხა: ვერავინაც ვერ გამეკარება. ერთხელ სცადეს. კარი შემომიმტვრიეს და სცადეს, მაგრამ მე შევეწინააღმდეგე. ჰოდა, მოვკვდი და აქ ვარ…“ თანაც ისე თქვა ეს ყველაფერი, ვითომც არაფერი.

4.      ,,სანამ დავიბადებოდი და მყავდა, არა? ის და ჩემი სხვა დედა ისეთი მოხუცები არიან ახლა. ისინი გადარჩნენ, როცა მანქანას ცეცხლი წაეკიდა. მე ვერა..“ – ის სადღაც 5-6 წლის გახლდათ, როცა ეს მომიყვა და თან საიდან მოიტანა, წარმოდგენა არ მაქვს.

5.      ,,როცა ჩემი უმცროსი და პატარა იყო, სახლის გარშემო ჩვენი დიდი ბაბუის სურათით დარბოდა და ტიროდა: ,,მენატრები, ჰარვი“. ჰარვის ის არ იცნობდა, ბაბუა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. გარდა ამისა, როგორც დედა ამბობდა, ის ზუსტად ისეთ რამეებს ამბობდა, რასაც ბებიაჩემი.“

6.      ,,როცა ჩემმა პატარა დამ ლაპარაკი დაიწყო, ძალიან საშინელ რამეებს გვიყვებოდა. ამბობდა, რომ საშინელი ოჯახი ყავდა, სადაც გამუდმებით ათას სისაძაგლეს უკეთებდნენ და ერთხელ მამამისმა ისე დაწვა, რომ ჩვენ გვიპოვა. ამ ყველაფერს ორიდან ოთხი წლის ასაკამდე ლაპარაკობდა. ისეთ რამეებს ამბობდა, შეუძლებელია ასეთ რამეებზე წარმოდგენა ჰქონოდა ამ ასაკში. ჩემი ოჯახიც მიიჩნევდა,  რომ მართლა წინა ცხოვრებიდან ახსოვდა ეს ყველაფერი.“

7.      ,,ორიდან ექვს წლამდე ჩემი ბიჭუნა გამუდმებით მიყვებოდა ერთი და იმავე ისტორიას, როგორ ამირჩია დედად. იხსენებდა, როგორ იდგა  ვიღაც კოსტუმიან კაცთან ერთად და როგორ ეძებდა დედას, რომელიც მისი სულიერი მისიის შესრულებაში დაეხმარებოდა… ის ძალიან პატარა იყო და ჩვენ მსგავს სულიერ საკითხებზე არასოდეს გველაპარაკა… არც რელიგიურ გარემოში იზრდებოდა, რომ თუნდაც მსგავსი ტერმინებისთვის მოეკრა ყური… ისე ყვებოდა, თეთრ ოთახში ვიდექიო, გეგონებოდა სათამაშოების მაღაზიაში იდგა და თოჯინებიდან ირჩევდა ერთ-ერთს. იმ კაცმა მკითხა დარწმუნებული თუ ხარო და მე ვუთხარი კი-მეთქი და მერე დავიბადეო. გარდა ამისა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ თვითმფრინავებში ერკვეოდა მაგრად. განა მარტო გარჩევა შეეძლო მათი ერთმანეთისგან, ნაწილებშიც ერკვეოდა და იმაშიც, თუ რომელი რეგიონიდან იყვნენ. დღემდე არ ვიცი საიდან ფლობდა ამ ინფორმაციას. მე მეცნიერი ვარ, ჩემი ქმარი მათემატიკოსი და ჩვენს ბიჭუნას ,,ბაბუს“ ვეძახდით ისეთი დინჯი, სერიოზული და დიდური მანერები ჰქონდა. ნამდვილად ძალიან დიდი სულიერი გამოცდილება აქვს ამ სულს.“

8.      ,,ჩემმა დის შვილმა ენა აიდგა თუ არა, ჩემს დას და მის ქმარს უთხრა: რა კარგია თქვენ რომ აგირჩიეთო და თან გაიხსენა, თეთრ ოთახში ვიყავით, ბევრი ხალხი იყო, მაგრამ დედას ყველაზე ლამაზი სახე ჰქონდა და მეც მაგიტომ ავირჩიეო.“

9.      ჩემი უფროსი და ზუსტად მამაჩემის დედის გარდაცვალების წელს დაიბადა. მან ლაპარაკის დაწყებისთანავე პირველი ფრაზა თქვა, მამას მიმართა: მე დედაშენი ვარ“.

10.  ,,დედამ მითხრა, რომ როცა პატარა ვიყავი, თურმე სულ ვყვებოდი – ცეცხლში დავიღუპე-მეთქი. მე ეს ფაქტი არ მახსოვს, მაგრამ დღემდე მეშინია ცეცხლის, სიახლოვეს ვერ ვეკარები და მაქვს საშინელი ფობია, სულ მგონია რომ სახლში ხანძარი გაჩნდება.

 

თქვენ მსგავსი ისტორიები გაგიგიათ?

Comments are closed.